;
20 იანვარი 2012      SaaL--SanzOna     0 კომენტარი     ნანახია 2722-ჯერ    
კატეგორიაში: მოდური სიახლეები

ახალი მიმართულება მოდის სამყაროში - Art Deco

გეომეტრიული დეტალები, გრაფიკა, აბსტრაქტული ფორმები - სწორედ ეს ახასიათებს მოდის
ამ ახალ მიმართულებას. ეს სტილი აერთიანებს დახვეწილ, ელეგანტურ სტილსა და თითქოს
უხეშ შეხამებას - "გეომეტრიულ სტილს".. იმისთვის, რომ ნათლად გავიგოთ მაინც როგორი
მიმდინარეობაა art deco მოდის კრიტიკოსები გვეუბნებიან, რომ წარმოვიდგინოთ ორი საგნის
ხელოვნებისა და მათემატიკის ერთმანეთთან შეერთება, რაც საბოლოო ჯამში ამ სტილს ქმნის.

ახალი მიმართულება მოდის სამყაროში -Art Deco

Art Deco 1920-30-იან წლებში

ამ სტილზე მუშაობა ადრიდანვე იწყებოდა, ამას მივხვდებით თუ ოცდაათიან წლებს
გავიხსენებთ. მაშინ სტილის შემქმნელების საწყისად ხელოვნება და არქიტექტურა
ითვლებოდა. ამ დროს თითქოს ევროპული სტილისა და იდეოლოგიის აფეთქება
მოხდა, ყველაფერი გახდა თანამედროვე, თუმცა ამის მიუხედავად წარმოდგენილი
ტანისამოსები რთული, მოუხერხებელი და ნაკლებად დამოუკიდებელი რჩებოდა.
კარგი იქნება მაგალითად რომანტიული ქალაქი, პარიზი მოვიყვანოთ სადაც მთლიანად
ყველაფერი art deco-ს გავლენით იქმნებოდა. ფერწერა, ავეჯი, ინტერიერი, სტილი
და დანა-ჩანგალიც კი. რა მოხდა ახლა და რა ცვლილებები განიცადა ამ მიმდინარეობამ?

ახალი მიმართულება მოდის სამყაროში -Art Deco

Art Deco 2012 წლის მოდის ინდუსტრიაში

თამამად შეგვიძლია პასუხი გავცეთ ზემოთ ნახსენებ კითხვას, არავითარი სილუეტი
არ შეცვლილა, შეიცვალა მხოლოდ დეტალები. სტილი გახდა უფრო თავისუფალი
და დამოუკიდებელი, მარტივი და თანამედროვე. ამ მიმდინარეობის დამაბრუნებლად
მარკ ჯეიკობსი გვევლინება ჯერ კიდევ 1940 წელს, ხოლო განვითარების ეტაპს 2008
წელს აღწევს. 2012 წელს კი როგორც ხედავთ კვლავ აქტუალურად გვევლინება ის.

ახალი მიმართულება მოდის სამყაროში -Art Deco

Art Deco - როგორ შეიძლება მივსდიოთ ამ სტილს ?

გაზაფხული და ზაფხული ეს ისეთი სეზონებია, რომელთა დროსაც ნამდვილად უნდა
გააფერადოთ თქვენი გარდერობი და თითოეული ლუქი ხელოვნებად აქციოთ, რა თქმა
უნდა იგულისხმება მაქსიმალურად გემოვნებიანი შეხამება და მოდური ტანისამოსი.

სწორედ ამისთვის თქვენ ამ სტილის მორგება დაგჭირდებათ, რისთვისაც კარგი იქნება თვალი
ადევნოთ გუჩის 2012 წლის გაზაფხულის კოლექციას, რომელიც შთაგაგონებთ თუ რა არის საჭირო.

ახალი მიმართულება მოდის სამყაროში -Art Deco

►აირჩიეთ გეომეტრიულ პრინტიანი სამოსი, მინიმალისტური სტილი.

►სცადეთ სამოციანი წლების მაგალითიდან თამამად შეახამოთ სხვადასხვა სტილი.

►კომპენსაცია - ატლასისა და აბრეშუმის ქსოვილები, მაქმანები და შემოჭრილი ბოლოები
გთავაზობთ იყოთ ელეგანტური!

►აქსესუარებიდან გამოიყენეთ ორიგინალურად გაფორმებული ხეჩანთები (ნათელ
მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ალექსანდრ მაქქუინის კოლექციები), მუქი
ფერის სამკაულები და სამაჯურები, მაგრამ გახსოვდეთ რომ სტილის და რა თქმა
უნდა 2012 წლის მთავარი დანიშნულება არის სამოსი, სამკაულები კი მეორეხარისხოვანია.

►ატარეთ გაშლილი შარვლები, მოკლე ქურთუკები და ვერცხლისფერი ან
ოქროსფერი ქამრები, ანუ გაიხსენეთ Balmain-ის კოლექციები.

►2012 წლის გაზაფხულისთვის კი გამოიყენეთ შემდეგი ფერები: ზურმუხტისფერი,
მდოგვისფერი, კობალტის ლურჯი ფერი, ოქროსფერი და ზოლებიანი (ზებრის) პრინტი.

GUCCI - 2012 ფრაგმენტები კოლექციიდან, რომელიც უკვე ვახსენეთ.

ახალი მიმართულება მოდის სამყაროში -Art Deco
ახალი მიმართულება მოდის სამყაროში -Art Deco
ახალი მიმართულება მოდის სამყაროში -Art Deco

ახლა კი დეტალები ისეთი დიზაინერების კოლექციებიდან, როგორებიც არიამ: Paul & Joe
Cavalli, Etro, Gucci, Carolina Herrera, Holly Fulton, Mark Jacobs, Mark Fast, Tory Burch

კატეგორია: მოდური სიახლეები
Tags:

0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება

მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top