;

6 February 2012      SaaL--SanzOna     Views 3528    
Category: Fashion, Man

თუკი ქალბატონებისთვის 2012 წლის ძირითად ფერს წითელში გარდამავალი ნარინჯისფერი შეადგენს,
მამაკაცებისთვის საქმე სხვაგვარადაა. ფერთა მრავალფეროვნება 2012 წლის კოლექციებში ნაკლებად
იგრძნობოდა. ამაში დავრწმუნდებით თუ პრადას ან კელვინ კლეინის კოლექციებს გადავხედავთ. მიზეზი
ის არის რომ მამაკაცების ტენდენციები ხშირად ცვალებადი არ გახლავთ, ამიტომაც იკავებენ თავს
დიზაინერები ფერადი ფერებისგან და კლასიკური, დახვეწილი იმიჯის მორგებას გვთავაზობენ.

2012 წლის ძირითადი ფერი - For Man

პარიზის მაღალი მოდის კვირეულიდან (და არამარტო) ჩვენ ნათლად მივიღეთ ის, რომ 2012
წლის მთავარ ფერს მამაკაცებისთვის ლურჯი წარმოადგენს, რომელსაც რათქმა უნდა თან
მოსდევს მასთან შეხამებული კომბინაციები, ლურჯის უამრავი ტონალობა, კერძოდ კი:
ცისფერი, ფირუზისფერი, ლაჟვარდოვანი ცის ფერი, გარდამავალი მწვანე და ასე შემდეგ.

2012 წლის ძირითადი ფერი - For Man

თუ ბარბერის კოლექციას მოვიყვანთ ამ ტენდენციის მაგალითად, მაშინ ვიტყვით რომ თამამად
შეგვიძლია ლურჯს კრემისფერი შევუხამოთ. ეს უამრავ ლუქბუქშიც ჩანდა, ისევე როგორც აქ.

რაც შეეხება Canali-ს კოლექციას, ის ხასხასა, ნათელ ლურჯ ტონალობებს გვთავაზობს.

ხოლო Tautz-ი თავს იკავებს ლურჯის სხვადასხვა ტონალობების შეხამებისგან და
ყველაფერს თითქმის ერთ ტონალობაში, კერძოდ მუქ ლურჯ ფერში გვთავაზობს.

2012 წლის ძირითადი ფერი - For Man

ლურჯ ფერს აქტიურად შეხვდებით მამაკაცების ქუჩის მოდაშიც.

2012 წლის ძირითადი ფერი - For Man

აქედან გამომდინარე, მამაკაცებო, თამამად შეგიძლიათ ატაროთ წლის ძირითადი
და ყველაზე მოდური ფერი - ლურჯი, რაც ქართველებისთვისაც მისაღები უნდა იყოს...

2012 წლის ძირითადი ფერი - For Man


Category: Fashion, Man
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top