;
26 ოქტომბერი 2015      TataNakani     2 კომენტარი     ნანახია 2127-ჯერ    
კატეგორიაში: მოდური სიახლეები, საინტერესოა, ვარსკვლავები


"მოდელობა უბრალოდ ჩემი საქმეა, ეს არ არის ის, ვინც მე ვარ."

90-იანი წლების 49 წლის სუპერმოდელი სინდი კროუფორდი მსოფლიოს ყურადღებას ახალი წიგნით იპყრობს. Becoming Cindy სუპერმოდელის ბიოგრაფიოული წიგნია, რომელშიც ის თავისი ცხოვრებისა და წარმატებული კარიერის დეტალების შესახებ გვიყვება. მას უნდოდა გამხდარიყო პრეზიდენტი, იყო ჰოლივუდის ვარსკვლავის რიჩარდ გირის მეუღლე, მისი საუკეთესო მეგობრები ამალ და ჯორჯ კლუნები არიან. სინდიმ თავისი ცხოვრების საინტერესო ფაქტებზე, ოჯახისა და კარიერის შესახებ სატელევიზიო გადაცემაში 92Y ისაუბრა.



"ფულის მნიშვნელობისა და ღირებულების გასაგებად, ბავშვობიდან აქტიურად ვმუშაობდი. პირველი სამუშაო ძიძის აპლუა იყო, ჩემ დასთან ერთად ვმუშაობდი. თითო საათის ღირებულება 50 ცენტი იყო, ანუ თუ 4 საათი ვიმუშავებდი 2 დოლარს მივიღებდი. შემდეგ ტანსაცმლის მაღაზიაში ვმუშაობდი. ჩემი საქმე იმ სვიტერების დაკეცვა იყო, რომლებსაც მომხმარებლები ურევდნენ."

სინდიმ გარდაცვლილ ძმაზეც ისაუბრა, რომელიც მან 10 წლის ასაკში დაკარგა.
"მაშინ როცა დედა გავხდი, ჩემთვის გასაგები გახდა თუ რა გამოიარეს ჩემმა მშობლებმა. ჩემი ვაჟი რომ გაჩნდა, დედას დავურეკე და ვკითხე, როგორ გადაიტანე ეს ყველაფერი-თქო. ბავშვობიდან დავინახე რომ ყველაფერს ბედნიერი დასასრული არ აქვს. ვისწავლე სიცოცხლის დაფასება. მას შემდეგ მინდოდა რომ საუკეთესო ვყოფილიყავი, კარგად მესწავლა. არ მინდოდა ჩემი მშობლები ისევ დატანჯულიყვნენ."

ქიმიური მანქანათმშენებლობის მიმართულებაზე სწავლის შესახებ:
"ეს ერთადერთი პერიოდი იყო, როცა ვიზუალის გამო დისკრიმინაციას ვგრძნობდი. შევდიოდი ქიმიის ლექციაზე და პროფესორი მეუბნებოდა: "საყვარელო, მემგონი აუდიტორია შეგეშალათ."

კარიერული გეგმების შესახებ:
"მინდოდა ფიზიკოსი და პრეზიდენტი გავმხდარიყავი. მინდოდა დიდ რამეზე მეოცნება. ახლაც არ ვიცი რა უნდა გამეკეთებინა, როგორც ფიზიკოსს."


პირველი ფოტოსესიის შესახებ:
"პირველი ფოტო გაზეთისთვის გადამიღეს. თავიდან მშობლები წინააღმდეგები იყვნენ. არ იცოდნენ ვინ იყო ფოტოგრაფი, მის შესახებ არაფერი სმენიათ. ადგილობივმა ფოტოგრაფმა მშოლებს დაურეკა და ფოტოსესიაზე თხოვა მოსილიყვნენ. ასე შედგა პირველი ფოტოსესიაც."

Midwest-ის თმის შოუზე მოდელებს ეძებდნენ. ეს ის შოუ, იყო სტილისტები რასაც უნდოდათ იმას რომ გიკეთებდნენ და ამაში შნ 200 დოლარს იღებდი. მაშინ ერთ-ერთმა ნიუ-იორკელმა სტილისტმა მითხრა, მოდელებაზე უნდა იფიქროო. ეს არ ყოფილა ბებიის შესაფასება რომ საყვარელი ვიყავი, მაშინ სერიოზულად დავფიქრდი მოდელებაზე და ჩიკაგოში ქასტინგზე წასვლა გადავწყვიტე."
პირველი რეკლამის შესახებ:
"პირველი სამუშაო, ქალის თეთრეულის რეკლამა იყო. ეს არ იყო Victoria's Secret-ის თეთრეული მსგავსი, თუმცა მერე რა?! მაშინ 150 დოლარი გამოვიმუშავე."
"ჩიკაგო არაჩვეულებრივი ადგილია სამუშოდ. არ არის ქაოსური და სამუშოც ბევრია. ვფიქრობ, იქ ვისწავლე მოდელობა."
სიმბოლური ხალის შესახებ:
"პირველ სააგენტოში მითხრეს რომ მოვწონდი, თუმცა უკეთესი იქნებოდა ხალი მომეშორება. დედა ჭკვიანი იყო, მაშინ მირჩია რომ შემეძლო მომეშორებინა ხალი, თუმცა იმის გარანტია არ მექნებოდა რომ უარესი შრამი არ დამრჩებოდა სახეზე. ჩემი დები მეუბნებოდნენ რომ მარჯვენა ლოყაზე ხალი სილამაზე იყო, მარცხნივ კი უშნო სიმბოლო."
მოდელობის შესახებ:
"არ აქვს მნიშვნელობა რისი რეკლამაა, თუნდაც უბრალო ჭიქა იყოს, შენი მოვალეობაა ეს ჭიქა საუკეთესოდ წარმოაჩინო. მოდელის საქმე სამოსის წარმოჩენა და მისი ისტორიის მოყოლაა. შეგიძლია იყო გადაღებაზე ყურსასმენებით და არაფერი აკეთო. ან პირიქით, გაახილო თვალები და ძალიან ბევრი რამ ისწავლო."
გადაცემა House of Style-ის შესახებ:
"ახლა მოდელების ბევრი შესაძლებლობა აქვთ წარმოაჩინონ თავი სოციალური ქსელების დახმარებით. მაშინ ჩემი ხმა House of Style-ში ჟღერდა. ეს იყო ჩემი თავის წარმოჩენის საშუალება."


