23 November 2015      TataNakani     Views 8 303    
Category: Fashion / Fun, Interesting


Essena O'Neill- ინსტაგრამის ვარსკვლავი მილიონობით მიმდევრებისა და ერთი შეხედვით შთამბეჭდავი ფოტოების მიღმა სიმართლეს ასაჯაროვებს. 18 წლის ავსტრალიელმა გოგონამ ინსტაგრამის სივრცე მასობრივად დაიპყრო, თუმცა რა ხდებოდა სინამდვილეში? საუცხოო სხეული რუჯით, ულამაზესი ლოკაციები, სამოსი, აქსესუარები და უბრალოდ სასიამოვნო ფოტოები ინსტა-გოგონას რეალურ ცხოვრებას არ ასახავდა. საკუთარი გვერდიდან ათასობით ფოტოს წაშლის შემდეგ, მან მიმდევრებს მიმართა:

"სოციალური მედია, ისეთი როგორსაც მე ვიყენებდი, არ არის ნამდვილი. ეს არ იყო განზრახ მიღებული გადაწყვეტილება, რომ ამდენი ადამიანი შეცდომაში შემეყვანა. დაარქვით ამას ცდუნება, მანიპულაცია, ტყუილი, სიმართლის ბოლომდე არ თქმა.. მე შეპყრობილი ვიყავი სოციალური მედიით და მეგონა, რომ არავინ არ დააფასებდა ჩემს პიროვნებას. ახლა გადავწყვიტე ფოტოების ნამდვილი ისტორია დამეწერა აღწერაში, ის რაც რეალობაა." - Essena O'Neill


თითქმის 2 000-ზე მეტი ფოტო წაშლილია, ნაწილზე კი ახალი აღწერით ამცნობს მიმდევრებს თუ რა იმალებოდა საუცხოო ფოტოების მიღმა. ფოტოს გადაღებისთვის და ინტაგრამზე ატვირთვისთვის მიღებული თანხებისა და სიმართლის შესახებ მიმდივრებს შეუძლიათ თავიდან გაიცნონ ინსტაგრამის ვარსკვლავი Essena O'Neill.



O'Neill-სთვის სიმართლის აღიარება ადვილი არ იყო. სრულყოფილი ფოტოების ატვირთვით მოპოვებული წარმატების ხელიდან გაშვება რთულია. თინეიჯერმა დაიწყო რეალურის აღწერა, ინსტაგრამის სივრცის ფანტაზია მისი პიროვნებისთვის საზიანო აღმოჩნდა.

"ძალიან ჩამითრია უსარგებლო სოციალური მედიის სქროლვამ, ჩემი სხეულისა და ფოტოების სრულყოფამ, სექსუალურობის აღმატებით ხარისხში აყვანამ. გადაჭარბებული არარეალური ცხოვრება საშიშია ჩემთვის. ჩემი ყოველი დღე სავსე იყო ხელოვნურად ცხოვრების იდეებით. ვერ ვაცნობიერებდი რომ მივეჯაჭვე სოციალურ მედიასა და ჩემს გარეგნობას, მანამ სანამ არ მოვიშორე ტელეფონი და მაკიაჟი. მე არ ვცხოვრობდი 3-დე ფორმატის სამყაროში, მე 2-დე ფორმატის სამყაროში ვცხოვრობ."








ინსტა-გოგონასთვის ინსტაგრამის ცვლილება კარგი დასაწყისია, იმისთვის რომ რეალობა გააცნობიეროს. ცოტა ხნის წინ მიმდივრებს ინსტა-ფანტაზიის ერთ-ერთი მიმართულებაც გააცნო. როგორ დაუკავშირდა ცნობილი მოდელი საუცხოო გარეგნობით და როგორ შესთავაზა ყოფილიყვნენ ინსტა-წყვილი, რომლებიც ფოტოებისა და ვიდეობის დახმარებით უამრავ ფულს იშოვიდნენ. სერიოზული ბიზნეს შეთავაზება მან მიმდრევრებს გააცნო და კიდევ ერთ ინსტაგრამ-ფანტაზიასაც მოჰფინა ნათელი.



ავტორი: ტატა ნაკანი


Category: Fashion / Fun, Interesting
Tags:

Share it
Comments
Back to Top