;
31 დეკემბერი 2011      TeeAkoOoo     0 კომენტარი     ნანახია 9763-ჯერ    
კატეგორიაში: მოდური სიახლეები, დიეტა/რჩევები

როგორ ჩავიცვათ საახალწლო წვეულებაზე ბიუჯეტის გათვალისწინებით?

საახალწლო წვეულება ალბათ ყველაზე მხიარული მოვლენაა წლის განმავლობაში მომხდარ მოვლენებს შორის.ასე,რომ კარგად გამოიყურებოდეთ,ეს აუცილებელია!შენი მეგობრებისგან განსხვავებით შეგიძლია შენი მთელი ავლადიდება არ გამოიყენო ტანისამოსის შესაძენად.ბევრი ნერვიულობის გარეშე ამ რჩევებით შეგიძლია შეიქმნა საახალწლო ლუქი,თანაც ზედმეტად ფულის ხარჯვის გარეშე.

შობა და ახალი წელი დიდი დღესასწაულია,რომელიც შეიძლება აღნიშნო სახლში ტრადიციული საჭმლით და ტრადიციული უბრალო ტანსაცმლით ან წვეულებაზე მხიარულ მეგობრებთან ერთად ძალიან ლამაზი ჩაცმულობით,რომელზეც წინასწარ უნდა იფიქრო.თუ გსურს შენი ლუქით შთაბეჭდილება მოახდინო ხალხზე,მაგრამ არ გაქვს იმის სიამოვნება,რომ რაღაც ძვირადღირებული და განსაკუთრებული შეიძინო,მაშინ ნამდვილად დაგჭირდება რჩევები თუ როგორ ჩაიცვა საახალწლო წვეულებაზე ბიუჯეტის გათვალისწინებით.
როგორ ჩავიცვათ საახალწლო წვეულებაზე?
პირველ რიგში უნდა დაგარწმუნოთ რომ სრულყოფილად გამოიყურებით ავლადიდების ხარჯვის გარეშე.ამას გარდა,არ გსურთ გადაიხადოთ ყველაფერი იმაში,რასაც მხოლოდ ერთხელ ჩაიცვამთ.თუ ეთანხმები ამ მოსაზრებას მაშინ ორი არჩევანი გაქვს.პირველი:იყიდო იაფი ღირებულების კაბა,სანდლები,კლატჩის ტიპის ჩანთა და სამკაული.თუ შენაძენს ძალიან ”ეტყობა ფასი” მაშინ უნდა იცოდე და შეეცადო გახადო უკეთესი.მეორე ვარიანტი შედარებით ხარისხიანია,რომელიც უნდა სცადო.გთავაზობთ ერთმანეთთან დააკავშიროთ ის ნივთები რომლებიც გაქვთ და რომლებიც შეიძინეთ.

როგორ ჩავიცვათ საახალწლო წვეულებაზე?

კაბა.ყველა გოგონას აქვს ძირითადი ნეიტრალური ფერის კაბა,რომელსაც სხვადასხვა შემთხვევებში ატარებს.კარგად რომ გამოიყურებოდეთ წვეულებაზე უნდა გაალამაზოთ და მორთოთ კაბა.ინვესტიცია ძირითადად აქსესუარებში ჩადეთ,რომელიც მკვეთრად შეცვლის ლუქს და ვერავინ იფიქრებს,რომ ეს კაბა ოდესღაც გეცვათ.

იგივე შეიძლება გაკეთდეს გამოსასვლელ კაბაზე,რომელიც რამდენჯერმე უკვე გეცვათ.იფიქრეთ აქსესუარებზე,რომლებიც თვალს მოსჭრის ხალხს და ნაკლებად შენიშნავენ კაბას.

შავი განიერი შარვალი ასევე ერთგვარი ”must-have”-ია გარდერობში.შარვალი ნებისმიერ ზედატანთან საინტერესოდ გამოიყურება.სცადეთ მოირგოთ ტანზე მჭიდროთ შემოტმასნული ზედატანი,ნათელი დეტალები,რომლებიც გამოგარჩევთ.(ასეთი სტილის ზედატანები ბევრია ზომიერ ფასებში.)

როგორ ჩავიცვათ საახალწლო წვეულებაზე?
როგორ ჩავიცვათ საახალწლო წვეულებაზე?

აქსესუარები.აქსესუარებს შეუძლია დასრულებული სახე მისცეს ლუქს,ტრანსფორმაცია მოახდინოს ’მშრალი’ და უბრალო ლუქიდან თვალის მომჭრელ ლუქამდე.საშობაო წვეულებისთვის დაგჭირდება ჩანთა,საყურეები,ყელსაბამი და ბეჭედი.არ არის საჭირო ძვირფასი და დიდი ღირებულების აქსესუარი შეიძინო,უბრალოდ მოძებნეთ ისეთი,რომელიც ”ძვირფასს” ჰგავს.

როგორ ჩავიცვათ საახალწლო წვეულებაზე?

რამდენიმე წესი აქსესუარების მომარაგებისთვის:

თუ თმის გაშლას და ისეთი კაბის ან ზედატანის ჩაცმას აპირებთ,რომელთაც ერთგვარი ჭრილები აქვთ,მაშინ მოგიწევთ მოირგოთ გრძელი და უბრალო ყელსაბამი,თვლებიანი ბეჭედი და ბრწყინვალე კლატჩი.

კაბას ან ზედატანს თამამი და ღრმა ჭრილით უნდა მოარგოთ თვლებიანი ყელსაბამი და პატარა ჩანთა გრძელი ჯაჭვის სახელურით.

კაბისთვის ან ზედატანისთვის ”ღია ზურგით” დაგჭირდებათ ასევე თვლებით მორთული საყურე,ატლასის ნაჭრის კლატჩი.ამ შემთხვევაში თმის მაღლა აწევა საუკეთესო ვარიანტია.

ფეხსაცმელი მნიშვნელოვანია მოდური ლუქისთვის.შეარჩიეთ ისეთი ფეხსაცმელი რომელიც გშვენით და თავს კომფორტულად გაგრძნობინებთ.
არ დაგავიწყდეთ მაკიაჟი და ვარცხნილობა.ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ჩაცმულობის შემდეგ.თუ ბინძური თმა და შეშუპებული სახე გექნებათ,მაშინ ხალხი ვერ შეამჩნევს თქვენს ტანისამოსს.

როგორ ჩავიცვათ საახალწლო წვეულებაზე?

ამ უბრალო და პატარა რჩევებით მიიღებთ კარგ ჩაცმულობას,რომლითაც მოახდენთ შთაბეჭდილებას თქვენს მეგობრებზე.
გამოამჟღავნე შენი საზრიანობა და იფიქრე დახარჯო ფული უფრო მნიშვნელოვანი რაღაცისთვის,ვიდრე ეს წვეულებისთვის განკუთვნილი სამოსია.

კატეგორია: მოდური სიახლეები, დიეტა/რჩევები
Tags:

0


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top