;
7 ოქტომბერი 2015      liliana     6 კომენტარი     ნანახია 2165-ჯერ    
კატეგორიაში: მოდური სიახლეები

Balenciaga-ს ახალი კრეატიული დირექტორი დემნა გვასალია გახდა!

„Balenciaga-ს ახალი კრეატიული დირექტორი 34 წლის დემნა გვასალიაა ,ვუნდერკინდი ქართველი დიზაინერი ,რომელსაც ტანსაცმლის საკუთარი ხაზი Vetements აქვს“-ასე ეხმაურება მსოფლიო მედია საშუალებები ქართველი დიზაინერის წარმატებას. მოდური გამომცემლობები იუწყებიან რომ კრეატიული დირექტორის ამპულაში დემნას ნამუშევარს Balenciaga-ს მოდის სახლისათვის, 2016 წლის მარტში Paris Fashion Week-ზე ვიხილავთ.“მოხარულები ვართ დემნას Balenciaga -ს მოდის სახლის კრეატიულ დირექტორად დანიშვნის გამო, მას ალტერნატივა ნამდვილად არ ჰყავდა, მისი ცოდნა, გამოცდილება და ინოვაციური მიდგომები მოდის სფეროში დემნას უნიკალური ხედვის დიზაინერად აქცევს.ჩვენს მას ვენდობით და გვჯერა რომ დემნა შეინარჩუნების მოდის სახლის ტრადიციებს და პარალელურად ჰარმონიზებულად მიჰყვება გლობალურ ცვლილებებს მოდის სფეროში“-განაცხადა Balenciaga-ს სახლის პრეზიდენტმა იზაბელ გუიჩოტმა. Kering-ის მოდის სახლის პრეზიდენტის ფრანსუა პინოლტის განცხადებით Balenciaga-ს მოდის სახლი საუკუნის განმავლობაში ბევრი დიზაინერის ზეგავლენას განიცდიდა, ამიტომაც დღესდღეობით Balenciaga ნამდვილად ფრანგულ „მარგალიტად“ ითვლება. ძალიან მოხარულები ვართ დემნას სამუშაო ჯგუფის ლიდერად დანიშვნის გამო, მისი პროფესიონალიზმი მოდის სახლს კიდევ უფრო დიდ წარმატებას მოუტანს.“

Balenciaga-ს ახალი კრეატიული დირექტორი დემნა გვასალია გახდა!

დემნას პირადმა ტანსაცმლის ხაზმა Vetements-მა 2015 წელს LVMH პრიზი აიღო, ხოლო ცოტა ხნის წინ კი ქართველმა დიზაინერმა Vetements Spring/Summer 2016 collection წარადგინა ,რომელმაც მოდის კრიტიკოსების დიდი მოწონება დაიმსახურა. გარდა ამისა დემნა 8 წელია Margiela-ს მოდის სახლისთვის მუშაობს და აგრეთვე Louis Vuitton women’s ready-to-wear collections-ს ავტორიც გახლავთ. უკანასკნელი 3 წელია Balenciaga-ს მოდის სახლის კრეატიული დირექტორის თანამდებობას ალექსანდერ ვანგი იკავებდა ,რომელმაც თანამდებობის დატოვების მიზეზად დაასახელა ის რომ , მას სურს რომ მთლიანად გადაერთოს საკუთარი ტანსაცმლის ხაზის განვითარებაზე .

Balenciaga-ს ახალი კრეატიული დირექტორი დემნა გვასალია გახდა!
Balenciaga-ს ახალი კრეატიული დირექტორი დემნა გვასალია გახდა!
Balenciaga-ს ახალი კრეატიული დირექტორი დემნა გვასალია გახდა!
Balenciaga-ს ახალი კრეატიული დირექტორი დემნა გვასალია გახდა!

კატეგორია: მოდური სიახლეები
Tags:

6


  • kokowaahgirl თქვა:
    9 ოქტომბერი 2015 20:43 - ID: 6,
    რა კარგია. ძაან გამიხარდა love

  • Shady თქვა:
    9 ოქტომბერი 2015 10:35 - ID: 5,
    აიმე ჩემიანი კალოჩე! სადაური გვასალია ხარ შენ?
    :))))))))) ძალიან მიხარია! <3 <3 <3 წარმატებები დემნა!

  • anukaanuka თქვა:
    9 ოქტომბერი 2015 00:39 - ID: 4,
    ყველაზე წარმატებული ქართველი დიზაინერია! ვამაყობ მისი წარმატებით და ქართველობით smile

  • mari-mari თქვა:
    8 ოქტომბერი 2015 21:51 - ID: 3,
    ვაა როგორ გამიხარდა

  • GLao თქვა:
    8 ოქტომბერი 2015 17:22 - ID: 2,
    ძალიან დიდი წარმატებაა

  • natianatia თქვა:
    8 ოქტომბერი 2015 01:55 - ID: 1,
    ვააა ქართველები ვიპყრობთ მსოფლიოს ^_^

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top