;
15 ნოემბერი 2011      ANGEL     1 კომენტარი     ნანახია 13748-ჯერ    
კატეგორიაში: მოდური სიახლეები, ქართველები



დღეს ქართულ ინტერნეტ სივრცეში მრავლად არა, მაგრამ რამოდენიმე "მოდური ბლოგია".
დიახ "მოდური ბლოგერები" - თავს ასე უწოდებენ, თუმცა თუ fefe.ge-ს ბლოგს ერთხელ მაინც ესტუმრეთ
დამეთანხმებით ირინკა ფეფე.ჯი-დან ნამდვილად მოდური გოგონაა, რომელსაც თავისი
ფერადი და გამორჩეული სტილი აქვს, მუდამ ითვალისწინებს მოდურ ტენდენციებს და უბრალოდ
მის მხიარულ და ლამაზ ცხოვრებას fefe.ge-დან გვიზიარებს!

ამიტომაც ენჯელ.ჯიზე ქართველი მოდური გოგონების სტილის გაშუქება
ირინკასგან გაცნობით გადავწყვიტეთ!


www.fefe.ge
ირინკა ანდრეევა მხატვრულ ფოტოგრაფიას დაეუფლა თეატრალურში,
თუმცა თავად ობიექტივის წინ პოზირება უფრო იტაცებს.

"მოდაზე, სამოსზე და ჩაცმაზე უზომოდ შეყვარებული ვარ"
- გვითხრა ირინკამ
"ჩაცმა ხელოვნების დონეზე ამყავს, ბევრს შეიძლება სასაცილოდ მოეჩვენოს,
დილით გაღვიძებულმა ერთი ბლუზა გადაიცვას, შარვალი ამოიცვას,
ფეხსაცმელში გაყოს ფეხი და მზადაა, მე კი ფიქრი იმაზე, თუ “რა ჩავიცვა?”
სიამოვნებას მანიჭებს.
მიმაჩნია თუ კარგად შეაფერე სამოსი ერთმანეთს, თან
ისეთი, რასაც ბევრი შეუთავსებლად მიიჩნევს ეს ხელოვნებაა... სწორედ ამის
გაზიარება მინდა სხვებისთვის...ამის და სხვა მრავალის..."




ბლოგინგი სულ 9 თვეა რაც დაიწყო და fefe.ge-ის ბლოგი იმდენად შეიყვარა,
რომ მის საოცნებო ტყუპისცალ დად აღიქვამს:

"ყოველთვის ვოცნებობდი ტყუპისცალზე და თითქოს ეგრეცაა, fefe.ge მე
ძალიან მგავს, ქაოტური, პრანჭია, მეტიჩარა(კარგი გაგებით), უხარია ჩემთან
ერთად და სწყინს ჩემთან ერთად."





ბლოგზე მუდამ ცდილობს პოზიტიურად წერო. არ უყვარს კრიტიკა და სურს მის ბლოგზე
შემოსულთ ბოროტებისგან და პრობლემებისგან თავისუფალი ზონა დაახვედროს.

"მიყვარს ხალხთან ურთიერთობა, ფეფე კი ერთ-ერთი საშუალებაა
სადაც მათ საკუთარ თავს და წარმოდგენას ვუზიარებ."






ოჰ, რთული მისახვედრი არაა, რომ ირინკა შოპოჰოლიკია!
განსაკუთრებით ჯადოსნურად მაღაზიის ვიტრინები კი ღამით ეჩვენება.

"იქიდან გამომდინარე, რომ განსხვავებული სამოსით არ ვართ განებივრებული
და შიში იმისა, რომ შეიძლება ჩემნაირი - ვინმეს ტანზე ვიხილო,
მიბიძგებს ინტერნეტშოპინგისაკენ... საბედნიეროდ
მაღაზიები ნელ-ნელა მრავლდება და ეს დამაიმედებლად ჟღერს, რადგან
საქართველოში, ხშირად ვიყენებ ფრაზას “copy paste”, როდესაც ხედავენ
ერთზე, ამ ტენდენციას ქსეროქსის აპარატივით ამრავლებენ."





"ბლოგის საშუალებით, იქნებ მკითხველს შთაგონება მივცე, თავისუფლება
მისცეს საკუთარ თავს, არ დაკომპლექსდეს, რომ ჩაცმისას შეიძლება
გამორჩეული იყოს, ვფიქრობ სწორედ ესაა საქართველოში პრობლემა,
ინდივიდუალიზმის ეშინიათ, რადგან მასზე ილაპარაკებენ..."







"რა სჯობს, როდესაც განსხვავებულს, გემოვნებიანად ჩაცმულს ვხედავ,
თვალს თაყვანისმცემელივით ვაყოლებ :D "

შთაგონების კონკრეტული წყარო არ ყავს ან არ სურს მათი ჩამოთვლა და ჩარჩოებში მოქცევა
"ვფიქრობ, რომ დავკონკრეტდე შევიზღუდები და ჩარჩოებში მოვექცევი, მე კი ჩარჩო სულაც არ მჭირდება."




