;
5 აპრილი 2012      TeeAkoOoo     17 კომენტარი     ნანახია 7166-ჯერ    
კატეგორიაში: მოდური სიახლეები

2012 წლის გაზაფხული/ზაფხულის მოდური ჩვენებები

Angel.ge ერთი ხელის მოვლებით წარმოგიდგენთ 2012 წლის გაზაფხული/ზაფხულის მოდურ ჩვენებებს.აქ იპოვით ელეგანტურ კოლექციას ’ოსკარ დე ლა რენტასგან’,გაბედულ კოლექციას ’ვერსაჩესგან’,ულტრა ქალურ ნამუშევრებს ’შანელისგან’ და სხვა ბევრ გასაოცარ კოლექციას.

ყველა მოუთმენლად ელოდა 2012 წლის s/s-ს მოდურ ჩვენებებს და შემდგომში ამ სეზონების მოსვლას.
კოლექციები წარმოდგენილი იყო ნიუ იორკის,ლონდონის,პარიზის და მილანის მოდის კვირეულების ფარგლებში.
2012 წლის გაზაფხული/ზაფხულის მოდური ჩვენებები

პარიზის მოდის კვირეული

Chanel Spring/Summer 2012 collection

2012 წლის გაზაფხული/ზაფხულის მოდური ჩვენებები
კარლ ლაგერფელდმა 2012 წლის s/s-ს სეზონებისთვის ზღვის თემა აირჩია და შესაბამისად კოლექციაშიც ძირითადად თეთრი შავი,ცისფერი ფერები გამოიყენა.წარმოადგინა საცურაო კოსტუმები,კოქტეილის კაბები,რთული დიზაინის საღამოს კაბები.კოლექცია ქალურობით გამოირჩევა.თითოეულ ლუქს ქალურობას ბუმბულები ანიჭებს და ასევე სილუეტი,რომელიც სიფართით გამოირჩევა.კოლექციაში უცნაური ელემენტებიც იყო,როგორიცაა ზღვის ღრუბელის ფორმის ნაკეცები კაბაზე.ჩანთები დეტალურად იყო დალიანდაგებული და ჯაჭვის სახელურები ამშვენებდა.ეს ყველაფერი კი მარგალიტებით იყო გაფორმებული.
2012 წლის გაზაფხული/ზაფხულის მოდური ჩვენებები

2012 წლის გაზაფხული/ზაფხულის მოდური ჩვენებები
ლინკზე გადასვლით იხილავთ სრულ კოლექციას

Viktor & Rolf Spring/ Summer 2012

2012 წლის გაზაფხული/ზაფხულის მოდური ჩვენებები
თუ საინტერესო შოუს ნახვა გინდა,მაშინ Viktor&Rolf -ის 2012 წლის გაზაფხული/ზაფხულის პრეზენტაცია დაგაინტერესებთ.ნახავთ მოდელებს,რომლებიც პოდიუმზე ამაყად დააბიჯებენ უზარმაზარი ვარდისფერი წამწამებით და თოჯინების აღკაზმულობით.
ჩვენება ცოტა არარეალური იყო.(მოდელები სინთეზურ ვარდისფერ წამწამებს ატარებდნენ და ეცვათ ზღაპრული ტანსაცმელი,ერთი შეხედვით კი გეგონებოდათ,რომ პოდიუმზე თოჯინები სეირნობდნენ).განაზებული სილუეტები,ფერთა პალიტრა,პრინტები და დიდი ნაქარგები-ყველაფერი საინტერესო და ამავდროულად შემაცბუუნებელია.

2012 წლის გაზაფხული/ზაფხულის მოდური ჩვენებები
ლინკზე გადასვლით იხილავთ სრულ კოლექციას

kanye West-spring/summer 2012
ყველასთვის ცნობილი მომღერლის კენი უესტის კოლექცია,რომელმაც ამჯერად ბედი მოდის ინდუსტრიაში სცადა.ამ მცდელობამ კი უშედეგოდ არ ჩაიარა და კოლექციამაც მოწონება დაიმსახურა კრიტიკოსებისგან.კენიმ კოლექციაში ძირითადად თამამი შტრიხები შეიტანა და შემოგვთავაზა მინი ქვედაბოლოები,უზურგო სარაფნები,გამჭვირვალე ნაჭრის კაბები,ნაქსოვი ბლუზები და ა.შ კოლექციაში ძირითადად ტყავი დომინირებდა.ფერებში აქტუალურია თეთრი,შავი და კრემისფერი.მოდელებს აქსესუარები ეკეთათ წარწერით ”kanye West”.

