;

4 January 2012      Baby Girl     0 Comments     Views 7937    
Category: Fashion

Best LBD Moments

Little black dress - პატარა შავი კაბა

ამ კაბის უკვდავ ტრენდად ჩამოყალიბების ისტორია იწყება 1920 წლიდან, როდესაც კოკო შანელი შეეწინააღმდეგა დოგმას, რომ შავი კაბა ტრაურთან ასოცირდებოდა. შანელის "კოქტეილის" შავმა კაბებმა მალევე ყველა მოხიბლა და დროთა განმავლობაში ის ქალების გარდერობის აუცილებელი ატრიბუტი გახდა, რადგანაც ის მისი პრაქტიკულობითა და სისადავით გამოირჩევა, მისი ჩაცმა ხომ ყოველთვის და ყველგან შეიძლება და ადვილად მანევრირებადია - მცირედი სამკაულების დამატებაც კი საკმარისია და ყოველ ჯერზე ახალ ლუქს ვიღებთ!

Best LBD Moments

კაბა კი 1926 წელს მოხვდა ჟურნალ ვოგში. ვოგმა ამ კაბას შანელის ფორდი უწოდა “Chanel's Ford.” (მანქანების მწარმოებელი ფირმის ფორდის საუკეთესო მანქანის მოდელის T -სთან შედარებით). ვოგმა ასევე ამ ნომერში LBD (little black dress) ასე დაახასიათა: “a sort of uniform for all women of taste."

შავი კაბის არჩევაში არ შეცდებით, ის დახვეწილი, მუდამ მოდური და ელეგანტურია. შავი ფერი კი თავისთავად ქალის სხეულს საუკეთესო კუთხით წარმოაჩენს და თქვენზე მხოლოდ ფეხსაცმლის და აქსესუარების შერჩევაა.

ახლა სელებრითების შავი კაბის ისტორიას გადავხედოთ


დახვეწილი და ლეგენდარული
1961 წელს ოდრი ჟივენშის კაბაში ნამდვილად დაუვიწყარი იყო, რომელიც ფილმში,
საუზმე ტიფანისთან ეცვა.

Best LBD Moments

2011 წელი ლედი გაგა ოდრი ჰეფბერნის ფორმაში, მართალია ის ექსტრავაგანტულობით
გამოირჩევა, მაგრამ ამჯერად მან ნამდვილად შესძლო დახვეწილი ქალის იმიჯის მორგება.

Best LBD Moments

მოკრძალებული და საღესასწაულო
1998 წელს ვიქტორიას ეცვა პატარა შავი კაბა, როდესაც მათი ნიშნობა საქვეყნოდ გამოაცხადეს.

Best LBD Moments

არაორდინალური
2002 წელს MTV - ის დაჯილდოებაზე ბრიტნი ძალიან გამომწვევად ჩაცმული მოვიდა,
სადაც სისადავე და ელეგანტურობა ნამდვილად არ შეიმჩნეოდა.

Best LBD Moments

გლამურული
2011 წელს კრისტენ სტუარტი პირველად მოხვდა ჟურნალი გლამურის გარეკანზე,
მაშინ მას მშვენიერი MARCHESA - ს კაბა ეცვა.

Best LBD Moments

ინოვაციური
2010 წელს შერილ ქოული დევიდ კომას კაბაში, ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი
და საინტერესო იყო, რადგანაც კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ქართული ერი
ჭეშმარიტად ნიჭიერია.

Best LBD Moments

ინტერპრეტაცია
2010 წელს ნატალი პორტმანი ფილმიდან შავი გედი.

Best LBD Moments

ელეგანტური და მიმზიდველი
2011 წელს ქეით მოსს ერთ-ერთ წვეულებაზე შავებში გამოწყობილი გამოცხადდა.

Best LBD Moments

სექსუალური
1959 წელს მერლინ მონრო ფილმიდან Some Like It Hot.
ზოგიერთი შეიძლება შემედავოს, რომ მერლინი სულაც არაა სექსუალური,
მაგრამ ის წლების წინ გახდა სექს სიმბოლო იმიტომ კი არა რომ ტიტლიკანა დარბოდა
აქეთ-იქით, არამედ იმიტომ რომ მას თავისი შარმი და მამაკაცების მოხიბვლის
განსაკუთრებული ნიჭი აქვს.

Best LBD Moments

1968 წელს მშვენიერი ბრიჯიტ ბარდო მთლიანად ტყავის სამოსში ჩაცმული.
ის მერლინზე არანაკლებ სექსუალურია.

Best LBD Moments

ნამდვილი დედოფალი
1994 წელს ყველასათვის საყვარელი, პრინცესა დიანა გამოცხადდა ერთერთ წვეულებაზე
მას შემდეგ, რაც მისმა მეუღლემ ოფიციალურად განაცხადა მისი საყვარლის შესახებ.
მშვენიერი შურისძიებაა !!

Best LBD Moments

პირველი ლედი
2010 წელი ყოფილი სუპერ მოდელი, კარლა ბრუნი ელოდება აფრიკელ პირველ ლედებს.

Best LBD Moments

2009 წელი მიშელ ობამა მეუღლესთან ერთად მნისვნელოვან შეხვედრაზე მიემართება.

Best LBD Moments

და სხვები, რომლებიც უბრალოდ კარგად გამოიყურებიან...

Best LBD Moments

Best LBD Moments

Best LBD Moments

Best LBD Moments

Best LBD Moments

Best LBD Moments

Best LBD Moments

Best LBD Moments


Category: Fashion
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top