;
19 დეკემბერი 2011      Ancho.     0 კომენტარი     ნანახია 4788-ჯერ    
კატეგორიაში: მოდური სიახლეები

Fashion Awards 2011

ერთ-ერთმა წამყვანმა მოდურმა საიტმა სხვადასხვა ნომინაციებში, წლის საუკეთესოები
გამოვლინა, რა თქმა უნდა მოდის სფეროში. მოდის ინდუსტრია საკმაოდ პოპულარულია
დღევანდელ სამყაროში, ამიტომაც კრიტიკოსები მუდამ ცდილობენ ესა თუ ის კოლექცია
სათანადოდ შეაფასონ. წლის ბოლოს, როგორც ყოველთვის ყველაფრის შეჯამება ხდება.
გამონაკლისი არც მოდის სამყაროა. საინტერესოა, ვინ დაიმსახურა საუკეთესო ბრენდის,
ჩაცმულობის, ლუქბუქის, სხეულის წოდება.

Fashion Awards 2011

წლის სკანდალი: ჯონ გალიანო.

ჯონ გალიანოს ანტი-სემიტური შეხედულება პარიზის საზოგადოებისათვის მიუღებელი აღმოჩნდა.
მისი წასვლის შემდეგ Christian Dior-ის ხარისხი მნიშვნელოვნად დაეცა. მისი მოდის სახლიდან
გასტუმრება უბრალო ამბავი არ ყოფილა, ამ ამბავმა მთელი მსოფლიოს მოდის სამყარო შეძრა.

Fashion Awards 2011

წლის სხეული: კარლი კლოსი.

იტალიური ვოგის ერთ-ერთი ნომრისთვის გადაღებულმა მოდელმა თავის პორტფოლიოს ერთი
არაჩვეულებრივი სურათი შემატა. მისი სხეული წლევანდელი წლისთვის ყველაზე შთამბეჭდავი
და იდეალური აღმოჩნდა.

Fashion Awards 2011

წლის სახე: არიზონა მუსი.

წლევანდელ წელს, მისმა წარბებმა და განსხვავებული სახის ნაკვთებმა მოდელების ბილბორდზე
საკმაოდ წარმატებულად დაიმკვიდრა თავი.

Fashion Awards 2011

წლის საუკეთესო მომენტი: კეით მოსი და ნაომი კემბელი ლუი ვიუტონის შოუსათვის.

კეითი და ნაომი ! ერთად ერთ შოუში ! ეს ყველასათვის ამარელვებელი მომენტი აღმოჩნდა.

Fashion Awards 2011

წლის ყველაზე მოდური პატარძალი.: ქეით მიდლტონი.

პრინცის ქორწილი მართლაც, რომ წლის მოვლენა აღმოჩნდა. ქეითი საკმაოდ დახვეწილად
და შთამბეჭდავად იწონებდა თავს მაქქუინის კაბაში, რომელიც საკმაოდ ელეგანტურს ხდიდა მას.

Fashion Awards 2011

წლის ივენთი: The Met Ball.

წვეულებას მეორენაირად "Oscars of the East Coast" -საც უწოდებენ. ყოველ წელს, ის
ცნობილ ვარსკვლავებს ყველაზე მოდურებს წარმოგვიდგენს. ამ დღეს ყველა თავს იყრის:
კინოს, მუსიკისა თუ მოდის ვარსკვლავები. ამიტომ გალას წიტელი ხალიჩა ჭარბობს ოსკარისა
და ოქროს გლობუსის დაჯილდოებებს.

Fashion Awards 2011

წლის ბრენდი: ალექსანდერ მაქქუინი.

საქორწილო კაბების საუკეთესო მწარმოებელი ლეგენდარული ბრენდი მაქქუინია. წლევანდელი
სეზონის კაბებიც სურპრიზი აღმოჩნდა მაყურებლისათვის.

Fashion Awards 2011

თინეიჯერების გმირი: Chloe Moretz.

