;
6 იანვარი 2012      DiamondsAndHeels14     0 კომენტარი     ნანახია 3070-ჯერ    
კატეგორიაში: მოდური სიახლეები

დღეისათვის უამრავი მოდელი არსებობს, რომელიც ნამდვილად ეკუთვნის მაღალ მოდას. ისინი
გამოდიან ისეთი ცნობილი დიზაინერების ჩვენებებზე, როგორებიცაა Alexander McQueen, Lanvin, Carolina
Herrera, Louis Vuitton და უამრავი სხვა. სწორედ ამიტომ, ყველასთვის ცნობილმა საიტმა მოდელებისა
და დიზაინერების შესახებ - Models.com-მა გამოავლინა 2011 წლის ტოპ მოდელების სია,
რომელიც 10 მოდელით შემოიფარგლა.


Saskia de Brauw

29 წლის მოდელმა 2011 წელს უამრავი ცნობილი ჟურნალის გარეკანი დაამშვენა. 2011 წლის მიღწევებში
შედის V, Vogue Japan, Vogue Paris , Vogue Italia-ს ყდების დამშვენება. ასევე მან კამპანია გაუწია
Versace-ს და Chanel-ს.
Models.com Top Women of 2011

Saskia de Brauw by Daniel Jackson for ID Magazine Winter 2011


Sui He

21 წლის მოდელისთვის ეს წელი საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა. მან გახსნა Ralph Lauren FW 11-ის
ჩვენება. მას გადაღებები ჰქონდა ჟურნალი Love-სთვის, მოდელ Solve Sundsbo-სთან ერთად. ასევე სუი
ვიხილეთ Vogue China-ს და V Magazine-ს ჟურნალებშიც.
Models.com Top Women of 2011

Sui He by Patrick Demarchelier for V Magazine November 2011

Candice Swanepoel

23 წლის სამხრეთ-აფრიკელი მოდელისათვის ეს წელი იყო საკმაოდ დატვირთული იყო. მას ხშირად
ვხედავდით ვიქტორია'ს სექრეთის საცურაო კოსტუმების რეკლამაში ალესანდრასთან და ადრიანასთან
ერთად. ასევე მოდელმა გახსნა ვიქტორია'ს სექრეთის ჩვენება. თუმცა ამას გარდა ის აქტიურად გამოდიოდა
სხვადასხვა ცნობილი დიზაინერების ჩვენებებში. ასევე მან თებერვალში დაამშვენა Vogue Italia-ს ჟურნალი.
Models.com Top Women of 2011

Candice Swanepoel by Steven Meisel for Vogue Italia February 2011

Kati Nescher

მოდელი გამოდიოდა გაზაფხული/ზაფხული 2012 წლის ახალგაზრდა დიზაინერების შვენებებზე. ის
27 წლისაა და ჰყავს 2 შვილი. ის ამას გარდა გამოჩნდა Prada-სა და Jil Sander-ის ჩვენებებზე მილანში.
Models.com Top Women of 2011

Kati Nescher, Polaroids Courtesy DNA/Viva

Joan Smalls

24 წლის მოდელი 2011 წელს ვიხილეთ V, Last, i-D, American Vogue და Vogue Paris ყდებზე.
მისთვის ეს წელი საკმაოდ შრომატევადი აღმოჩნდა.
Models.com Top Women of 2011

Joan Smalls by Hans Feurer for Vogue Paris October 2011

Zuzanna Bijoch

17 წლის ამომავალმა ვარსკვლავმა, პოლონელმა მოდელმა 2011 წელს ითანამშრომლა და გახდა Louis Vuitton,
Proenza Schouler, Prada, Chloe
-ს სახე. ასევე მან რეკლამირება გაუწია YSL-ს კოსმეტიკურ ნაწარმს.
Models.com Top Women of 2011

Zuzanna Bijoch by Terry Richardson for YSL Beauty Fall 2011

Hanaa Ben Abdesslem

მოდელი 2011 წელს გამოჩნდა V, Vogue Paris-ის ყდებზე. ის ვიხილეთ Mugler, Narciso Rodriguez,
Oscar de la Renta, Ralph Lauren, Givenchy
-ის 2011 წლის ჩვენებებში.
Models.com Top Women of 2011

Hanaa Ben Abdesslem by Inez van Lamsweerde and Vinoodh Matadin for Vogue Paris November 2011

Karlie Kloss

მიუხედავად იმისა, რომ კარლი სულ რაღაც 19 წლისაა, მან 2011 წელს საკმაოდ ნაყოფიერად იმუშავა.
2011 წელს მან გახსნა 10 ჩვენება და 8 დახურა. ამავე წელს შედგა მისი დებიუტი ვიქტორია'ს სექრეთთან.
ამავე წელს მოდელმა განაახლა თავისი კონტრაქტი Christian Dior-თან. კარლიმ დაამშვენა უამრავი
ჟურნალის ყდა და ერთ-ერთი მათგანი იყო ამერიკული Vogue.
Models.com Top Women of 2011

Karlie Kloss by Craig McDean for American Vogue June 2011

Fei Fei Sun

ჩინელი მოდელი ფეი ფეი, 2011 წელს ვიხილეთ Vogue Italia, i-D, W, Vogue China, Vogue Paris. American
Vogue
-ს გარეკანზე.
Models.com Top Women of 2011

Fei Fei Sun by Steven Meisel for Louis Vuitton F/W 11

Arizona Muse

არიზონა 2011 წლის ტოპ მოდელთა რიცხვს უდავოდ მიეკუთვნება. მას ამავე წელს ჰქონდა გადაღება
პარიზული Vogue-სთვის, ასევე იტალიური Vogue-სთვის. მოდელი ვიხილეთ Louis Vuitton, Jil Sander,
Alberta Ferretti, Chloe, Prada, Isabel Marant, Fendi and Yves Saint Laurent
-ს კოლექციების ჩვენებებში.
Models.com Top Women of 2011

კატეგორია: მოდური სიახლეები
Tags:

0


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top