ლინკზე გადასვლით იხილავთ სრულ კოლექციას
2012 წლის გაზაფხული/ზაფხულის მოდური ჩვენებები

Jean Paul Gaultier spring/summer 2012

2012 წლის გაზაფხული/ზაფხულის მოდური ჩვენებები 2012 წლის გაზაფხული/ზაფხულის მოდური ჩვენებები
ჟან პოლ გოტიემ გამართა მოდური ჩვენება,რომელიც 50-იანი წლების ჩვენებას მიამსგავსა-მუსიკის გარეშე და მოდელები ნომრებით ხელში.
Jean Paul Gaultier -თვის დამახასითებელია არაორდინალური შოუების მოწყობა.თუ გასულ წლებში მას ტრანსექსუალი მოდელი ან პლუს ზომის მომღერალი გამოყავდა პოდიუმზე,რათა დამსწრე საზოგადოებაში უფრო დიდი ინტერესი გამოეწვია,ამჯერად 2012 წლის გაზაფხული/ზაფხულისთვის უმაღლესი კლასის 50-იანი წლების შოუ გვაჩვენა.
პირველი,რაც თქვენს თვალს მოხვდება ტატუ-პრინტის გავლენაა კოლექციაში:კაბის სახელოებზე,ჩექმებზე და ასევე მოდელების სხეულზე.ერთი შეხედვით კარგად გამოიყურება,მაგრამ თუ ყურადღებით შეხედავთ,დაინახავთ რომ ზოგჯერ ეს ტატუ ნაკლებად ქალურს გაჩენთ.ძირითადად ნახავთ:გრძელ პიჯაკებს,საგულდაგულოდ დამუშავებულ კაბა-კოსტუმებს,ყვავილოვანი პრინტის სპორტულ ტანსაცმელს თეთრ ქურთუკებთან ერთად,ფართე შარვლებს ფეხებზე ჭრილებით.შავ და თეთრ ფერებს.

ლინკზე გადასვლით იხილავთ სრულ კოლექციას
2012 წლის გაზაფხული/ზაფხულის მოდური ჩვენებები

Vivienne Westwood’s Spring/ Summer 2012

2012 წლის გაზაფხული/ზაფხულის მოდური ჩვენებები
შოკისმომგვრელი კოლექცია ვივიენ ვესტვუდისგან,რომელშიც გაერთიანებულია წარსული,აწმყო და მომავალი.
ჩვენთვის ცნობილია ვივიენის მეამბოხე ბუნების შესახებ.ეს კი მის შემოქმედებაში ნათლად აისახება.
გამოირჩევა საინტერესო და დამაფიქრებელი ელემენტებით.ხშირად აგდებს ხალხს შოკში ან პირიქით
მათ აღტაცებას იმსახურებს.უხეშად,რომ ვთქვათ ’ჯამბაზის მაკიაჟი’ და ექსტრავაგანტული თმა არ სძენდა ტანსაცმელს კომფორტულობას.ზოგიერთი ტანსაცმელი გასაოცარ და ამასთან
ერთად მგრძნობიარე სახეს ტოვებს.
აქტუალურია ცისფერი(ლურჯი) მინი კაბა,ყვავილოვანი პრინტით გაწყობილი კიმონო და ბოლოს საქორწილო კაბა.ასევე დახეული ნაცრისფერი და ლურჯი ნაქსოვი კაბა.კოლექცია აქსესუარების მრავალფეროვნებითაც გამოირჩევა.