ის ჯერ მხოლოდ 14 წლისაა, თუმცა უკვე დაიმკვიდრა თავი მოდის სამყაროში. გოგონას საკმაოდ
წარმატებული ცხოვრებაა ქვს რითიც ყველას ყურადღებას იქცევს. მისი გარდერობი დოლჩე&გაბანას,
სტელა მაკარტნის და სხვათა სამოსით ყალიბდება. მას კარგი მსახიობის კარიერა აქვს და ამასთან ერთად,
ხშირად მოდური ჟურნალების ფურცლებზე გვევლინება.

Fashion Awards 2011

ფავორიტი ბრენდი მოდის რედაქტორებისათვის: კრისტოფერ კანი(Christopher Kane)

კრისტოფერ კანმა წლევანდელ წელს საოცრად გემოვნებიანი კოლექცია შექმნა. მან ყველაფრის
ერთად შერწყმა საუცხოოდ მოახდინა. ფეხსაცმელებმა, სამოსმა, ფერთა გამამ არაჩვეულებრივი
შერწყმა მოახდინა პოდიუმზე.

Fashion Awards 2011

ბრენდების კავშირი: Versace H&M-სათვის.

ძალიან კარგი ხერხია, როდესაც ორი წარმატებული ბრენდისგან იდეების შერწყმას მოახდენ
და ერთობლივად ასახავ სამოსზე. წლევანდელ წელს საუკეთესო ვერსაჩე H&M-სათვის აღმოჩნდა.

Fashion Awards 2011

წლის Street Style-სათვის განკუთვნილი სამოსი: ზარა.

თუ მოძრაობ ზარათი, შენ საუკეთესო ხარ ქალაქში-გვარწმუნებენ კრიტიკოსები. წელს ქუჩის
სტილისათვის საუკეთესო სამოსის შემოთავაზება ზარამ შეძლო.

Fashion Awards 2011

წლის წარმატება: ვიქტორია ბექჰემის მოდის ინდუსტრიაში ფეხის შედგმა.

ვიქტორიამ წარმატებული ფეხბურთელის ცოლობა არ იკმარა, მოდის ინდუსტრიაშიც სცადა ბედი.
საკუთარი ხაზი საკმაოდ პოპულარული აღმოჩნდა, ამიტომ წარმატებით არც ქმარს ჩამოუვარდა.

Fashion Awards 2011


სტილის მემკვიდრეობა: ელიზაბეტ ტეილორი.

2011 წელს სამწუხაროდ, ელიზაბეტ ტეილორმა სტილი მემკვიდრეობით დაგვიტოვა. ელიზაბეტმა
არამარტო საკუთარი თავი დაუტოვა მსოფლიოს ლეგენდად, არამედ საკუთარი სტილიც.

Fashion Awards 2011

წლის პრინტი: პრადა.

წლევანდელ წელს საუკეთესო პრინტით სამოსი პრადამ დაამშვენა. ყველა მოდის კვირეულზე
საუკეთესო სტილით სწორედ პრადას პრინტით დამშვენებული ქალბატონები აღმოჩნდნენ.

Fashion Awards 2011


წლის ვარკვლავი წითელ ხალიჩაზე: გვინეტ პელტროუ.

წითელ ხალიჩაზე უდიდესი ყურადღება კაბისკენ უნდა მიმართო. მოდის სამყარომ გვინეტს ეს
წოდება ელი სააბის თვალწარმტაცი კაბით მიანიჭა.

Fashion Awards 2011

საუკეთესო სარეკლამო კამპანია: შანელი.

საუკეთესო ლუქბუქად შანელის შემოდგომა/ზამთარი დასახელდა, სადაც მონაწილეობას
Freja Beha იღებდა.

Fashion Awards 2011

წლის დიზაინერი: კარლ ლაგერფილდი.

Fashion Awards 2011

წლის მოდური დები: ელე და დაკოტა ფენინგები.

Fashion Awards 2011


კატეგორია: მოდური სიახლეები
Tags:

0


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top