;

20 November 2011      SaaL--SanzOna     0 Comments     Views 8007    
Category: Fashion, Man, main

მოდური ტენდენციები მამაკაცებისთვის ძალიან განსხვავდება ქალბატონების მოდური ტენდენციებისგან.
მამაკაცის ტენდენციები ხშირად არ იცვლება, მისი ციკლი ნელა ბრუნავს, სიახლეები ნაკლებია, თუმცა
დიზაინერების მიერ ერთხელ შემოთავაზებული ტენდენცია საფუძვლიანად მკვიდრდება და მისი
გავლენით იქმნება სხვადასხვა ლუქბუქები, იგივე სტილის ან უბრალოდ მსგავსი მიმართულებით.

2011 წლის შემოდგომა/ზამთრისთვის დიზაინერები და მოდის კრიტიკოსები მამაკაცებისთვის
შემდეგ ტენდენციებს გვთავაზობენ. ბევრ ახალ ტრენდსაც ნახავთ, თუმცა ადრინდელებიც
არანაკლებ აქტუალურია. ბოლოს და ბოლოს მოდა ხომ ბრუნავს, ასე რომ არ უნდა გვიკვირდეს
ძველი სტილის სამოსის პოპულარობა. დავიწყოთ კლასიკური სტილის მოყვარულთათვის:

2011 შემოდგომა/ზამთარი - ტენდენციები მამაკაცებისთვის

თანამედროვე სტილის კლასიკური პიჯაკები

სამხედრო სტილის, მეზღვაურის სტილის და ა.შ. პიჯაკები ძალიან აქტუალურია ამ სეზონზე.
პიჯაკის შერჩევისას აუცილებლად გაითვალისწინეთ აქვს თუ არა მას თანამედროვე შტრიხები
და ამის მიხედვით გადაწყვიტეთ არის თუ არა ის მოდური. თეთრ პერანგთან, ნაცრისფერი
ან შავი ვილვეტის ან კოტონის პიჯაკი ნამდვილად მოდურს გაგხდით. შავ ბანტსაც თუ
დაუმატებთ მაშინ ნამდვილად მთლიანად კლასიკურ სტილს მიიღებთ, თანამედროვესაც.

ფერებიდან მუქი ფერები რა თქმა უნდა კვლავ ტრენდად რჩება, მაგრამ სასურველია
თამამი შეხამებაც ისწავლოთ. თუ აქამდე მხოლოდ შავ პიჯაკებს მიმართავდით,
ახლა შინდისფერი, ფირუზისფერი, ლურჯი ან ნარინჯისფერიც გამოგადგებათ.

ეს ტენდენციები განსაკუთრებით კარგად და გამოკვეთილად, ცნობილი ბრენდის
H&M-ის ლუქბუქში ჩანს, რომელიც ახალგაზრდა მამაკაცებისთვისაა განკუთვნილი.

სხვადასხვა ტიპის აქსესუარები

მამაკაცებს თამამად შეუძლიათ მიმართონ სხვადასხვა აქსესუარებს, განსაკუთრებით კი ისეთებს
რომლებსაც აქამდე არ იყენებდნენ. მაგალითად უცხოეთში, საქმიანი მამაკაცები ხშირად ატარებენ
ქოლგას, არ ვიცი ეს რამდენად მისაღებია თქვენთვის, თუმცა იმასაც გეტყვით რომ შემოდგომისა
და ზამთრისთვის ტყავის ხელთათმანებზე უარს ნუ იტყვით. აქსესუარებიდან ასევე უპირატესობა
ენიჭება ორნამენტებიან, ნაქსოვ შარფებს, რაც უფრო დახვეწილს ხდის თქვენს ჩაცმულობას და
ასევე კუბოკრული ქსოვილის ან სხვადასხვა ორნამენტებიანი ჰალსტუხებიც არ კარგავენ აქტუალურობას.

2011 შემოდგომა/ზამთარი - ტენდენციები მამაკაცებისთვის
2011 შემოდგომა/ზამთარი - ტენდენციები მამაკაცებისთვის
2011 შემოდგომა/ზამთარი - ტენდენციები მამაკაცებისთვის
2011 შემოდგომა/ზამთარი - ტენდენციები მამაკაცებისთვის
2011 შემოდგომა/ზამთარი - ტენდენციები მამაკაცებისთვის

კლასიკური სტილის მოყვარული, დახვეწილი და ჩამოყალიბებული მამაკაცების ტენდენციებზე
უკვე ვისაუბრეთ, გავეცნოთ ახალგაზრდა, 20 წლამდე მამაკაცების ტენდენციებს, რა არის
ამ სეზონზე აქტუალური? სხვადასხვა ლუქბუქები ძირითადად ერთი და იგივეს გვთავაზობენ:

ფერადი პიჯაკები და შარვლები

ახალგაზრდებისთვის მაქსიმალურად კეთდება აქცენტი ფერად ფერებზე. არ არის აქტუალური
შავი ან ნაცრისფერი შარვლები, არამედ მოდურია ორნამენტებიანი, სხვადასხვა პრინტის ან
ფერის შარვლები. ფერადი დუტის ჟილეტები, ნაქსოვი ქუდები და შარფები.

2011 შემოდგომა/ზამთარი - ტენდენციები მამაკაცებისთვის
2011 შემოდგომა/ზამთარი - ტენდენციები მამაკაცებისთვის
2011 შემოდგომა/ზამთარი - ტენდენციები მამაკაცებისთვის
2011 შემოდგომა/ზამთარი - ტენდენციები მამაკაცებისთვის
2011 შემოდგომა/ზამთარი - ტენდენციები მამაკაცებისთვის
2011 შემოდგომა/ზამთარი - ტენდენციები მამაკაცებისთვის

Category: Fashion, Man, main
Tags:

Share it
Comments

Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top