ლინკზე გადასვლით იხილავთ სრულ კოლექციას

მილანის მოდის კვირეული

Versace Spring/ Summer 2012

2012 წლის გაზაფხული/ზაფხულის მოდური ჩვენებები
ყველა ეთანხმება იმ აზრს,რომ ვერსაჩეს ეს კოლექცია საუკეთესო იყო მათ შორის რაც აქამდე შეუქმნია. ზღვის ცხოვრებით შთაგონებული სპექტრი ზღაპრულად გამოიყურება.მოდელები ზღვის ღმერთქალებს ჰგვანან და ატარებენ ზღვის მშვიდი ფერებით გაჯერებულ სექსუალურ მოკლე კაბებს.კოლექცია როგორც აღვნიშნე 'ზღვის ცხოვრებას' ასახავს.გამოყენებულია:ფირუზისფერი,ზღვის მწვანე და ნაცრისფერი ფერები.პრინტებიც ზღაპრულია.კოლექცია შედგებოდა მინი კაბებისაგან,გრძელი კაბებისგან,მოკლე ზედებისა და შორტებისაგან.ფეხსაცმელები პლატფორმებზეა და გაფორმებულია ყვავილოვანი დეტალებით.
ლინკზე გადასვლით იხილავთ სრულ კოლექციას
2012 წლის გაზაფხული/ზაფხულის მოდური ჩვენებები

Missoni Spring/ Summer 2012
აისის ჩიტები
2012 წლის გაზაფხული/ზაფხულის მოდური ჩვენებები
კოლექცია ძალიან ქალური და სექსუალურია.შთაგონებული 'თავისუფალი სულით',მომხიბლაობით და სპოტანურობით,რის შედეგადაც კოლექცია შემდეგნაირი გამოვიდა--ფლამენკო+ბოჰემური სტილი. პოდიუმზე გოგონები ფურფუშებიანი კაბებით და ყვავილებით შემკული ფეხსაცმელებით გამოდიოდნენ.ფერებზე საუბრისას აღსანიშნავია ლურჯის ყველა
ელფერიმელნისფერი,ლაჟვარდოვანი ცისფერი,ნათელი ყვითელი,მაგენტა,ლიმნისფერი,მწვანე,მანდარინის(ფერი) და სხვა.ტანისამოსის ნებისმიერ ადგილას ნახავთ ფურფუშებს კაბებზე,კოსტუმებზე,საცურაო კოსტუმებზე,ჩანთებზე და ფეხსაცმელზეც კი.

ლინკზე გადასვლით იხილავთ სრულ კოლექციას
2012 წლის გაზაფხული/ზაფხულის მოდური ჩვენებები

Dolce&Gabbana Spring/ Summer 2012 Collection

კოლექცია ყველასთვის შოკისმომგვრელი იყო,რადგანაც არავის ეგონა,რომ ნახავდა ხახვებს,პომიდვრებს და ბადრიჯნებს კაბებზე,ბიუსჰალტერებზე და შორტებზე.
1950-იანი წლებით შთაგონებული დომენიკო დოლჩეს და სტეფანო გაბანას კოლექცია,რომელთაც ეცადეს რომ გვეგრძნო 50'იანი წლების ატმოსფერო.კოლექციის პირველი ნაწილი სწორედ ბოსტნეულს ეკუთვნის,ხოლო მეორე ნაწილი უფრო მიმზიდველი და ელეგანტური დეტალებითაა შექმნილი.ძირითად ყურადღებას მაქმანებიანი კოქტეილის კაბები იწვევს,რომლებიც თვალისთვის სასიამოვნოა.
ლინკზე გადასვლით იხილავთ სრულ კოლექციას
2012 წლის გაზაფხული/ზაფხულის მოდური ჩვენებები

Dsquared2 Spring/ Summer 2012

2012 წლის გაზაფხული/ზაფხულის მოდური ჩვენებები
კოლექცია უფრო გართობას ეხებოდა.მოდელები ტალახიან პოდიუმზე დადიოდნენ და წარმოაჩენდნენ ფოჩებიან ჩანთებს,რეზინის ჩექმებს,მოკლე კაბებს და მოელვარე მაისურებს.იდეა საკმარისად მარტივი იყო-მუსიკალური ფესტივალის ატმოსფეროს შექმნა.
ეს ჩვეულებრივი ფაქტია,რომ შესაძლებელია დიზაინერი სულ არაფრით იყოს შთაგონებული.

