;
28 ოქტომბერი 2011      ANGEL     1 კომენტარი     ნანახია 5313-ჯერ    
კატეგორიაში: მოდური სიახლეები, ვარსკვლავები



Stacy London - სტილისტი

TLC -ის რეალითი შოუს What Not To Wear -ის და Today -ის წამყვანი,
ასევე შოუს Fashionably Late with Stacy London.

42 წლის ნიუ იორკელი სტეისი ლონდონი სტილისტია - მოდური კონსულტანტი და მედია პერსონა.

სტეისი შეძლებულ და განათლებულ ოჯახში აღიზარდა, სადაც როგორც თვითონ ამბობს ასწავლეს კარგის და ცუდის გარჩევა. სტეისიმ ხელოვნების ბაკალავრის სტატუსი აიღო ვასარის კოლეჯში, სადაც შეისწავლა მე-20 საუკუნის ფილოსოფია და გერმანული ლიტერატურა. სწავლის დასრულების შემდეგ ზაფხული პარიზში გაატარა, სადაც Christian Dior -ის PR დეპარტამენტში მუშაობდა და აქიდან დაიწყო მისი მოღვაწეობა მოდის ინდუსტრიაში.



გახლდათ ასისტენტი VOGUE ჟურნალში და უმცროსი რედაქტორი Mademoiselle-ში (სადაც გაიცნო კლინტონ კელი - What Not To Wear -ის მეორე წამყვანი). უწევდა სტილისტობას მოდურ ფოტოსესიებს იტალიური ჟურნალ D, Nylon და Contents-სთვის. ასევე ზრუნავდა ისეთი სელებრითების სტილზე, როგორიცაა კეიტ უინსლეტი და ლივ ტაილერი. განაგებდა მოდურ ჩვენებებს და სარეკლამო კამპანიებს CoverGirl, Hanes, Wonderbra, Procter & Gamble, Target, Levi Strauss & Co., Swatch, Longines და Calvin Klein -სთვის.




2003 წლიდან მოგვევლინა TLC -ის შოუს What Not to Wear -ის წამყვანად, სადაც კლინტონ კელთან ერთად ქალბატონების სტილს ცვლის. 2005 წელს სტეისი და კლინტონმა ერთად გამოსცეს წიგნი Dress Your Best: The Complete Guide to Finding the Style That's Right for Your Body, რომელშიც ამოვიკითხავთ რჩევებს, თუ როგორ ჩავიცვათ მოხდენილად ჩვენი აღნაგობის გათვალისწინებით.

სტეისი Pantene -ის, Fresca, Woolite, Dr. Scholl's, Riders by Lee -ის ამბასადორია.



სტეისის შესახებ საინტერესო ფაქტები

სტეისის კარადაში 300 წყვილზე მეტ ფეხსაცმელს იპოვით!
ბავშვობაში ფსორიაზის დაავადებას ებრძოდა. მოგვიანებით ამ დაავადებასთან ბრძოლის გამოცდილებით ნაციონალურ ფონდში გაწევრიანდა.
• მისი სამარკო ნიშანია თმაში ნაცრისფერი კანტისებრი ჭაღარა, რომელიც 11 წლის ასაკიდან აქვს. კონტრაქტის მიხედვით Pantene-თან ისინი ისე ზრუნავენ მის თმაზე და ისე წარმოაჩენენ რეკლამებში, რომ ეს ბუნებრივი ნიშანი არ დამალონ და არ გადაუღებონ!
• სტეისის წონა მუდამ არარეგულირებადი იყო. როგორც თავად ამბობს ის 0 ზომაზეც იყო და 16-ზეც. როდესაც Vogue-ში მუშაობდა მეტად ჭარბწონიანი გახლდათ და განყოფილების კლოუნადაც კი მიიჩნევდა თავს. თუმცა დღეს იცის, რომ რა წონაც არ უნდა ქონდეს თუ ეს დისკომფორტს არ უქმნის მის ჯანმრთელობას შესაბამის კაბას მუდამ მოძებნის!

• სტეისის საყვარელი გამონათქვამია (გაოცების დროს) "Shut up!"
• მიიჩნევს, რომ ნამდვილ ნიუ იორკელ ქალბატონს უნდა შეეძლოს... ქუსლიანი ფეხსაცმლის თავისუფლად მეტროთი სიარული



რჩევები სტეისი ლონდონისგან

"ქალების უდიდესი შეცდომაა ტანსაცმლის ტარება, რომელიც არ ერგებათ აღნაგობის მიხედვით, რადგან თავად არ ცნობენ თავიანთ სხეულს."სტეისის თქმით, კარგად უნდა შევიცნოთ ჩვენი სხეული, მივიღოთ ის ისეთი როგორიც არის და გავაანალიზოთ როგორი ტანსაცმელი გვიხდება, ხოლო - "თავდაჯერებულობა საუკეთესო აქსესუარია, მას შეუძლია ააწყოს ან საერთოდ დაანგრიოს მთელი ლუქი."



სტეისის თქმის, როგორი სხეულიც არ უნდა გქონდეთ თქვენ აუცილებლად მოიხდენთ საოფისე ლუქის მთლიან კაბას. ის გვირჩევს დავაფასოთ ასეთი კაბები.
ასევე ამბობს, რომ ყოველი ქალის გარდერობში უნდა იყოს - შავი პიჯაკი და თქვენი აღნაგობის მიხედვით შერჩეული ჯინსები, რომლის არჩევასაც ყველაზე ყველაზე დიდი სიფრთხილით გვირჩევს.




იმისათვის, რომ მაღალი და გამხდარი გამოვჩნდეთ 3 წესს გვიზიარებს:

• აირჩიეთ მაღალწელიანი ქვედაბოლო და შარვალი,
ან კაბა მკერდთან შემოჭერილი ქამრიანი აქცენტით
• შეარჩიეთ ზედატანი ან კაბა V-ჭრილის დეკოლტეთი
• შეარჩიეთ მცირე ზომის აქსესუარები - მცირე ზომის
ჩანთა, ვიწრო შარფი, მომცრო ზომის სათვალეები.

Stacy London - სტილისტი

სტეისი უძღვება Westfield-ის გამოცემას Style. შეგიძლიათ იხილოთ საიტი, საიდანაც მიიღებთ რჩევებს, როგორ იშოპონგოთ გონივრულად და ტრენდების გათვალისწინებით www.westfield.com/us/style

ტენდენციები: issuu.com/westfieldus/docs/now-trending/1?mode=window
როგორ შევუხამოთ და როგორ ავაწყოთ 1 ნივთისგან 5 ლუქი: issuu.com/westfieldus/docs/smart-investments/5?mode=window
გავითვალისწინოთ აღნაგობა: issuu.com/westfieldus/docs/the-rx/3?mode=window

Stacy London - სტილისტი
Stacy London - სტილისტი

კატეგორია: მოდური სიახლეები, ვარსკვლავები
Tags:

1


  • SofinaIglesias თქვა:
    12 მარტი 2012 22:18 - ID: 1,
    გადაცენაზე მეკეტება და სტისი და კლინტონი ხომ ვაფშე მიყვარს ვგიჯდები love love

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top