;

26 January 2012      MaRihanna     0 Comments     Views 1321    
Category: Fashion

Hexeline - ახალი კოლექცია, საგაზაფხულო სეზონისთვის

Hexeline-მ წარმოადგინა ახალი 2012 წლის საგაზაფხულო კოლექცია, რომელიც ნამდვილად მიიპყრობს თქვენს ყურადღებას. კოლექციაში დომინირებს ვარდისფერი ფერი, რომელიც სიყვარულის და სილამაზის სიმბოლოა. თითოეული სამოსი შექმნილია იტალიური, გერმანული და ფრანგული მაღალი ხარისხის ქსოვილისგან. ბრენდი ახალი სეზონისთვის გვთავაზობს ელეგანტურ და ქალურ სამოსს. აქტუალური იყო ფართო, მაღალწელიანი შარვლები, აქსესუარები [სათვალეები, ჩანთები] და კაბები. შევხვდებით ყვავილოვან პრინტს, რომელიც გაზაფხულის სეზონზე ძალზედ აქტუალური და მოდურია. ფეხსაცმელები მაღალი ქუსლით აქტუალურობას არ კარგავს. გველის ტყავის იმიტაცია ფეხასცმელზე, უფრო მდიდრულს ხდის მას და არაჩვეულებრივად ერწყმის კოლექციას.



ფოტოსესია, კოლექციის მსგავსად მთლიანად ვარდისფერ ტონალობებშია გადაწყვეტილი, რომელსაც ფონად ულამაზესი ყვავილები ამშვენებს. ფოტოების ავტორია ფოტოგრაფი Marcin Kempski. თმის ვარცხნილობაზე იზრუნა Aneta Kostrzewa-მ, მან მოდელისთვის თმის მოკლე ვარცხნილობა შეარჩია, რომელიც გაზაფხულის სეზონის ერთ-ერთი აქტუალური ტრენდია და ამავდროულად გრამულური და 'გრილი'. ვიზაჟისტი Wilson გახლდათ, მან ღია ტონალობებზე შეაჩერა არჩევანი, რომელიც ყოველთვის გამორჩეულია სეზონებსა თუ ტენდენციებში.

Hexeline - ახალი კოლექცია, საგაზაფხულო სეზონისთვის
Hexeline - ახალი კოლექცია, საგაზაფხულო სეზონისთვის
Hexeline - ახალი კოლექცია, საგაზაფხულო სეზონისთვის
Hexeline - ახალი კოლექცია, საგაზაფხულო სეზონისთვის
Hexeline - ახალი კოლექცია, საგაზაფხულო სეზონისთვის


Category: Fashion
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top