ვან გოგის მზესუმზირები,შაჰრაზადის მოთხრობები და კიდევ მუსიკალურ ფესტივალებზე გართობის იდეები წარმოიშვა დიზაინრების თავში.დინ და დენ კატენებმა გამოიყენეს უკანასკნელი იდეები და შექმნეს გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია Dsquared2-ის მომხმარებლებისთვის.Dsquared2-ის მოდაზე საუბრისას ძირითად ყურადღებას აქსესუარები იწვევს,ვიდრე ტანსაცმელი.ტანსაცმელი საკმაოდ ჩვეულებრივია და მათ შორის ძირითადად 'დენიმ'(ჯინსის) შორტები და მაისურები,პრინტიანი მაისურები(ზოგჯერ ამერიკის დღოშის გამოსახულებით),ღილებიანი ქურთუკები და მოკლე კაბები,ხოლო აქსესუარები გაცილებით საინტერესო და ნათელია.
დასაწყისში მოდელები რეზინის ჩექმებით გამოჩნდნენ,რომელიც ძალიან უხდებოდა ტალახიან პოდიუმს და მუსიკალური ფესტივალის ატმოსფეროს ქმნიდა.წინდები კი ლუქს დასრულებულ სახეს აძლევდა.გრძელი შარფები,მამაკაცის ქამრები,მოდური ქუდები,ყელსაბამები,სამაჯურები და სუპერ ფერადი სათვალეები.

ლინკზე გადასვლით იხილავთ სრულ კოლექციას
2012 წლის გაზაფხული/ზაფხულის მოდური ჩვენებები

Emilio Pucci Spring/ Summer 2012

2012 წლის გაზაფხული/ზაფხულის მოდური ჩვენებები
კარგია,როცა დიზაინრები ჩვენს გაოცებას ცდილობენ.დიზაინერმა პიტერ დუნდასმა ეს მოახერხა და პოდიუმზე ბოშათა კაბები შემოიტანა.ემილიო პუჩისგან ძირითადად ბლეიზერებს უნდა ველოდეთ,თუმცა წელს ბრენდის იდეები შეიცვალა და სულ სხვა სტილი შემოგვთავაზა.კოლექციაში დიდი რაოდენობით მოიძებნება ყვავილოვანი ფრიალა ქსოვილები,მაცდური მაქმანები და საზაფხულო პრინტები.ძალიან გრძელი კაბები,მოკლე ტოპები(ხშირად ბიუსტჰალტერის ფორმის)კოქტეილის კაბები-ყველაფერი დიდი ყურადღებითაა შექმნილი,რომლის თითოეული დეტალი აჰიპნოზებს.აქსესუარებით არ გამოირჩევა კოლექცია,მაგრამ შარფები დასრულებულ სახეს აძლევს ემილიო პუჩის ლუქებს.
2012 წლის გაზაფხული/ზაფხულის მოდური ჩვენებები
ლინკზე გადასვლით იხილავთ სრულ კოლექციას

ლონდონის მოდის კვირეული

Burberry Prorsum Spring/ Summer 2012

2012 წლის გაზაფხული/ზაფხულის მოდური ჩვენებები 2012 წლის გაზაფხული/ზაფხულის მოდური ჩვენებები
საოცარი ქსოვილები,კლასიკური დიზაინი,საინტერესო ქუდები-ყველაფერი შესანიშნავად აღწერს ბარბერის 2012 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციას.იმის გათვალისწინებით,რომ ბარბერი სიმბოლური ბრიტანული ბრენდია,ვერ ვიფიქრებთ,რომ შექმნის რაიმე უბრალოს.ფერთა პალიტრა,სილუეტები,აქსესუარები-ყველაფერი გასაოცარია.იყო ერთი ნამდვილად გასაკვირი ფაქტი-თითქმის ყველა ელემენტი გაცილებით თბილია,ვიდრე ჩვეულებრივ აცვიათ გაზაფხული/ზაფხულის სეზონებზე.
მაგრამ ალბათ ამას გამართლება აქვს ინგლისის ამინდს თუ გავითვალისწინებთ,რომელმაც როგორც ვხედავთ გავლენა იქონია დიზაინერზე-კრისტოფერ ბეილიზე.
კოლექციაში ფოკუსირება ქურთუკებზე კეთდება.ვხედავთ კლასიკურ ტრენჩებს,რომელიც ბარბერის ძირითადი გასაღებია.ასევე მაღალწელიანი კაბები,მოდური ზედატანები და რანდენიმე კლასიკური კაბა ნათელი ფერებით.დიდი განსხვავებით,მაგრამ ასეთ თბილ კოლექციაში კონტრასტში შევიდა ფეხსაცმელები,რომელთა შორისაც სჭარბობს სანდლები,უხვად შემკული მძივებით და სხვა საინტერესო დეტალებით.
2012 წლის გაზაფხული/ზაფხულის მოდური ჩვენებები
კიდევ ერთი ფაქტი,რომ აღარაფერი ვთქვათ ბარბერის ჩვენებაზე,ყველა ლუქი გაზაფხული/ზაფხულის კოლექციიდან სოციალური ქსელის თვითერის მეშვეობით ჯერ კიდევ შოუს დაწყებამდე იხილა მომხმარებელმა.ეს კი კრისტოფერ ბეილის განცხადება:

" თვითერი ძალიან სწრაფია და ძალიან მომწონს იდეა,რომ ჩვენება შესაძლებელია სხვადასხვა ფორმებში ჩატარდეს.კოლექცია დეტალებშიც კი ხელითაა დამუშავებული,ქსოვილების ინოვაციები,შექმნილი ლამაზი ფიზიკური გამოცდილება,რომელიც დაკავშირებულია თითების დინამიური მოქმედებით მრავალფეროვან გზებთან და მე მომწონს ამის ბალანსირება ორ სამყაროს შორის. "
2012 წლის გაზაფხული/ზაფხულის მოდური ჩვენებები
ლინკზე გადასვლით იხილავთ სრულ კოლექციას
ლინკზე გადასვლით იხილავთ სრულ კოლექციას(2)

Red Label (Vivienne Westwood’s) Spring/ Summer 2012
2012 წლის გაზაფხული/ზაფხულის მოდური ჩვენებები
უცნობია ვივიენ ვესტვუდის შთაგონება Red Label-ის კოლექციის შექმნისას,მაგრამ ნამდვილად გასაოცარია თითოეული დეტალი.ვივიენი არ არის ის დიზაინერი,რომელიც 'ნორმალურ' ტანსაცმელს ქმნის.ის ბუნებით მეამბოხეა და მისი შექმნილი თითოეული დეტალი 'ყვირის'.თუმცა დროდადრო სურს შექმნას ხალხისთვის.Red Label-ის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციაში ვესტვუდმა დრამატული მაკიაჟი გამოიყენა და ერთგვარი სამგლოვიარო ვარცხნილობა თავის ჩვეულ სტილში.ტანსაცმელი უფრო კომფორტულია.
მოფარდაგებული კაბები,თავისუფალი მაისურები,გადაჭრილი შარვლები და ტყავის ბაიკერის პიჯაკები.ვივიენის წლევანდელ შემოქმედებაში იხილავთ მოკლე კაბებს,კოქტეილის კაბებს,შარვლებს და არაჩვეულებრივ მოსასხამებს. 2012 წლის გაზაფხული/ზაფხულის მოდური ჩვენებები
ლინკზე გადასვლით იხილავთ სრულ კოლექციას

Mary Katrantzou’s Spring/ Summer 2012
2012 წლის გაზაფხული/ზაფხულის მოდური ჩვენებები 2012 წლის გაზაფხული/ზაფხულის მოდური ჩვენებები

კოლექცია რაღაცნაირად განსაკუთრებულია,რაღაც რაც აქამდე არასდროს გინახავთ!დიზაინერი შემოქმედია და ყველაფერი გააკეთა იმისთვის,რომ თითოეული ლუქი ყოფილიყო ქალური და ამავე დროს 'საყვარელი'.მხოლოდ ნიჭიერ ადამიანს შეუძლია შექმნას ასეთი რამ!
მრავალფეროვანი წითელი ფერი ქმნის სილამაზისა და მეგობრულ ატმოსფეროს.ყვავილებს იხილავთ ყველგან:როგორც პოდიუმზე,ასევე მოდელების ტანზე.
დიზაინერის თქმით მისი შთაგონება არამხოლოდ ყვავილები,არამედ კიდევ ბევრი რამ იყო:
"Man meets machine meets mother earth, an army of petal, metal, print.”
ასეთი განმარტება ქაოსის შთაბეჭდილებას ტოვებს,მაგრამ ამის მსგავსი კოლექციაში არაფერი ყოფილა.უფრო მეტიც,Mary Katrantzou-ის გაზაფხული/ზაფხული დახვეწილი და ძალიან ქალურია.
კაბები-სიმკაცრით,"გამოქანდაკებული ფორმებით",ყვავილის,ჩიტების,თევზების წარმოუდგენელი პრინტებით იპყრობს ყურადღებას.ამას გარდა მოქარგულია ქვებით და ქსოვილი დალიანდაგებულია,რომელიც გლამურულს ხდის თითოეულ დეტალს.
2012 წლის გაზაფხული/ზაფხულის მოდური ჩვენებები

