;

23 January 2012      ta_mo     Views 5288    
Category: Fashion



<<Versace -ს 2012 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ჩვენება>>

სულ რამოდენიმე საათის წინ Versace -ს 2012 წლის გაზაფხული/ზაფხულის კუტიურის კოლექციის
ჩვენებით სტარტი აიღო პარიზის მაღალი მოდის კვირეულმა, რომელიც ოთხი დღის განმავლობაში გაგრძელდება,
კვირეულის დასასრულს კი ძვირფასეულობის წარსდგენა დაიწყება. ვერსაჩეს კოლექციით შესაძლებელია ითქვას,
რომ მოდისა და ხელოვნების დღესასწაულის გახსნა ასი პროცენტით შედგა.

დონატელამ ტრადიციულად ამჯერადაც მოდის სამყაროს მოყვარულებს დაუვიწყარი კოლექცია
შესთავაზა, დიზაინერმა განაცხადა, რომ მისი სურვილი იყო კუწიურის კოლექციას ვერსაჩეს სული არ დაეკარგა
და ამიტომ მჭიდრო სილუეტებზე და ნაზ მასალებზე შეაჩერა არჩევანი, დიდი რაოდენობით იქნა გამოყენებული მბზინავი
ელემენტები გაფორმებისთვის და ასევე აბრეშუმი, რომელიც ხელით იქნა მოქარგული, კაბები ნაქარგების გარდა
გაფორმებულია მეტალებით, რომლებსაც აქსესუარების დანიშნულება აქვს, ასევე მეტალისებრი ნაწილაკებით
იქნა შემკული მაღაქუსლიანი ფეხსაცმელი პლატფორმაზე. ასევე დონატელამ კოლექციაში გამოიყენა
საბრძოლო ელემენტების ნაზავი და კაბების უმეტესობა ასიმეტრიული ჭრილით დაამშვენა.






















Category: Fashion
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top