;
26 იანვარი 2012      TeeAkoOoo     0 კომენტარი     ნანახია 8729-ჯერ    
კატეგორიაში: მოდური სიახლეები, საინტერესოა

1920-იანი წლების ხმაურიანი მოდა
როგორც ჩანს,ყველა სეზონში მოდა ახალად ღორძინდება-1970-იანებიდან გაზაფხული/ზაფხულის სეზონებში ნაჩვენები მოდური დეტალები 2011-შიც გამოჩნდა და 1950 წლის შემოდგომა/ზამთრის მოდა 2010/11წლების სეზონებში ვიხილეთ.ყოველთვის არსებობს ახალი ათწლეული,რომელშიც ძველი აღმოჩენები ისე გამოიყურება თითქოს სრულიად ახალია და ამ სეზონზე მოდის ინდუსტრიაში 1920-იანი წლების მოდა ბრუნდება.
შემოდგომა/ზამთრის კოლექციებში,ისეთმა დიზაინერებმა როგორიცაა Ralph Lauren და Holly Fulton-ი წარმოადგინეს 20’-იანი წლებით შთაგონებული ლუქები.ამას გარდა. სატელევიზო შოუმ, როგორიცაა Broadwalk Empire გასულ ათწლეულებისკენ მასობრივი სწრაფვა დაიწყო.
ცნობილი ამერიკული ფილმისის რიმეიქიც კი გადაიღეს და 1974 და 2012 წლები ერთმანეთს დაუკავშირეს.

The Great Gatsby (1974)
1920-იანი წლების ხმაურიანი მოდა
The Great Gatsby (2012)
1920-იანი წლების ხმაურიანი მოდა

სწორედ გასულ წელს მილანის მოდის კვირეულზე Gucci-მ და Etro-მ გაიხსენეს ძველი წლები და წარმოადგინეს 20’-იანი წლების სტილით შთაგონებული კოლექცია.ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე:Ralph Lauren, Marc Jacobs, Anna Sui, Milly და Tory Burch-ი-ის სახელებია,რომლებმაც ჩაიხედეს გასული ათწლეულების რომანტიზმში.

მაგრამ რა არის იმის გასაღები,რაც დაგეხმარება გასული ათწლეულების სტილის ხელახლა შექმნაში?

ფარფლებიანი კაბა
ერთ-ერთი რამ, რაც ახასიათებს სწორედ რომ 20’-იან წლებს ეს ფარფლებია.იგი პოპულარული დაახლოებით 1926 წელს გახდა და განისაზღვრა მოკლე ე.წ ჰემლაინებით(კაბა-ოდნავ მუხლზე ზემოთ)ჰაეროვანი ქვედაბოლოებით,კვადრატული სილუეტებით და ”გაბრტყელებული” მკერდით.

იმისთვის,რომ გამოიყურებოდეთ 20’იანი წლების მკვიდრი ქალბატონის მსგავსად,მაშინ უნდა აირჩიოთ მარტივი ფორმები და ჩაიცვათ კაბა ოდნავ მუხლზე ზემოთ,გაფორმებული ფოჩებით ან ცეხინებით(ბისერებით),რომელიც ძალიან მოუხდება წვეულებების სეზონს.
1920-იანი წლების ხმაურიანი მოდა
1920-იანი წლების ხმაურიანი მოდა

cloche hat (ზარის ფორმის ქუდი)
ქუდი,რომელიც შექმნა მკერავმა Caroline Reboux-მა 1908 წელს.განსაკუთრებული პოპულარობა 1920 წელს მოიპოვა,რომელიც 1933 წლამდე გაგრძელდა.cloche ფრანგული სიტყვაა და ზარს ნიშნავს.

თუ არ გსურთ თმის დამალვა ქუდის საშუალებით,მაშინ უმჯობესია დასასწორებელი უთოს გამოყენებით დაისწოროთ თმა(თუ ხვეული გაქვთ და მოკლე) და დაემსგავსოთ ძველებური სტილის ქალს ზარის ფორმის ქუდის გამოყენებით.
Dior-ის 2011/12 წლის გაზაფხული/ზაფხულის ჩვენებაში კარგად ჩანდა ზარის ფორმის ქუდის ტენდენცია.
1920-იანი წლების ხმაურიანი მოდა
1920-იანი წლების ხმაურიანი მოდა

თმა
რა თქმა უნდა, არცერთი ლუქი არ არის სრულყოფილი თმის ვარცხნილობის გარეშე.1920-იანი წლებისთვის დამახასიათებელია მოკლედ შეჭრილი თმა ე.წ ”ბობ” ვარცხნილობა ან ტალღის ფორმის ვარცხნილობა.
1920-იანი წლების ხმაურიანი მოდა

1920-იანი წლების ხმაურიანი მოდა
1920-იანი წლების ხმაურიანი მოდა

ასე,რომ თუ გხიბლავთ გასული ათწლეულების სტილი,რომელიც ნელ-ნელა თანამედროვე მოდაშიც იძენს ადგილს,მაშინ შესანიშნავი ვარიანტია გაამახვილოთ ყურადღება სწორედ 20'იანი წლების მოდაზე და შეარჩიოთ ლუქები,რომლებიც ელეგანტურ და უბერებელ ქალად გაგრძნობინებთ თავს.

კატეგორია: მოდური სიახლეები, საინტერესოა
Tags:

0


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top