;

21 October 2011      DiamondsAndHeels14     Views 14985    
Category: Fashion

უცხოურ ისეთ ცნობილ სააგენტოებში როგორიცაა: Women, Ford, Elite, IMG, Marilyn და სხვები , რა თქმა
უნდა გოგონებს ძალიან დიდი დაკვირვებისა და შერჩევის შედეგად იღებენ. ლამაზი გარეგნობის გოგონას
შეუძლია შეცვალოს საზოგადოებრივი იდეოლოგია, დამკვირდებული სტერეოტიპები და ა.შ. ჯანმრთელი
თმა, ლამაზი გარეგნობა და რაც მთავარია აღნაგობა
წარმატებული კარიერის საწინდარია. თუმცა რაღა
თქმა უნდა იღბალი და გამართლება, რომ არა ეს ზემოთ ხსენებული შესაძლოა მაინც ვერა და ვერ
დაიმკვიდროთ თავი.
პატარა მოდელები: არის ის რაც ჩვენ გვსურს?

თუმცა ყველაზე დიდი შეცდომა, რაც უმეტესწილად მშობლებს მოსდით ეს არის - მცირეწლოვანი
გოგონას სააგენტოში მიყვანა - 'მოდელად'. ყოველივე ამას შეიძლება მოყვეს ბავშვის ფსიქოლოგიის
შეცვლა, დამახინჯება. კერძოდ, ადრეულ ასაკში დიეტები, ან თუნდაც 10 წლის ბავშვისთვის ბოტოქსი,
რომლის გაკეთება არც მეტი არც ნაკლები დედის სურვილი იყო. ამას ემატება მაკიაჟი - ანუ ნაადრევად
გაფუჭებული, დაზიანებული სახის კანი.


ფსიქოლოგები ყოველივე ამასთან დაკავშირებით ამგვარ კომენტარს აკეთებენ: 'ეს არის მშობლის
შეცდომა, რომელიც თავისი პატარა გოგონას გაზრდას აჩქარებს.'

პატარა მოდელები: არის ის რაც ჩვენ გვსურს?

სურათზე გამოსახულია 10 წლის გოგონა, ლეოპარდის პრინტით, რომელმაც იპოზიორა Vogue
Italia-სთვის. ერთ-ერთი უცხოური საიტი წერს: 'ნუთუ სწორია, როდესაც 10 წლის გოგონა ასე გამოიყურება?
ის, იმ ასაკშია როდესაც ბარბებით უნდა თამაშობდეს, თუმცა მისი ამდაგვარი ფოტოები, 10 წლისას
ნამდვილად არ მოგვაგონებს.'


ზემოთ ხსენებული უცხოური საიტი, იმასაც ამბობს, რომ ცნობილი და მაღალი დონის ჟურნალები არ უნდა
მონაწილეობდნენ ასეთი ფოტოსესიების შექმნაში და ამატებს, რომ ნუთუ ამ ასაკის ბავშვებში დამკვეთები
21 წლის სექსუალურ გოგონას ხედავენ?

პატარა მოდელები: არის ის რაც ჩვენ გვსურს?

აღსანიშნავია ისიც, რომ გოგონა გარდატეხის ასაკში მრავალ ცვლილებას განიცდის (გარეგნობის მხრივ),
ამიტომ ამ ასაკში მის მიმართ ინტერესი მოკლებს, რამაც შესაძლოა დაწყვიტოს გული და დააკოპლექსოს.

თუმცა სულ რაღაც 13 წლის იყო დაკოტა ფენინგი, როდესაც ის Marc Jacobs-ის სახე გახდა. ცნობილმა
დიზაინერულმა ხაზმა Miu Miu-მ კი სპეციალურად გახსნა ხაზი Miuccia Prada, სადაც 14 წლის გოგონებს
იწვევდა.

ჩვენ შეგვიძლია მოვიყვანოთ მსაგავსი მაგალითი, ან თუნდაც ბევრი არგუმენტი ამ ფაქტებთან დაკავშირებით,
აზრები კი იქნება განსხვავებული. საინტერესოა, რა დამოკიდებულება გაქვთ თქვენ,
'ახალგაზრდა მოდელებთან' მიმართებაში.

რამდენად სწორად მიაგჩნიათ მცირეწლოვანი გოგონას მოდელობა?

რატომაც არა, კარგია
არ მივესალმები, ცუდი იდეაა
არ ვიცი, ამ საკითხისგან თავს შორს დავიჭერ

Category: Fashion
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top