;
25 აპრილი 2012      MaRihanna     7 კომენტარი     ნანახია 3101-ჯერ    
კატეგორიაში: მოდური სიახლეები

სამკაულები 2012 წლის გაზაფხულისთვის
გამოვლენილი ტენდენციები

სამკაული არის ის, რაც აუცილებლად უნდა იყოს მოდური გოგონას გარდერობში.
ზაფხული მალე გვეწვევა, ამიტომ აუცილებელია ყველაზე ცხელი სეზონისთვის რაც
შეიძლება გავამდიდროთ ჩვენი გარდერობი სხვადასხვანაირი აქსესუარებით. 2012
წლის საგაზაფხულო სეზონის ერთ-ერთ ტრენდად ითვლება ყვავილის ფორმის
და ეთნიკური სამკაულები. ასევე მრავალფენიანი მძივები.


ყვავილის ფორმის სამკაულები

ყველაფერი გაფორმებული ყვავილებით ან თუნდაც ყვავილოვანი დიზაინის მქონე
სამკაულები არაჩვეულებრივი ვარიანტი იქნება თქვენთვის. ყვავილი, ხომ ზაფხულის
დადგომასთან ასოცირდება, ამ ტიპის სამკაულები არაჩვეულებრივ კომბინაციას შექმნის
ფერად სამოსთან და ჩანთებთან.
Jewelry Fashion for Summer of 2012

"ჭაღი" საყურეები

მე-16 საუკუნის ბოლოდან მოდაში შემოვიდა ე.წ "ჭაღი" ანუ დიდი ზომის საყურები. ამ
ტიპის საყურეებს ძირითადად აწეულ თმაზე იკეთებენ, რადგან წარმოაჩინონ "ჭაღი"-ს
სილამაზე და ელეგანტურობა. "ჭაღი" საყურეები შეიძლება იყოს სხვადასხვა ზომისა და
ფენების, იმის მიხედვით თუ რამდენად გინდათ გამოაჩინოთ ეს საყურე.
Jewelry Fashion for Summer of 2012

ეთნიკური სამკაულები

ამ ტიპის სამკაულების შეძენა შეგიძლიათ სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობის დროს, ან
თუნდაც გააკეთოთ თქვენი ხელით. ეთნიკურ სამკაულებში ჩაქსოვილია ხის მძივები და
სხვადასხვა ქვები.
Jewelry Fashion for Summer of 2012

ნამდვილი ქვებისგან დამზადებული სამკაულები

ახლა შესაძლებელია, რომ შექმნათ/იყიდოთ სამკაული, რომელიც ინკრუსტირებული
იქნება ბუნებრივი ქვებით. ასეთი სამკაულები უფრო ლამაზი და რაც მთავარია
უნიკალურია.
Jewelry Fashion for Summer of 2012

მრავალფენიანი ყელსაბამები

ამ ტიპის ყელსაბამები უფრო საინტერესოს გახდის თქვენს ლუქს, განსაკუთრებით კი
მაშინ, როდესაც გაცვიათ ფერადი კოფთა. ზაფხული აუცილებლად დატვირთული
უნდა იყოს ნათელი ფერებით, ამიტომ არ შეგეშინდეთ ექსპერიმენტების !

Jewelry Fashion for Summer of 2012

კატეგორია: მოდური სიახლეები
Tags:

7


  • barjakuzu თქვა:
    26 აპრილი 2012 11:45 - ID: 7,
    საყურე love

  • MaRihanna თქვა:
    25 აპრილი 2012 15:40 - ID: 6,
    lady_tamo,
    გმადლობ თამმმ love

  • MaRihanna თქვა:
    25 აპრილი 2012 14:33 - ID: 5,
    ✿GiRL From VoGue✿☆,
    B-))),
    Melakoo,
    გმადლობთ love

  • Anch_Bey თქვა:
    25 აპრილი 2012 13:50 - ID: 4,
    მთაავარი ფოტო love

  • anuka-gaga თქვა:
    25 აპრილი 2012 11:31 - ID: 3,
    ვაი...მთავარი ფოტოოოოო :* love

  • Melakoo თქვა:
    25 აპრილი 2012 10:53 - ID: 2,
    კარგი ნიუსია,თუმცა მე მსგავს სამკაულებს ვერ ვატარებ,არ მიყვარს winked

  • 25 აპრილი 2012 01:01 - ID: 1,
    - სხვათაშორის გუშინ დავათვალიერე ერთ-ერთი კოლექცია, რომლის უშუალო მახასიათებელიც "აქსესუარი" იყო, მთავარი აქცენტი კი - სამკაულები და მინდა ვთქვა, რომ უკმაყოფილო დავრჩი, ვინაიდან ვერცერთ მათგანს ვერ შევუსატყვისე სამოსის კონტრასტი,ტონი ან თუნდაც ყველაზე მარტივი შტრიხი - ფერი. ძალიან სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ ფერადოვანი გრადაციები 2012 წლის მთავარი ინოვაციაა, მაგრამ ამ შემთხვევაში არა სამკაულებთან მიმართებაში. "ჭაღი" საყურეების სტილირიზაცია ძალიან მარტივი და "რბილია", რაც უშუალოდ გაზაფხულს გვახსენებს.აი ეს ყვავილოვანი ელემენტები კი ჩემი აზრით ზედმეტია, ვერანაირად ვერ ვუსადაგებ ვერაფერს, არაორიგინალური და ვულგარულია. 2012 წელი შეიძლება ითქვას რომ "მოდის აღორძინების" ყველაზე ცუდი პერიოდია. აქსესუარს და სხვა მრავალ მინიატურულ ელემენტს უფრო დიდი ყურადღება უნდა მიექცეს , ვიდრე თხელ ქსოვილებსა და ნაჭრებს. ძალიან კარგი ნიუსია.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top