როგორ ამოიცნობს მომავალი სეზონის ტენდენციებს:

"უამრავს ვკითხულობ მოდის ტენდენციაზე, ფერთა და პრინტთა
შეთავსებაზე, სხვა ბლოგერების ჩაცმულობას ვაკვირდები, ვთვლი, რომ მათი
სტილი კიდევ “სხვა თემაა”. ამ ყველაფერს ვაერთიანებ, ჩემსას ვამატებ და
გამოდის რაღაც, რაშიც თავს კომფორტულად ვგრძნობ. ვცდილობ ყველგან
შესაფერისად ჩავიცვა, სადაც კარგად იქნება დაბალანსებული: მოდის
ტენდენცია, “აქაური ქუდი” და მე! მართალია კოკო შანელი ამბობდა, “თუ
ვერ დაიმახსოვრეთ რა ეცვა ქალს, მაშინ მას იდეალურად ეცვა” მაგრამ,
მსიამოვნებს როდესაც კომპლემენტს სწორედ ჩაცმულობაზე ვიღებ :) "




მისი სუსტი წერტილია - "ფეხსაცმელი! საყვარელი ფეხსაცმლის დიზაინერი
კრისტიან ლუბუტენი, თუმცა, როგორც სხვა მრავალზე არც მასზე ვარ “ჩაციკლული”."


"ზოგადად არ ვარ გაგიჟებული, რომ აუცილებლად რაიმე
ლეიბლი მეცვას, სიამოვნებით ჩავიცვამდი, მაგრამ ფინანსური მდგომარეობა
თუ ხელს ვერ მიწყობს განწყობას არ ვიფუჭებ, განსხვავებულის საძიებლად
ხშირად დავდივარ Thrifting Shop-ებში, დედის “სკივრში” ვძვრები და
ვინტაჟს სულს ხელმეორედ ჩავბერავ, ან თვითონ ვაკეთებ აქსესუარებს,
რომ ერთადერთი იყოს. სეზონურობას არ ვაქცევ ყურადღებას, ზამთარში
თუ მაისური შევიძინე, მას აუცულებლად ვუპოვი გამოყენებას. იმ
შესაძლებლობას, რომ ნაკლებ ფასად კარგად გამოვიყურებოდე, სიამოვნებით
ვიყენებ, რადგან იარლიყი არ უნდა ლაპარაკობდეს ჩვენზე, ჩვენ უნდა
ვსაუბრობდეთ ჩვენს სტილზე, სტილი კი ჩვენს შინაგან განწყობაზე.
"






"რაც შეეხება ტენდენციებს, მოდა სულ უფრო სწრაფი ხდება და
მრავალფეროვანი, თავისუფლად შეგვიძლია 50იანების კაბა
მოვირგოთ და ტენდენციურები ვიყოთ, მთავარია სამოსში ყველაფერი
ერთმანეთთან ჰარმონიულ კავშირში იყოს. ყველა დეტალი გააზრებულად
უკავშირდებოდეს ერთმანეთს.

საერთო ჯამში, ჩემი სტილი mixed up გამოდის, ბევრი ფერი, არც “პატარა შავ
კაბაზე” ვამბობ უარს, მაგრამ მრავალფეროვნება უპირველეს ყოვლისა! :)."





"მხოლოდ მოდა არაა, რაზეც მინდა ფეფეზე ვწერო, თბილისში არსებულ
დაწესებულებების, კაფე-ბარების შესახებ, სხვადასხვა ღონისძიებებზე, ჩემს
გარშემო მყოფებზე, უამრავი ადამიანი მაკრავს გარს ვისთანაც ვურთიერთობ,
ოჯახი, მეგობრები, ჩემი მეგობარი ბიჭი, ახლად დამეგობრებულნი და სულაც
უცნობები, უამრავი თემაა, ბევრი სასიამოვნო ხდება, მე კი ამ ყველაფრის
გაზიარება მსურს."




"მინდა აქტიური ცხოვრება, ისეთი, რომ ძილი არ მყოფნიდეს, ვიღლებოდე
და ქანცი მძვრებოდეს, მაგრამ ჩემს საყვარელ საქმეს ვაკეთებდე, ბევრს
ვმოგზაურობდე საქართველოს და მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა
იერის და გემოვნების ხალხთან ურთიერთობა, განსხვავებულ ქვეყნების
არქიტექტურის და “ფერთა გამის” საკუთარი თვალით ხილვა, ამ ყველაფრის
კი ფეფეზე აღბეჭდვა, კარგი იქნება, რომ მკიხველმა ჩემთან ერთად
იმოგზაუროს, განიცადოს და იხალისოს."



"მუდმივად საკუთარი თავის ძიებაში ვარ, არ ვიცი სამომავლოდ რა
დამაინტერესებს, ის კი ვიცი, რომ ამას მკითხველი აუცილებლად შეიტყობს
fefe.ge-ზე, იმედი მაქვს ყველა ცოდნას გავაერთიანებ და ერთ მნიშვნელოვან
ნაბიჯს გადავდგამ ცხოვრებაში."






www.fefe.ge
facebook: www.facebook.com/fefe.ge

კატეგორია: მოდური სიახლეები, ქართველები
Tags:

1


  • Naanuukaa. თქვა:
    24 თებერვალი 2012 00:18 - ID: 1,
    კარგია

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top