;

9 March 2012      ta_mo     Views 2170    
Category: Fashion

ედი სლიმანი - Yves Saint Laurent - ის ახალი კრეატიული დირექტორი

<< ედი სლიმანი - Yves Saint Laurent -ის ახალი კრეატიული დირექტორი >>

2004 წლიდან დღემდე, ფრანგული მოდის სახლის Yves Saint Laurent-ის კრეატიული დირექტორი
გახლდათ სტეფანო პილატი, თუმცა მიმდინარე კვირას ცნობილი გახდა, რომ ბრენდის სათავეში ედი სლიმანი
ჩაუდგება, რომელიც ივ სენ ლორენის მამაკაცის სამოსის ხაზის კრეატიული დირექტორი გახლდათ 1996
წლიდან 2000 წლის ჩათვლით. ყოველივე ამის შემდეგ სლიმანმა არაერთი წელი იმუშავა დიორის
მოდის სახლთან. მოდის კრიტიკოსები კი სულმოუთქმებდად ელოდებიან ედის
პირველ სადებიუტო კოლექციას YSL-ის ერთგული ქალბატონებისთვის.


ივ სენ ლორანი 1954 წელს

სტეფანო პილატი


ედი 1968 წელს, 5 ივლისს დაიბადა პარიზში, სკოლის დამთავრებისთანავე დიზაინერმა მშობლიურ ქალაქში ხელოვნების აკადემიაში ( Еcole du Louvre ) განაგრძო სწავლა. ედის საშუალება ქონდა ემუშავა ტომ ფორდთან თუმცა მან ივ სენ ლორენთან არჩია თანამშრომლობა. 2005 წელს დიზაინერი გახლდათ ამერიკის მაღალი მოდის დიზაინერების რჩეული მოდის სფეროში მოღვაწე დამწყები მოდელიორი და ამიტომ მან მიიღო "წლის დიზაინერის" წოდება.

ედი ასევე საკმაოდ წარმატებული ფოტოგრაფია, მას უმუშავია რუსულ, ჩინურ, გერმანულ და ფრანგულ ვოგებთან, ასევე მისი ფოტოები არაერთ სხვა მოდურ ჟურნალებშია დაბეჭდილი. ამ მომეტისთვის კი მას უკვე აქვს დაწყებული მუშაობა Yves Saint Laurent-ის ახალ კოლექციაზე.

ედი სლიმანი - Yves Saint Laurent - ის ახალი კრეატიული დირექტორი


Category: Fashion
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top