;

8 March 2012      anuki     Views 10734    
Category: Fashion, Georgians



IDIOTISM  HOT COUTURE By Natáshe

”სიყვრულის საჩუქრები” ნატალია ჩხიკვაძისგან ბებია-ბაბუას

ახალგაზრდა ქართველი დიზაინიერი ნატალია ჩხიკვაძე ცნობილი მსახიობების რამაზ და ნატაშა ჩხიკვაძის შვილიშვილია, იგი პრაღაში მოღვაწეობს. მან თავისი პირველი კოლექცია თბილისში, რუსთაველის თეატრში წარადგინა. რომელიც ბებია-ბაბუის ხსოვნას მიუძღვნა.

გაზაფხული ზაფხულის კოლექცია სახელწოდებით ”სიყვარულის საჩუქრები” იყოფა ორ ნაწილად: პირველ ნაწილში წარმოდგენილია მაისურები, რომელზეც მსახიობ რამაზ ჩხიკვაძის აქამდე უცნობი ნახაატები და სპექტაკლებიდან ამოღებული ფოტო-კადრებია დატანილი, გაფორმებულია აპლიკაციებით.

კოლექციის მეორე ნაწილში კი რამდენიმე კაბაა, რომელიც ბებიამისის ნატაშა ჩხიკვაძის ესკიზების მიხედვით არის შექმნილი. კოქტეილის და საღამოს კაბები მბზინავი დეტალებით და აბრეშუმით, სულ 25 კაბაა წარმოდგენილი.




კოლექციას წარადგენდნენ ცნობილი სახეები: ნინი ბადურაშვილი, ნინი ნებიერიძე, ლიკა ქვრივიშვილი. დიზაინერი მარტის ბოლოს ამ კოლექციას პრაღაში წარადგენს სახელით IDIOTISM HOT COUTURE.
ვუსურვოთ ნატალიას წარმატებები მსოფლიო ასპარეზზე და მანამდე მის ინტერვიუ გადავავლოთ თვალი სპეციალურად ენჯელ.ჯისთვის:

ნატალია ეს თქვენი პირველი კოლექციაა, რამდენ ხანს მუშაობდით? და საიდან წარმოიშვა ეს იდეა?

კოლექციაზე მუშაობა ბებისათან ერთად დავიწყე გერმანიაში, სადაც ბაბუ მკურნალობდა. მე და ბაბუას და განსაკუთრებული ურთიერთობა გვქონდა. პირველი ნახატი მან ჩემთვის დახატა და ამას განსაკუთრებით ვაფასებ. ბაბუსა და ბებიის გარდაცვალების შემდეგ მართალია გამიძნელდა სამუშაოს დამთავრება, მაგრამ დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანე და კოლექციაა დახლოებით 4-5 თვეში უკვე მზად იყო.

რატომ გადაწყვიტეთ, რომ ახლა გაგეკეთებინათ ეს კოლექცია?

თავიდან ჩვენება პრაღაში იყო ჩაფიქრებული, სადაც მე ვმუშაობ, მაგრამ მას შემდეგ რაც თავს ამდენი ტრაგედია დაამატყდა გადავწყვიტე ჩვენება საქართველოში გამემართა, რათა ბუბუს ნახატების ნახვა და ყიდვა ყველას შეეძლოს. თავად ორგინალები არ იყიდება (გულისხმობს მაისურებს, რომელზეც დატანებულია რამაზ ჩხიკვაძის ნახატები ავტ.)





როგორ ვიცით თავად რამაზ ჩხიკვაძე თავის ნახატებს ”იდიოტიზმს” უწოდებდა რით იყო ეს განპირობებული?

როცა ეკითხებოდნენ ბაბუს რა მიმდევრობას მისდევ მხატვრობაშიო კუბიზმს, სურეალიზმს თუ სხვასო ის პასუხობდა, რომ ეს იდიოტიზმიაო

როგორ ფიქრობთ რას იტყოდა ეს ჩვენება რომ ენახა თავად თქვენ ბებია-ბაბუას,
მოეწონებოდათ?ან როგორ შეგაფასებდნენ?


არ ვიცი. სიმართლე, რომ გითხრათ ყოველ დღე მაგაზე ვნერვიულობდი. ვერ ავხსნი უცნაური გრძნობა მქონდა ჩვენების დღეს ვგრძნობდი, რომ თითქოს ის და ბებიაჩემი ჩემს გვერდით იდგნენ.

”სიყვარულის საჩუქრები” ასე ჰქვია ამ ჩვენებას.
რატომ ეს სახელწოდება და როგორ შეიძლება განვმარტოთ?


”სიყვარულის საჩუქარები” დავარქვი ბევრი მიზეზის გამო. ერთი მიზეზი არის, რომ შვილიშვილის არის სიყავრულის საჩუქარი, მეორე იმიტომ, რომ ისინ იყვნენ ჩემთვის უდიდესი საჩუქრები და მესამე მიზეზი იყო, რომ კოლექციის მესამე ნაწილი კაბების მთავარი ელემენტი იყო ბაფთა და ბაფთა ხომ უსაჩუქროდ არ შეიკვრება.





როგორ ფიქრობთ როგორ მიღეებენ პრაღაში ამ კოლექციას?

პრაღაში უკვე ნახეს ფოტოები და მოუთმენლად ელიან. იმედია ყველაფერი კარგად ჩაივლის. მე ბებოს დავპირდი, რომ ბაბუს ნახატებს მთელი მსოფლიო ნახავს მეთქი და ნელ-ნელა დანაპირებს ვასრულებ.

რატომ გადაწყვიტეთ ცნობილი ადამიანებს წარედგინათ ეს კოლექცია და მათ შორის არის
ნინი ბადურაშვილი. რით არის ეს გამოწვეული?


ნინი ძალიან მომწონს როგორც ადამიანი, როგორც მომღერალი, ასევე ფიზიკურად არის ულამაზესი და ჩემთვის დიდი პატივია, რომ ის დამთანხმდა ჩვენებაში მიეღო მონაწილეობა.




და ბოლოს როგორია სამომავლო გეგმები საქართველოსთან დაკავშირებით?
თვის ბოლოს მაქვს პრაღაში ჩვენება ამ კოლექციის. პარალელურად ვმუშაობ სხვა კოლექციაზე, რომელსაც ივნისის შუა რიცხვებში წარვადგენ ასევე პრაღაში. სამომავლოდ მინდა გავაკეთო საქართველოში ჩვენება, მაგრამ ზუსტად არ მაქვს გადაწყვეტილი როდის.

ავტორი ანა დავლიანიძე
www.angel.ge -სთვის



IDIOTISM HOT COUTURE
By Natáshe (Natalia Chkhikvadze)




Photo by: Giorgi Toronjadze
Hair & Make-up: Aldo Coppola
Models: Nini Badurashvili, Lika Kvrivishvili, Nini Nebieridze

Facebook: www.facebook.com/NATASHE.official











ანა დავლიანიძე www.angel.ge -სთვის.
ენჯელ.ჯის ჟურნალისტისთვის თემის მოსაწოდებლად მოგვწერეთ: [email protected]


Category: Fashion, Georgians
Tags:

Share it
Comments

« 1 2 3 »


Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top