რიჩარდ გირთან ქორწინების შესახებ:
"მაშინ ვიყავი გოგონა Midwest-იდან, რომელსაც ბევრი ფილმი ჰქონდა ნანახი და დიდ ზღაპრულ ქორწილზე ოცნებობდა. რამდენიმე წელი ვხვდებოდით ერთმანეთს და სულ ვეკითხებოდი როდის დავქორწინდებოდით. ერთხელაც მითხრა დღეს ვეგასში მიდივართო. Herb Ritts ჩემი ფოტოგრაფი და მეჯვარე იყო. რიჩარდი ცდილობდა ის მოეცა, რაც მე მინდოდა. Armani მეცვა, თუმცა არასდროს მიოცნებია კოსტუმით ქორწილზე. ჩემი ბეჭედი კი თუთიის ფოლგისგან იყო გაკეთებული. ჩვენ შორის არ იყო ბალანსი და ეს ჩემი ბრალი იყო. ახალგაზრდა და წარმატებული ვიყავი, 23 წლის, თუმცა მაშინ მეგონა რომ რადგან ფული მქონდა, ზრდასრულიც ვიყავი. ის თავისი ცხოვრების სხვა ეტაპზე იყო."


მისი მეუღლის რანდ გერბერის შესახებ:
"ჩვენ ჩემი აგენტის ქორწილში შევხვდით. მაშინ ჯერ კიდევ დაქროწინებული ვიყავი, მასაც ჰყავდა შეყვარებული. მაშინ მეგობრები გავხდით, რიჩადთან დაშორების შემდეგ დაიწყო ჩვენი შეხვედრები. ქორწილში John Galliano-ს კაბა მეცვა, ბაჰამის კუნძულებზე ვიქორწინეთ."
ამალ კლუნის შესახებ:
"ამალი ძალიან ჭკვიანი და ლამაზია, მაგრამ ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე მისმა ინტერესმა ყველაფრის მიმართ. ის ყოველთვის მისვამს შეკითხვებს მოდისა და ნებისმიერი თემის შესახებ. ადვილია იმეგობრო ადამიანთან, რომელიც დაინტერესებულია შენი აზრებით."

მისი ქალიშვილის, კაიას შესახებ:
"ვეუბნები რომ დატკბეს, რადგან აქვს დრო მანამდე, სანამ ბავშვია! მაგრამ როდესაც Bruce Weber-ს უნდა შვილის გადაღება, მე უძლური ვარ. მინდა რომ გემოვნება ჩამოუყალიბდეს. მისი შთაგონების წყარო Victoria's Secret-ის მოდელობაა, თუმცა მე ამაზე მეცინება, ჩემ დროს ეს არ იყო მოდელობის მწვერვალი. დღეს მათ სოციალურ ქსელებში უამრავი მიმდევარი ჰყავთ და შესაბამისად ყველაფერი განსხვავებულია. ჩემი შვილები ხშირად არ მისმენენ, თუმცა აკვირდებიან ჩემს ქცევას. პოზიტიური განწყობით სავსე მშობელი მაგალითი უნდა იყოს შვილებისთვის, რომ მათაც აიმაღლონ განწყობა."


"ჩემთვის ცნობადობა საკმარისია, იმისთვის რომ დავჯავშნო მაგიდა, ეს არ არის ჩემთვის დაბრკოლება!"

"მინდა რომ აქტიურად ვიმუშავო და დაკავებული ვიყო, არ ვიცი რა მელის წინ."


ავტორი: ტატა ნაკანი

კატეგორია: მოდური სიახლეები, საინტერესოა, ვარსკვლავები
Tags:

2


  • liliana თქვა:
    27 ოქტომბერი 2015 22:22 - ID: 2,
    love

  • ana_ana თქვა:
    25 ოქტომბერი 2015 22:46 - ID: 1,
    ახლაც რაფორმაშია მაგარი ქალია ძაან love

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top