;

3 April 2011      TeeAkoOoo     Views 6064    
Category: Fashion

საცურაო კოსტუმების ტენდენციები 2011 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონისთვის.

მალე ზაფხულის არდადეგები დაიწყება.ასე,რომ თუ თქვენ ჯერ არ შეგიძენიათ საცურაო კოსტუმები,რათა იბრწყინოთ სანაპიროზე,მაშინ ჯერ კიდევ გაქვთ დრო გააკეთოთ ეს.

არსებობს ბევრი სტილი,რომლიდანაც შეგიძლია შეარჩიო შენთვის შესაფერისი,მაგრამ აქ მოცემულია ისეთი სტილები,რომლებიც აუცილებელად იქნება მოდური 2011 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონზე:შესაკვრელებიანი,ნაქსოვი,სექსუალური და რბილი ფერებით გაჯერებული საცურაო კოსტუმები და ა.შ.

1. ვიწრო უბრეტელო ბიუსტჰალტერი

ეს ბიკინები ფანტასტიური არჩევანია,ჩვეულებრივი სამკუთხედის ფორმის ბიკინთან შედარებით.ეს არის ბიუსტჰალტერის ახალი სტილი საინტერესო ფერებით და ასევე საინტერესო პრინტებით,მოერიდეთ მის ჩაცმას,იმ შემთხვევაში თუ დიდი მკერდი გაქვთ.








2.ერთმხრიანი

ეს ტენდენცია საცურაო კოსტუმებში კაბებიდან გავრცელდა და იგივე სექსუალურობისა და მაცდურობის გრძნობით სარგებლობს.შეიძლება ცურვის დროს თავი კომფორტულად ვერ იგრძნოთ როცა ერთმხრიან საცურაო კოსტუმში იქნებით გამოწყობილი,სამაგიეროდ ის საკმაოდ კარგად უხდება აუზს და სანაპიროს პოზიორობის დროს.




3.რომანტიული ფურფუშები

ფურფუშები მთავარი ტენდენციაა 2011 წლის გაზაფხული/ზაფხულის მოდის სამყაროში.პატარა თუ მოკრძალებული ფურფუშები მშვენივრად გამოიყურება დეკოლტეზე.








4.ძველებური სტილი

მოდა იცვლება ყოველ სეზონზე,მაგრამ ძველი ყოველთვის პოპულარული რჩება,რადგანაც ის ასხივებს სექსუალურობას ძალიან ბევრი გულახდილობის გარეშე.ეს სტილი სრულყოფილია ქალებისათვის,რომელთაც რცხვენიათ სხვეულის სრულად გამოჩენა,მაგრამ სურთ იყონ მიმზიდველები.სუსტი ფერები,საუცხოო და კოხტა პრინტები,,ფურფუშები–ეს ყველაფერი იქნება ძალიან სექსუალური 2011 წელს.






5.რბილი (ნაზი)ფერები

ჩვენ ვხედავთ ძალიან ბევრ საცურაო კოსტუმებს ნათელ და რბილ ფერებში,რომლებიც საკმაოდ გავრცელებულია.ღია მწვანე და ლურჯი,დახვეწილი ვარდისფერი და იისფერი,თეთრი და კრემისფერი–ეს ფერები ძალზედ მოდური იქნება ამ სეზონზე და მათ აქვთ ვიზუალური უპირატესობა:ყურადღება სხეულზე უფროა გამახვილებული ვიდრე თვითონ საცურაო კოსტუმზე.






6.მორიდებული პრინტები

გაზაფხული/ზაფხულის 2011 წლის სეზონზე ყველაფერი ზომიერია.
გაბედული პრინტები არ არის საუკეთესო,როგორც მორიდებული,რომელიც საკმაოდ ხელსაყრელია.აირჩიეთ გეომეტრიული პრინტი,ყვავილოვანი,კარგად დამუშავებული თარგები–ყველაფერი რაც შესაძლებელია.სხვა ტენდენციები შესაძლებელია იყოს ერთჯერადი პრინტებით გაჯერებული,რომელიც მოთავსებული იქნება საცურაო კოსტუმის ერთ მხარეს.გავითვალისწინოთ ის ფაქტი,რომ თუ პრინტი გამოყენებული იქნება ბიუსტჰალტერზე(უბრიტელო),მაშინ ყურადღება გამახვილდება თქვენს მკერდზე.თუ პრინტი საცურაო კოსტუმის ქვედა ნაწილზე იქნება გამოყენებული,მაშინ იცოდეთ,რომ ყურადღება გამახვილდება თქვენს წელზე.








7.მეტალები და ცეხინები(„ბისერები“)

საცურაო კოსტუმების ტენდენციების ჩამონათვალი არ იქნება სრული მეტალებისა და ბრჭყვიალა წინწკლების გარეშე,რომლებიც დღევანდელ პერიოდში უფრო გამოიყენება ვიდრე ოდესმე.თქვენ შეგიძლიათ მარტივად და უბრალოდ O–ფორმის რგოლი გამოიყენოთ სამკუთხედებს შორის.ასეთი მეტალებით და ცეხინებით თქვენ უფრო მდიდრულად გამოიყურებით.








8.ტრიკოტაჟის(ნაქსოვი) საცურაო კოსტუმები

ნაქსოვი საცურაო კოსტუმები კვლავ მოდაშია.ისინი წარმოდგენილია რამდენიმე კოლექციაში და სხეულზე იმდენად ლამაზად გამოიყურება,რომ ხალხი უპირატესობას მის არჩევას ანიჭებს.შეგიძლიათ შეიძინოთ კაშკაშა ფერის ნაქსოვი საცურაო კოსტუმი,რათა სანაპიროზე ყველას თვალი თქვენსკენ იყოს ორიენტირებული.ან აირჩიეთ უბრალო,მოკრძალებული ელემენტებით გაჯერებული.




9.შესაკვრელებიანი ბიკინი

ეს ბიკინები,ყველა სხვა სტილისგან განსხვავებით ყველაზე პატარაა.ასე,რომ ყველაზე გაბედული გოგონები იცმევენ მას.შესაკვრელებიანი ბიკინი ძალიან სექსუალურს და მიმზიდველს გხდით და რაც მთავარია სანაპიროზე ყველას ყურადღება თქვენსკენ იქნება მოპყრობილი.თუ თქვენ მზად ხართ დიდი ყურადღების მისაპყრობად ,მაშინ ეს ის არის რაც გჭირდებათ.


საცურაო კოსტუმების ტენდენციები 2011 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონისთვის


Category: Fashion
Tags:

Related
Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top