;
2 სექტემბერი 2016      ANGEL     0 კომენტარი     ნანახია 5215-ჯერ    
კატეგორიაში: მოდური სიახლეები, ქართველები



სალი ფანგანი
ახალგაზრდა ქართველი დიზაინერი
კოლექციით: "დესტინო"


ნუკი კოშკელიშვილი, თიკა ჯამბურია, რუსკა მაყაშილი, ნინი ქარსელაძე, ეკო ფანგანი და კიდევ მრავალი ცნობადი სახე უნიჭიერესი ქართველი დიზაინერის სალი ფანგანი სამოსის მომხმარებელია. სალი 2014 წელს თბილისის მოდის კვირეულის ფარგლებში გამართულ ,,ნიუქამერების" კონკურსში მონაწილეობდა, ის თავიდანვე გამოირჩეოდა, ინდივიდუალიზმითა და დახვეწილობით.

2016 წლისთვის სალიმ ძალიან ლამაზი კოლექცია შესთავაზა მომხმარებლებს. მისი ინსპირაცია, როგორც ყოველთვის სალვადორ დალია, დღეს, თბილისში ამ გენიალური მხატვრის სახელის გაგონებაზე მოდისტებსა და ელიტურ საზოგადოებას მისი ნამუშევრები კი არა, სალი ფანგანი ახსენდება. ამ არაჩვეულებრივმა გოგონამ ბევრი იშრომა, რათა ასეთ წარმატებას მიეღწია, ის ახლა ნიუ-იურკშია და იქიდან ცდილობს არ ჩამორჩეს თბილისურ მოდას.

სალი ახლახან დაქორწინდა და სულ მალე დედა გახდება, ალბათ დამეთანხმებით, რომ ძნელია ერთროულად ყურადღება მიაქციო ოჯახს, ამასთანავე ისწავლო ერთ-ერთ მნიშვნელოვან დიზაინის სკოლაში და თანაც გადაღება დაგეგმო. ნიუ-იორკის ერთ-ერთ ხალხმრავალ ქუჩაზებზე, ბროდვეისა და თაიმს სქვერზე მოაწყო ფოტოსესია, რომლის მთავარი გმირიც ტელეწამყვანუ ნუკი კოშკელიშვილი იყო.




71 წლის წინ გადაღებული ფილმი სალი ფანგანის კოლექციის ძირითადი ხაზია. დესტინო ასე ჰქვია მის ახალ კოლექციას, რომელიც გულგრილს არ ტოვებს მნახველს, კოლეცია მინიმალისტური და დახვეწილია, სწორედ ამიტომ ის მოთხოვნადია და მოდის ცნობილი კრიტიკოსებიც დადებითად აფასებენ მის ნამუშევრებს. ბალერინები კოლექციის მთავარი შტრიხია, რომელიც სილამაზესა და დახვეწილობას აღნიშნავს. ნატურალური ბარხატი, საკოსტიუმე შალი, ტრიკოტაჟი და ნატურალური ორგანაზა ამ სამოსის შესაქმნელად გამოიყენა დიზაინერმა. კოლექცია ორ ნაწილად იყოფა ძირიდახი ხაზი დაეთმო შავ კაბებს, რომლებიც ძალიან ელეგანტურია და თანაც იდეალურია პაემანზე თუ მნიშვნელოვან შეხვედრაზე წასასვლელად, რადგან ამ სამოსით გამოხატავ შენ სულიერ სილამაზესა და სიძლიერეს. სტრიტ სტაილისთვის და ყოველდღიური მოხმარებისთვის დესტინოს მაისურები საუკეთესოა, რადგან იდეალურად ერგება სხეულს და თანაც ხელმისაწვდომია ყველასთვის. მისი მოდელები შეგიძლიათ შეიძინოთ Co.Mode -სა და Co.Lab-ში.

Sali Pangani SPCS ™
Fashion Designer, Handmade
www.salipangani.com
instagram.com/sali_pangani_clothing/



Salvador Dali by Sali Pangani





































კატეგორია: მოდური სიახლეები, ქართველები
Tags:

0





მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top