Erdem’s Spring/ Summer 2012

2012 წლის გაზაფხული/ზაფხულის მოდური ჩვენებები
ძალიან მშვიდი,თავდაჭერილი ,მაგრამ სექსუალური და ელეგანტური კოლექცია-კოლექციას ამ მახასიათებლებს ყვავილოვანი პრინტი ანიჭებს.თუ ბოლო სეზონზე Erdem Moralioglu-იმ ცეცხლი თავისი კაბებით დაანთო,გაზაფხული/ზაფხულის სეზონისთვის მან უფრო მშვიდი პალიტრა გამოიყენა.მის შემოქმედებაში არ იგრძნობა აგრესია,არამედ უფრო დახვეწილობა.
Moralioglu-მ კომენტარი გააკეთა საკუთარ კოლექციაზე: "უფრო შეუმოსავი,მეტი დეკოლტე,მეტი სიშიშვლე,კეფა და ხერხემალი."

ეს კოლექცია ქალის სილამაზეს აღნიშნავს.კაბები მახვილს ავლებს ფიგურას,მაქმანი გვიჩვენებს,თუ როგორ ლამაზად შეიძლება გამოიყურებოდეს ეს ფიგურა და ყვავილოვანი პრინტი სძენს რომანტიზმს და ქალურობას.

2012 წლის გაზაფხული/ზაფხულის მოდური ჩვენებები

ნიუ-იორკის მოდის კვირეული

DKNY Spring/ Summer 2012

2012 წლის გაზაფხული/ზაფხულის მოდური ჩვენებები 2012 წლის გაზაფხული/ზაფხულის მოდური ჩვენებები
DKNY-ის კოლექციები ყოველთვის კომფორტულია,მაგრამ ჩვეულებრივ მათ შორის არის რამდენიმე კარგად შემუშავებული დეტალი-ფურფუშები ან რთულად შესასრულებელი ნიმუშები.2012 წლის გაზაფხული/ზაფხულისთვის დონა კარანმა დაივიწყა ეს ყველაფერი და ყურადღება გაამახვილა მარტივ სილუეტებზე და ფერებზე,რომლებიც სხვათა შორის ყველაზე სრულყოფილია ამ სეზონებზე.მართალია უმრავლესობა უპირატესობას ელეგანტურობასა და დახვეწილობას ანიჭებს,მაგრამ როცა საქმე მოდას ეხება ხანდახან უფრო საჭიროა სიმარტივე და კომფორტი.
დონა კარანმა აირჩია მარტივი სილუეტები,ნათელი და მსუბუქი ქსოვილები,ლამაზი აქსესუარები.
მაისურის სტილის კაბები ძალიან ქალურია,საზაფხულოდ მოკლე ტანისამოსი რა თქმა უნდა საუკეთესოა სიგრილის შესანარჩუნებლად.უსახელო 'ჟაკეტით' შთაგონებული კაბა კი გვახსენებს,რომ ქალისა და კაცის მოდური ტენდენციები ერწყმის ერთმანეთს.
ფერები:ნეიტრალური შავი და თეთრი,ნათელი ლურჯი,წითელი და ვარდისფერი.პრინტებიდან შეხვდებით ყვავილოვან პრინტს,რომელიც ტანისამოსზე ძალიან ჰგავს ცხოველურ პრინტს.
კოლექციაში ყველა ლუქს ასრულებდა ფართო-ფარფლიანი ქუდები.
2012 წლის გაზაფხული/ზაფხულის მოდური ჩვენებები
ლინკზე გადასვლით იხილავთ სრულ კოლექციას

