;
1 ნოემბერი 2011      ANGEL     1 კომენტარი     ნანახია 5905-ჯერ    
კატეგორიაში: მოდური სიახლეები


Versace გაზაფხული 2012 RTW

დონატელამ კვლავ შეძლო ჩვენი გაოცება 2012 წლის გაზაფხულისთვის განკუთვნილი RTW კოლექციით, რომელიც მილანში გაიმართა. დონატელამ უდავოდ მოახერხა მისი სახელი თვითმყოფად სახელად ჩამოეყალიბებინა ჯანის მიერ დაარსებულ VERSACE-ს სახლში. როგორც დიზაინერმა თქვა, ეს კოლექცია ძველი და ახალი ვერსაჩეს შერწყმა იყო. "The meeting of old and new Versace" თუმცა სტუმრებმა კოლექცია ასე დაახასაიათეს: "That was so Donatella."



მოდელები Via Gesù -ში ბაღში გამართულ პოდიუმზე, რომელიც განათებული იყო ლუმინესცენციური შუქებით Versace-ს ცნობილი ლოგოს მედუზას ფონზე გამოდიოდნენ. მოდელების აბრეშუმივით ნაზად გასწორებული თმა და ბუნებრივი მაკიაჟი შესანიშნავად გამოიკვეთებოდა ასეთი განათების ფონზე.




კოლექციის მთავარი დეტალები - ოქროსფერი პატარა ღილაკები, რომლებითაც მოჭედეს თითოეული სამოსი. ასეთ ღილაკებს შეხვდებოდით დამოკლებულ პიჯაკებზე, ტოპებზე თუ მინი-ბრა კორსეტებზე, ჩანთებზე და საქამრე ადგილებში. ასევე ქვედაბოლოები საკმაოდ მჭიდროდ იყო მოჭედილი ამ მეტალის ღილაკებით, რაც საოცრად მდიდრულ იერს აძლევდა სამოსს. ასევე ვიხილეთ მოლურჯო ბაცი პრინტით მოხატული კაბები, რომლებიც ზღვის ქაფს შეადარეს. ამ პრინტში შეამჩნევდით ზღვის ვარსკვლავს, მარჯანს და ნიჟარებს. ფეხთ მოდელებს გამჭვირვალე პლატფორმიანი ფეხსაცმელი ემოსათ.

კოლექციის პალიტრა ღია და ნათელი, სუფთა ფერებით დაკომპლექტდა: თეთრი და შავი ოქროსფერი ჭედურებით; თეთრი იასამნისფერი და ლაიმისფერი პრინტით; ღია და მკაფიო ფერის მწვანე, ყვითელი, ცისფერი, რამოდენიმე ნაცრისფერი და ფირუზისფერი.




მოდელები ბოტიჩელის ნახატებიდან ზღვიდან ამომავალ ქალღმერთებსა და ნიმფებს შეადარეს.
რეალურ ცხოვრებაში კი ამ ძვირფას ქმნილებებს (სამოსს) ჩამოყალიბებული თანამედროვე ქალბატონები მოირგებენ.

მოდელების ვარცხნილობამ ცალკე აღნიშნვა დაიმსახურა! ღაწვებზე გოგონებს სხივამრეკლავი საშუალებები ესვათ, რომელიც ბუნებრივი ეფექტის მაკიაჟს მდიდრულ იერს მატებდა. ვიზაჟისტმა პეტ მაკგრეტმა მოდელების ლუქი ამ ორი სიტყვით აღწერა: “Highlighting and healthiness!”





სტილისტმა გვიდო პალუმ კი ნამდვილად შექმნა ისეთი ვარცხნილობები, როგორ ვარცხნილობაზეც მართლაც მოუწიათ ოცნება კოლექციაზე დამსწრე სტუმრებს - “Gorgeous, rich, sexy…you just want to be her!





Versace გაზაფხული 2012 RTW

კოლექცია - დეტალებით








































































































დონატელა ვერსაჩე - Versace გაზაფხული 2012 წლის კოლექცია, მილანი.


კატეგორია: მოდური სიახლეები
Tags:

1


  • Ms.Casillas თქვა:
    5 აპრილი 2012 15:47 - ID: 1,
    მომწონს ძაან,როგორც ყოველთვის საოცარი კოლექციაა

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top