;
11 აპრილი 2012      ta_mo     11 კომენტარი     ნანახია 2926-ჯერ    
კატეგორიაში: მოდური სიახლეები

ჟურნალ ვოგის ოფიციალურ ვებსაიტზე განთავსდა ინტერვიუ, სადაც რუსმა ტოპ მოდელმა ანა სელეზნევამ
ისაუბრა იმის შესახებ თუ როგორ უვლის თავს და რა საშუალებებით ინარჩუნებს ფორმებს, მან ასევე ისიც
გაამხილა, რომ მისი კანის სილამაზე მდგომარეობს მაკიაჟის იშვიათად გამოყენებაში.

ინტერვიუ ანა სელეზნევასთან

- საინტერესოა როგორ ინარჩუნებთ ასეთ იდეალურ ფორმებს და როგორ ემზადებით მოდის კვირეულისთვის?

- მოდის კვირეულის დაწყებამდე ყველანაირად ვცდილობ დავკავდე სპორტით და ხშირად ვიკეთებ მასაჟებსაც.
აუცილებელია სისტემატიურად იყოს ნებისმიერი ქალი დაკავებული სპორტით, ადრე მე აბსოლიტურად ყველანაირ
კერძებს მივირთმევდი, გარკვეული დროს შემდეგ კი გადავწყვიტე დიოტოლოგთან მისვლა და მან მირჩია, რომ
დიდი რაოდენობით მიმეღო ცხოველური ცილები, მინიმუმ კვირაში სამჯერ მაინც. ასევე სასურველია კვირაში
ერთხელ მაინც, ორგანიზმის განტვირთვისთვის მხოლოდ ხილი და ბოსტნეული შეიტანოთ დღის რაციონში.
ნიუ-იორკში საკმაოდ მარტივია ჯანსაღად კვება, მითუმეტეს ჩემს საქმროს აქვს მაღაზიების ქსელი
სადაც მხოლოდ ჯანსაღი პროდუქტების შეძენაა შესაძლებელი და ამიტომ არ არის რთული
ჩემთვის მენიუს სწორად შერჩევა. ყოველთვის მსურდა ვეგეტარიანელი ვყოფილიყავი,
მაგრამ იმდენად მიყვარს ქართული კერძები, რომ როდესაც ჩავდივარ მოსკოვში
ვერასდროს ვიკავებ თავს ხაჭაპურისგან და ხორციანი კერძებისგან.

- ნიუ-იორკშიც თუ ვარჯიშობთ, თუ გადატვირთული გრაფიკის გამო ვერ ახერხებთ სპორტ დარბაზში სიარულს?

- პარიზში ხშირად ვვარჯიშობ შტანგების მეშვეობით, რაც შეეხება ნიუ-იორკს დავდივარ ფიტნეს კლუბში.

ინტერვიუ ანა სელეზნევასთან ინტერვიუ ანა სელეზნევასთან

- რითი იწყება შენი დილა?

-პირველ რიგიში გაღვიძებისთანავე, ვსვავ ერთ ჭიქა ლიმონიან წყალს. ამ ტრადიციას არ ვარღვევ უკვე 9 წელია.
შემდგომ სახეზე ვისმევ კანის დამატენიანებელ კრემს, რომელიც ცხიმიანი კანისთვისაა განკუთვნილი.

- როგორი დამოკიდებულება გაქვთ მაკიაჟისადმი?

- მე მომხრე ვარ ბუნებრივი სილამაზის, ყოველდღიურ ცხოვრებაში არანაირ მაკიაჟს არ ვიყენებ და ალბათ ამ
მიზეზის გამო მაქვს კანი იდეალურ მდგომარეობაში, მხოლოდ განსაკუთრებულ წვეულებეზე
ვიყენებ კოსმეტიკას ისიც ძალიან მცირე რაოდენობით.

