;
7 აპრილი 2011      ANGEL     0 კომენტარი     ნანახია 5249-ჯერ    
კატეგორიაში: მოდური სიახლეები, Georgian Fashion Week

turn English version - [Google Translate]

გოგა ნიქაბაძის წინა კოლექცია ბოშურ სტილში იყო დიზაინერს არც ამჯერად მოუწყენია ამ კოლექციის შექმნაზე და კვლავ ფერად-ფერადი მოდელები შემოგვთავაზა, თუმცა უფრო მკაცრი სილუეტებით. ძირითადად ლუქს შეადგენდა ფართო თავისუფლად დრაპირებული ტრაპეციული ქვედაბოლოები და პერანგები; პიჯაკის ჭრილით კოსტუმები, ჟილეტები და პალტოები. ყოველი მოდელი წითელი კოლგოტებითა და წითელ ბურთულიანი მძივებით იყო მორთული თავზე. გარდა მოდელ გიორგი ნაზღაიძისა, რომელმაც ჩვენება გახსნა თეთრის სხენტის ამარა. გიორგი სოფო ხუბერაშვილთან ერთად ამ ჩვენების სახე იყო.
გამოყენებული იყო გია ყანჩელი მუსიკა - კ/ფ ”როცა აყვავდა ნუში”. ამ ყველაფერმა ერთად უცხოელი სტუმრების ძალიან დიდი მოწონება და ყურადღება დაიმსახურა. მათმა დადებითმა კომენტარებმა ახალგაზდა დიზაინერს კიდევ უფრო დიდი მუხტი შესძინა.

Goga Nikabadze
- fall 2011-12

გოგა ნიქაბაძე GFW-ზე წარმოდგენილი ამ შემოდგომა-ზამთარი 2011-12 წლის კოლექციის შესახებ გვესაუბრა: ”კოლექცია შედგებოდა 30 კოსტუმისგან. იყო ფერადი, მაგრამ წინა კოლექციებისგან განსხვავებით შედარებით უფრო მუქ ტონებში გადაწყვეტილი, სილუეტი კი ხშირად იცვლებოდა. კოლექცია დაყოფილი იყო 3 ნაწილად: 1 - ეს იყო ქვედაბოლო, ბლუზკა, ჟილეტი; 2 - შარვალი და პიჯაკი; 3 - გრძელი კაბები და პალტოები. ”

Goga Nikabadze - fall-winter 2011-12

დეტალები: ბაფთა, რომელიც ტანსაცმლის გარდა ფეხსაცმელზეც იყო გამოტენებული.
ასევე ბატიკაში ხელით მოხატული ყვავილები, რომლის აპლიკაციებიც იყო გამოყენებული პიჯაკების სერიაში. ჩანთა და წითელი ფერის აქსესუარი, რომელიც თავზე ქონდათ დამაგრებული.

ძირითადი ფერი: იყო წითელი, რომელიც გამოყენებული იყო კოლგოტებში, მაკიაჟში და თმის აქსესუარებში.
გოგა ნიქაბაძე მისი კოლექციის კონცეპციზეც გვესაუბრა და გვითხრა, რომ ეს იყო ”ქალის სიზმარი”.

”ქალი ხედავს სიზმარში საკუთარ თავს ოცნების მამაკაცთან ერთად და ქალი იპრანჭება მისთვის სხვა და სხვა კოსტუმებში. ჩვენება დაიხურა შავი ფერის კაბით”
- გვითხრა დიზაინერმა და შეგვახსენა, რომ მისი ყოველი კოლექცია მუდამ შავი ფერის კაბით იხურება - ”ეს იყო მინიშნება იმისა, რომ ქალმა გაიღვიძა და სიუჟეტი, რაც სიზმარში ნახა მხოლოდ ოცნებად დარჩა (ალბათ დროებით:).

დიზაინერი Georgian Fashion Week-თან უკვე მე-3 სეზონია თანამშრომლობს. (ანუ GFW-ს პირველივე კვირეულიდან).
გოგა: ”ძალიან კარგი პროექტია, კარგად ორგანიზებული, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი ორგანიზატორებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ პროექტში იღებდა მონაწილეობას. მადლობა ყურადღებისთვის.”

Goga Nikabadze - fall-winter 2011-12
Goga Nikabadze - fall-winter 2011-12
Goga Nikabadze - fall-winter 2011-12
Goga Nikabadze - fall-winter 2011-12
Goga Nikabadze - fall-winter 2011-12
Goga Nikabadze - fall-winter 2011-12
Goga Nikabadze - fall-winter 2011-12
Goga Nikabadze - fall-winter 2011-12
Goga Nikabadze - fall-winter 2011-12
Goga Nikabadze - fall-winter 2011-12

www.angel.ge © მარი ქაცარავა
ფოტოები: თაკო მაჟალაშვილი

შეაფასეთ კოლექცია

მომეწონა!
არ მომეწონა

კატეგორია: მოდური სიახლეები, Georgian Fashion Week
Tags:

0


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top