Victoria Beckham Spring/ Summer 2012

2012 წლის გაზაფხული/ზაფხულის მოდური ჩვენებები
2012 წლის გაზაფხული/ზაფხულის მოდური ჩვენებები
ვიქტორია ბექჰემმა მოდის მიმართ ხედვა შეცვალა.ის არა მხოლოდ ქმნის ელეგანტურ კაბებს,არამედ ტყავის შარვლებსაც და დაბალძირიან ფეხსაცმელებს.ვიქტორიამ გაზაფხული/ზაფხულისთვის ძალიან ბევრი კოლექცია შექმნა და ზუსტად იცის რას აკეთებს.2012 წლისთვის კი კაბების ნაკლებობა იგრძობა(მაგრამ მაინც გამახვილებულია ყურადღება კაბებზე),კოლექციაში შეიტანა ტყავის შარვლები,ქურთუკები,პიჯაკები.სწორედ ტყავის შარვლები გააერთიანა ქვედაბოლოებთან და კაბებთან-ძალიან უცნაურია ბექჰემისთვის,რომელსაც უყვარს კლასიკური ტანისამოსი.ის რითაც ვიქტორიამ გააკვირვა საზოგადოება ეს იყო დაბალძირიანი სანდლები,შესაძლებელია ასეთი ფეხსაცმლის შექმნის მიზეზი ის პრობლემებია,რომლებიც მან გამოცადა ფეხმძიმობის შემდეგ და რომლებმაც გამოიწვია ფიქრი კომფორტზე.
აქსესუარების ხაზი შემოიფარგლება რამდენიმე მარტივი დიზაინის,მაგრამ მდიდრული ჩანთებით და ქუდებით.
ლინკზე გადასვლით იხილავთ სრულ კოლექციას

Oscar de la Renta Spring/ Summer 2012

2012 წლის გაზაფხული/ზაფხულის მოდური ჩვენებები 2012 წლის გაზაფხული/ზაფხულის მოდური ჩვენებები
ოსკარ დე ლა რენტას კოლექცია ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი კოლექციაა.მოიცავს ისეთ სამოსს,რომელიც ძალიან ელეგანტური,კოხტა და საკმაოდ მდიდრულია.კაბები სხვადასხვა ნაზ-მშვიდ ფერებშია შექმნილი.დომინირებს ფაქიზი ვარდისფერი და ყვითელი,ღია მწვანე და ცისფერი ფერები.ასევე თეთრი ფერი,რომელიც გაზაფხულისთვის საუკეთესო ტენდენციაა.სამეჯლისო კაბები ზურმუხტისფერ,ოქროსფერ და ალისფერ ფერებში.
იხილავთ ძალიან ბევრ ფურფუშებს და მაქმანებს.'თავდაჭერილ პრინტებს' და ფანტასტიურ ნაქარგებს.ნაქსოვი სამოსიც იყო წარმოდგენილი,რომლებიც ისეთივე ელგანტურია,როგორც კოსტუმები და კოქტეილის კაბები.
კაბების გარდა მოიპოვება რამოდენიმე მაღალწელიანი შარვალი და დახვეწილი 'კოფთები' ჰაეროვან ყელსახვევებთან ერთად.
ფეხსაცმლის ხაზი მრავალფეროვნებით არ გამოირჩევა.შეიმჩნეოდა 4-5 სტილის ფეხსაცმელი სხვადასხვა ფერებში.
ძვირფასეულობა,ჩანთები და ქამრები ყვავილების იდეითაა შექმნილი და რეალიზებულია სხვადასხვა განმარტებებით.
2012 წლის გაზაფხული/ზაფხულის მოდური ჩვენებები
ლინკზე გადასვლით იხილავთ სრულ კოლექციას

Marc Jacobs Spring/ Summer 2012
2012 წლის გაზაფხული/ზაფხულის მოდური ჩვენებები
მარკ ჯეიკობსის კოლექცია საოცარია.მისი მაქმანიანი კაბები გასაოცარ ყურადღებას იპყრობს და სილუეტები,რომლებიც 20-იან წლებში გვაბრუნებს.ამ კოლექციის ნახვის შემდეგ ყველა იმის შესაძლებლობაზე საუბრობდა,რომ მარკს შეიძლებოდა დაეტოვებინა 'Louis Vuitton'-ი და გაერთიანებულიყო Christian Dior-თან.მარკის ეს კოლექცია ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე ყველაზე მოსალოდნელი გამოსვლა იყო.მართლაც შეიძლება ეს მარკის ბოლო კოლექცია იყოს ამ იარლიყით.
მარკ ჯეიკობსმა განაცხადა,რომ არ სურს ეს კოლექცია იყოს 'რეალური',მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს,რომ მისი შემოქმედების მორგება შეუძლებელი უნდა იყოს ნამდვილ ცხოვრებაში.
კოლექციაში ნაკლებადაა მინი სამოსი.კაბების უმეტესობა მუხლამდე გრძელდება და შექმნილია მრავალფეროვანი ქსოვილით.აქსესუარების ხაზი არ არის მრავალფეროვანი.უცნაური ფეხსაცმელები-პლასტიკური გამჭვირვალე დეტალები ზედებზე და წყვილთა კომბინაცია,რომლებიც მეტნაკლებად კლასიკური ჩანს წინდებთან ერთად.თავზე მოსარგები ნივთები მოდური ქუდებიდან თავსაფრებამდე მერყეობს.რაც შეეხება ჩანთებს-მხოლოდ მცირე და საშუალო ზომისაა.
2012 წლის გაზაფხული/ზაფხულის მოდური ჩვენებები

