;
28 ოქტომბერი 2011      Ancho.     0 კომენტარი     ნანახია 3757-ჯერ    
კატეგორიაში: მოდური სიახლეები

Fall/Winter 2011/12 trends
მოდური ტენდეციები: ქუდები, ჩანთები, ბეწვეული
2011–12 წლის შემოდგომა–ზამთრისათვის.


უკვე საკმარისად აცივდა. კლიმატის რადიკალური ცვლილება მომავალი ცივი სეზონის მიმანიშნებელია.
ზამთრისათვის სათანადოდ მომზადებაა საჭირო, ამისათვის კი აუცილებელია გარდერობი ქუდებით, ჩანთებითა
და ბეწვეულით მოვიმარაგოთ.მოდით განვიხილოთ შემოდგომა–ზამთრის ტენდეციები აქსესუარების მხრივ.


ქუდები

ქუდი ყველაზე აუცილებელი ნივთია სუსხიან ზამთარში. ის აუცილებელია თმის სიჯანსაღის შენარჩუნებაში. წლევანდელი სეზონისათვის მოდის სახლებმა საკმარისი ყურადღება გაამახვილეს ქუდის დიზაინზე. მათ გაამახვილეს ყურადღება როგორც მოდურობაზე, ასევე თბილ ქსოვილებზე.

Fall/Winter 2011/12 trends

ფართო ქუდები გრძელი პირებით.––ქუდები განკუთვნილია ორივე სქესისათვის. ძირითადად ბოჰემური, რეტრო სტილისაა.პრინტიან შარვლებზე, თავისუფალი სტილის მაისურებსზე, 70–იანების ჯაკეტებსა და ბაფთა ყელსახვევებზე ის საუკეთესო გადაწყვეტაა.

Fall/Winter 2011/12 trends

თავისუფალი სტილის ჩამოშლილი ქუდები––ამ სახის ქუდებს დიდი გამოყენება აქვს სელებრითების ჩაცმულობაში. გამოიყენება როგორც სპორტულ ისე კლასიკურ ტანისამოსთან. კრისტიან დიორმა საოცარი სტილით წარმოგვიდგინა ამ ტიპის ქუდები.

Fall/Winter 2011/12 trends

ვინტაჟი––ვიწრო ქუდები, ხშირ შემთხვევაში მხოლოდ ლუქის გასალამაზებლად შექმნილი. ასახავს 60'იანებს. წარმოდგენილი იყო მარკ ჯეიკობსის კოლექციებში.

Fall/Winter 2011/12 trends

ბეწვეული

ბეწვეული ნამდვილი ჰიტია ! ის მაღალი დონით გამოირჩევა, თბილი და მოხერხებულია. დიზაინერები ხშირად მიმართავენ მის გამოყენებას.

Fall/Winter 2011/12 trends

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს ბაზარზე ბეწვეული ძვირადღირებულია, მასზე მოთხოვნა ძალიან დიდია. დიზაინერები ცდილობენ ორიგინალურობა შეუფარდონ უბრალოებას.

Fall/Winter 2011/12 trends

კოლექციებში შეინიშნებოდა ხშირი ბეწვის გამოყენება.

Fall/Winter 2011/12 trends

ბეწვეული შესაძლებელია შეეფარდოს ჟაკეტებსა თუ გრძელ სვიტრებს. მთავარია მთლიან ლუქში ის რაიმე სახით დომინირებდეს.

Fall/Winter 2011/12 trends

წლევანდელ სეზონზე გუჩის ჩვენებებში სათანადოდ წარმოჩინდა ბეწვის ფართო გამოყენება. ის შეიძლება იყოს გრძელი, მოკლე, ბუნებრივი... სტილი დაკანონებული არ არის.

Fall/Winter 2011/12 trends

რაც მთავარია, საჭიროა ფაანტაზიის უნარი. ბრენდებმა სრული თავისუფლება მიანიჭეს ფერთა გამას. ლურჯი, წითელი თუ მწვანე –– მნიშვნელობა არ აქვს, ფერადოვნება ხომ მოდაშია!

Fall/Winter 2011/12 trends

როდესაც ქალი ატარებს ბეწვეულს, მასთან სავსებით დასაშვებია ანალოგიური ბეწვის აქსესუარებში გამოყენება. იქნება ეს ქუდები, ხელთათმანები თუ შარფები.

Fall/Winter 2011/12 trends

ჩანთები

ჩანთები ამ სეზონისათვის დინამიური და მრავალფეროვანია.

1. გამჭვირვალე, ნეონის ფერები.
ის კლასიკური და მიმზიდველია. წარმოაჩენს ქალურ სინაზეს. დახვეწილი სტილი ნეონის ფერებში საუკეთესო არჩევანია.

Fall/Winter 2011/12 trends

2. ყვავილების პრინტი.
ყვავილების პრინტი ერთფეროვნების გამახალისებელი და გასანეიტრალებელია. ჩანთები ყვავილის პრინტით საკმაოდ მიმზიდველია და ხაზს უსვამს ხალისიან განწყობილებას.

Fall/Winter 2011/12 trends

3. ფერების კომბინაცია.
რამოდენიმე ფერის შერწყმა ჩანთას ორიგინალურ სტილს ანიჭებს.

Fall/Winter 2011/12 trends

4. ჩანთები ჯაჭვებზე.
სტილი წლევანდელ სეზონზე შანელმა დაამკვიდრა. მრავალ კოლექციაში გოგონები პატარა ხელში ჩაბღუჯული, საინტერესო დეტალებიანი ჩანთებით მოგვევლინნენ და ტენდეციაც საკმაოდ გასაგებად დაგვიმკვიდრეს.

Fall/Winter 2011/12 trends

5. ჩანთები მსოფლიოს სხვადასხვა დეტალებით.
ამით თითქოს მთელი სამყარო ჩანთაში მოგიქციეს. ჩანთები აქტუალურია და რაც მთავარია საკუთარ ოცნებებს, მიზნებს თუ გრძნობებს გამოხატავს..

Fall/Winter 2011/12 trends
Fall/Winter 2011/12 trends
Fall/Winter 2011/12 trends
Fall/Winter 2011/12 trends
Fall/Winter 2011/12 trends
Fall/Winter 2011/12 trends
Fall/Winter 2011/12 trends
Fall/Winter 2011/12 trends
Fall/Winter 2011/12 trends
Fall/Winter 2011/12 trends
Fall/Winter 2011/12 trends
Fall/Winter 2011/12 trends
Fall/Winter 2011/12 trends
Fall/Winter 2011/12 trends
Fall/Winter 2011/12 trends
Fall/Winter 2011/12 trends
Fall/Winter 2011/12 trends
Fall/Winter 2011/12 trends

და ბოლოს, ტყავი კვლავ მოდაშია !

Fall/Winter 2011/12 trends
Fall/Winter 2011/12 trends

მოდის ინდუსტრია წლევანდელ სეზონზეც თვლის, რომ ტყავი მოხერხებული, თბილი, მშრალი და მიმზიდველია. დიზაინერები ტყავის ქურთუკებს არ დაჯერდნენ და მოდელები ტყავის კაბებითა და აქსესუარებით შემოსეს. რაც შეეხება, ფეხსაცმელს წლევანდელ სეზონზე მაღალქუსლიან ფეხსაცმელთან თუ თბილ ბათინკებთან გამაშებსა და თბილი წინდებზე გაამახვილეს ყურადღება.

Fall/Winter 2011/12 trends

კატეგორია: მოდური სიახლეები
Tags:

0


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top