;
10 იანვარი 2017      Aunt B.     0 კომენტარი     ნანახია 4739-ჯერ    
კატეგორიაში: მოდური სიახლეები, საინტერესოა

საუკუნის პარფიუმი საუკუნის პარფიუმი

სუნამო მეტად მნიშვნელოვანი ატრიბუტია, რომელიც ზუსტად გადმოსცემს ჩვენს ხასიათს, განწყობასა და გემოვნებას. დიზაინერები, ბრენდები მუდმივად გვთავაზობენ განსხვავებულ არომატებს თუმცა არსებობს, რამდენიმე „დროს დაუმორჩილებელი“ სუნამო, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში ინარჩუნებენ მოწინავე პოზიციებს და ყველანაირი ასაკისა თუ გემოვნების მყიდველს ერგებიან..


CHANEL #5 (გამოშვების წელი : 1921)
ეს პარფიუმი უკვე საფრანგეთის სიმბოლოდაც კი შეგვიძლია მოვიხსენიოთ. გაყიდვების რაოდენობით მან ყველანაირი რეკორდი მოხსნა და დღემდე მსოფლიო ბესტსელერია. არომატი თითქმის 80 წლის წინ შეიქმნა თუმცა ამ დრომდე საოცრად პოპუარულია : ყოველ 32 წამში ვიღაც ხდება ამ ლეგენდარული სუნამოს ფლობელი.


საუკუნის პარფიუმი

საუკუნის პარფიუმი

საუკუნის პარფიუმი


J’ADORE DIOR (გამოშვების წელი: 1999)
სუნამოს არომატთან ერთად ფლაკონიც განსახვავებული და კრეატიული აქვს. მისი გრძელი ყელი და ვიწრო წელი ქალის იდეალურ სილუეტს განასახიერებს. ჟადორმა მომენტალურად მოიპოვა პოპულარობა გამოსვლისთანავე და დღემდე ერთერთ საყვარელ პარფიუმად რჩება მოდის სამყაროში. გასაოცარ სურნელს ყვავილების ნაზი ბუკეტი ქმნის, რაც თავისთავად აქცევს სუნამოს ქალურობის მარადიულ განსახიერებად.


საუკუნის პარფიუმი

საუკუნის პარფიუმი


OPIUM- Yves Saint Laurent (გამოშვების წელი : 1977)
პარფიუმმი გამოსვლისთანავე მოექცა ყურადღების ცენტრში პირველ რიგში მისი პროვოკაციული სახელწოდების გამო, მისმა აღმოსავლურმა სურნელმა კი ყველაფერი დაჩრდილა. მისი ტკბილი და მძაფრი არომატი ხაზს უსვამს დამოუკიდებელი, ძლიერი ქალის ხასიათს. სუნამო დღემდე დიდი ტირაჟით იყიდება და არასდროს გამოსულა მისი განსხვავებული ინტერპრეტაცია..


საუკუნის პარფიუმი

საუკუნის პარფიუმი


SHALIMAR BY GUERLAIN (გამოშვების წელი : 1925)
გერლენის ლეგენდარული სუმანო სიყვარულის განსახიერებაა, იგი საუკეთესო საჩუქარად ითვლება შეყვარებულისთვის. მეტად მგრძნობიარე და ეგზოტიკური არომატით პარფიუმმა მალევე მოიპოვა ყველას სიყვარული. ამ პარფიუმის სახელი არაერთ რომანებსა თუ ფილმშია მოხსენიებული.


საუკუნის პარფიუმი

საუკუნის პარფიუმი

საუკუნის პარფიუმი


ARPEGE LANVIN (გამოშვების წელი : 1927)
პარფიუმის არომატი სიმბოლოების სრული განსახიერებაა. ლანვენმა იგი თავის მუსიკოს გოგონას მიუძღვნა. ყველასათვის მიმზიდველია მისი ნაზი, გრილი, ყვავილოვანი კომპონენტებისგან შემდგარი საოცარი არომატი. განსხვავებული და სიმბოლურია აგრეთვე სუნამოს ფლაკონიც - მას ლანვენისა და მისი ქალიშვილის, მარი-ბლასის ოქროს გამოსახულება ამშვენებს.





JOY BY JEAN PATOU (გამოშვების წელი : 1930)
ჟან პარუს მიერ შექმნილი JOY ერთგვარად სიმდიდრისა და ფუფუნების განსახიერებაა. მისი არომატი ჟასმინისა ყვავილისა და ბულგარული ვარდის გასაოცარი ნაზავია. მიუხედავად იმისა, რომ სუნამო მძიმე ეკონომიკური ფონის დროს იქნა გამოშვებული მან მაინც მოახერხა გამხდარიყო ერთერთი ყველაზე მოთხოვნადი და გაყიდვადი პროდუქტი. 2000 წლის FIFI-ს ცერემონიალზე სუნამომ გაიმარჯვა ნომინაციაში „საუკუნის არომადი“ და დაამარცხა მისი მუდმივი მეტოქე - CHANEL #5


საუკუნის პარფიუმი

კატეგორია: მოდური სიახლეები, საინტერესოა
Tags:

0





მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top