კატეგორია: მოდური სიახლეები
Tags:

17


  • ANGEL თქვა:
    6 აპრილი 2012 23:57 - ID: 17,
    love

  • lalaa თქვა:
    6 აპრილი 2012 00:25 - ID: 16,
    ყველანაირად სრულყოფილი სიახლე!!!!!! <3

  • ninikoo თქვა:
    6 აპრილი 2012 00:10 - ID: 15,
    Dsquared2 მაგარია love

  • tifani თქვა:
    5 აპრილი 2012 23:34 - ID: 14,
    რა მოეწონათ ამ კოლექციის

  • TeeAkoOoo თქვა:
    5 აპრილი 2012 21:31 - ID: 13,
    Ancho.,
    elga,
    Bao-Babi,
    keetaa,
    მადლოობა გოგოებო love ძალიან მსიამოვნებს თქვენი დადებითი შეფასებები love

  • Ancho. თქვა:
    5 აპრილი 2012 20:15 - ID: 12,
    ა ძმაო ნიუსი! love
    თეაკო როგორც ყოველთვის მაგარი ხარ..

    თამოსი არ იყოს მეც მესიამოვნა ამ კოლექციების
    გახსენება და თვალის გადავლება
    love love

  • elga თქვა:
    5 აპრილი 2012 19:33 - ID: 11,
    ychag yochag kargi siaxlea. chanelis es chveneba aris chemtvis usayvarlesi ai yvelafrit absoliturad. aqedan bevri chveneba momewona dzalian

  • aaNoo_BaaNoo თქვა:
    5 აპრილი 2012 18:46 - ID: 10,
    მრავლისმომცველი ნიუსიაა :D:D:D

  • Bao-Babi თქვა:
    5 აპრილი 2012 18:22 - ID: 9,
    მიყვარხართ ყველა, აი ყველა ანჯელი მაგრები ხართ :) ბევრჯერ მიფიქრია, ამ პოსტს ენჯელზე დავდებ იმიტომ რომ მართლა იცით ავტორის დაფასება და კომენტარების დაწერა არ გეზარებათ <3 ყველა მინდა გაგიცნოთ :) ჩატი რომ იყოს მაგარი იქნებოდა love

    პოსტი კარგი იყო love

  • keetaa თქვა:
    5 აპრილი 2012 17:59 - ID: 8,
    ვაიმე თეა გავგიჟდი ძაან მაგარი გოგო ხარ love ძაან მაგარია love love love love

  • TeeAkoOoo თქვა:
    5 აპრილი 2012 17:43 - ID: 7,
    lady_tamo,
    kristi_,
    lalanana,
    taka-tako,
    ta_mo,
    Anch_Bey,
    Lucy,
    მადლობა. ვეცადე კარგი გამოსულიყო :))

  • Anch_Bey თქვა:
    5 აპრილი 2012 16:38 - ID: 6,
    ოუ, ყოჩაღ. არაჩვეულებრივი ნიუსია :*

  • Mari Glonti თქვა:
    5 აპრილი 2012 16:10 - ID: 4,
    Chaneli dzalian momewona agmfrtovandi Versacec dzalian love Dsquared 2 idealuri super koleqcia love ...DKNY love Burberry love

  • Ms.Casillas თქვა:
    5 აპრილი 2012 15:52 - ID: 3,
    ვერსაჩე მოეწონა ყველაზე მეტად love

  • taka-tako თქვა:
    5 აპრილი 2012 15:37 - ID: 2,
    მაგარი ნიუსია love

  • kristi_ თქვა:
    5 აპრილი 2012 15:22 - ID: 1,
    არაჩვეულებრივი სიახლეა love

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top