;

4 May 2012      Sofia ϟ ♥     Views 3699    
Category: Fashion

გაზაფხული-ზაფხულის ტენდენციები

მოდელები ბრენდებ D&G, Pucci, Dior, MaxMara კოლექციებიდან.

გაზაფხული-ზაფხულის ტენდენციები.

2012 წელს ძირითადი დომინირებული ფერი - ბეჟისფერია, მაგრამ უფრო აქტიურად დიზაინერები თეთრ ფერს ხმარობენ. შეიძლება თეთრი ფერი არც თუ ისე ფუნქციონალურია როგორც სხვა ფერები, მაგრამ ყველაზე გრილი და საზაფხულოა. შეგიძლიათ გამოეწყოთ თავიდან ბოლომდე თეთრ ფერში და არ შეგეშინდეთ, რომ ვიღაცამ ”თეთრი ყვავი” დაგიძახოთ.

მოდელები ბრენდებ Pucci, Dior, Ralph Lauren, MaxMara კოლექციებიდან.

გაზაფხული-ზაფხულის ტენდენციები.

არ გინდათ თეთრი ? - შეგიძლიათ ჩაიცვათ მკვეთრი და ფერადი ფერის ტანისამოსი.ტენდენციის მიხედვით თქვენ შეგიძლიათ ატაროთ მკვეთრი ფერის ტანისამოსი, ასევე მკვეთრი ფერის აქსესუართად ერთად, ყველანაირი კომპლექსის გარეშე. ეს დაუჯერებელი ჩანს, მაგრამ ამ სეზონზე თქვენ შეგიძლიათ ჩაიცვათ წითელი შარვალი, ლურჯი მაისური და მწვანე ფეხსაცმელი ერთად ! თუ სამი წლის წინ თქვენ შემოგხედავდნენ და თქვენი ასეთი ჩაცმულობის გამო გიჟად ჩაგთვლიდნენ , ნუ შეგეშინდებათ ! ამ სეზონზე ყველაფერი პირიქითაა.

მოდელები ბრენდებ Zara, Stella Mccartney, Pucci კოლექციებიდან.

გაზაფხული-ზაფხულის ტენდენციები.

თუ თქვენ გაეცნობით 2013 წლის გაზაფხული-ზაფხულის ტენდენციებს, შეგეძლებათ დარწმუნებით თქვათ , რომ ეს იქნება ბოლო სეზონი, როდესაც შეგეძლებათ მინი ქვედაბოლოს ჩაცმა. ასე, რომ ვისაც გაქვთ გრძელი ფეხები და თავდაჯერებულობა - იჩქარეთ.

მოდელები ბრენდებ Dior, D&G, Roberto Cavalli, MaxMara კოლექციებიდან.

გაზაფხული-ზაფხულის ტენდენციები.

2012 ში ისევე როგორც შარშან - გრძელი ქვედაბოლოები უპირატესობას არ თმობენ. თუ აქამდე ამ კაბებს , მხოლოდ რაიმე დღესასწაულზე იცვამდნენ, ახლა თამამად შეგიძლიათ იგი ყოველდღიუ სამოსად აქციოთ. კაბები ყვავილოვანი პრინტით, რამოდენიმე ნაჭრისგან შეკერილი, ტრიკოტაჟის, შიფონის,პლისებიანი ან რომელიც თქვენ მოგესურვებათ , მთავარია ერთი კრიტერიუმი - სიგრძე.

მოდელები ბრენდებ Valentino, Etro, Pucci კოლექციებიდან.

გაზაფხული-ზაფხულის ტენდენციები.

დიზაინერებმა გადაწყვიტეს, რომ ჩვეულებრივი გრძელი კაბა - მოსაწყენი და უბრალოა. ამიტომ, მათ გადაწყვიტეს, რომ ამ კაბების რაღაც ნაწილი გამჭირვალე გაეკეთებინათ. Valentino ს Pucci ს და Etro ს კოლექციები ზუსტად ასეთი კაბებითაა გამდიდრებული.


Category: Fashion
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top