ინტერვიუ ანა სელეზნევასთან ინტერვიუ ანა სელეზნევასთან

ანა პიერ ბალმეინის ჩვენებაზე{2010 წლი}

- სახისა და ტანის მოსავლელად რომელი ბრენდის კოსმეტიკას ანიჭებთ უპირატესობას?

- ყოველთვის შხაპის მიღების შემდეგ ვიყენებ Weleda-ს ტანის ლოსიონს, ეს ბრენდი მე ძალზედ გამოცდილმა
დერმატოლოგმა მირჩია, თმებს დრო და დრო ვიჭრი, რადგან მსურას ჯანსაღი იერი არ დამეკარგოს.
დასაბანად კი Bain Vitalisant-ის შამპუნების ნაკრებს ვანიჭებ უპირატესობას.

- და ბოლოს, რას ატარებთ ჩანთით მუდმივად?

- სუნამოებს. პარიზში მყავს მეგობარი, რომელიც მუსულმანია და მუდმივად მჩუქნის
მის სამშობლოში წარმოებულ ექსკლუზიუ, საკმაოდ არაორდინალური სურნელის მქონე სუნამოებს.
მაგალითად დღეს დილით მაჩუქა ჟასმინის არომატის შემცველი სუნამო, რომელიც ზუსტად
რამოდენიმე წუთის წინ მივიპკურე უკანასკნელად.

კატეგორია: მოდური სიახლეები
Tags:

11


  • Realist თქვა:
    12 აპრილი 2012 01:25 - ID: 11,
    ეს ინტერვიუ სად ნახეთ ?

  • ta-ta თქვა:
    11 აპრილი 2012 22:13 - ID: 10,
    გამეხარდააა ქართულ კერძებზე კაი გოგო ჩანს ბუნებით პროსტა ზედმეტად წვრილია
    თამო მადლობა

  • demuka თქვა:
    11 აპრილი 2012 21:08 - ID: 9,
    ta_mo,
    ნამდვილად კაი გოგო ჩანს კაიაა საღოლ love

  • DiamondsAndHeels14 თქვა:
    11 აპრილი 2012 18:25 - ID: 8,
    მაგრამ იმდენად მიყვარს ქართული კერძები, რომ როდესაც ჩავდივარ მოსკოვში
    ვერასდროს ვიკავებ თავს ხაჭაპურისგან და ხორციანი კერძებისგან.

    რა საყვარელია, ცარიელი კუნთია, მაგრამ საყვარელი ტიპაჟია, ამიტომაც მიყვარს love

    niusi love

  • ninikoo თქვა:
    11 აპრილი 2012 16:35 - ID: 7,
    ანა love

  • Mari Glonti თქვა:
    11 აპრილი 2012 16:12 - ID: 6,
    getaxnmebi ana wonis shenarchunebashi..ise aman rac ar udna chamso ar gasuqdeba imdenad wvrilia da wvrildzvala...ise ramodeniem wlsi win laparakobd amxolod rusi mamkacebi momwons da albat russ miyveba vinmes
    vaa qartuli kerdzebi yvarebia :O:O WOW

    dzalian kargi newsia tam dzalain dzalain mesiamovna mec miyvars ana love

  • menabde თქვა:
    11 აპრილი 2012 15:18 - ID: 5,
    ესეთ ნიუსებს არც ვნახულობ,არაა ჩემთვის საინტერესო

  • m_a_n_ch_o თქვა:
    11 აპრილი 2012 15:18 - ID: 4,
    love
    მომეწონა სიახლეეეეე love
    საინტერესო იყო

  • marli თქვა:
    11 აპრილი 2012 14:58 - ID: 3,
    მომეწონა

  • elga თქვა:
    11 აპრილი 2012 14:57 - ID: 2,
    auff qartuli samzareulo miyvarsoo?magaria nagdad ar velodi amas wink . siaxle kargia momewona da anna ar miyvars araa

  • amanda თქვა:
    11 აპრილი 2012 14:51 - ID: 1,
    ვაახ ჩემი ხაჭაპურიოო :) ვის არ უყვარს,აუფ მომინდაა:(:D

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top