;
9 მაი 2012      Ann_J     22 კომენტარი     ნანახია 10206-ჯერ    
კატეგორიაში: მოდური სიახლეები

რბილი პასტელი, განსხვავებული ნამუშევარი, საზღვაო თემა, რომანტიკული მაქმანი, პლისებიანი ქვედაბოლო, პიჟამას შარვლები, განსაცვიფრებელი კაბა 60 იანების სტილში, ნათელი ფერის აქსესუარები და სამკაულების რთველი - ახალ სეზონზე, დიზაინერებმა ჩვენთვის საკმაოდ საინტერესო თემები შეარჩიეს. მათ თქვენთვის პატარა ბიძგის მოსაცემად შეარჩიეს ტოპ 10 ნივთი, რომელზეც ისინი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ.
2012 წლის გაზაფხული - ზაფხულის ტოპ 10 ნივთი

ძალიან ცოტა დრო რჩება ზაფხულის მოსვლამდე და ჩვენ კიდევ გვაქვს დრო დასაფიქრებლად, თუ რითი განვაახლოთ ჩვენი გარდერობი, ამ თბილი პერიოდისათვის. მაღაზიებში უკვე წარმოდგენილია 2012 წლის ზაფხულის სხვადასხვაგვარი კოლექციები. როგორ გავაკეთოთ სწორი არჩევანი ამ მრავალფეროვან სპექტრში, რას გვთავაზობს ჩვენ მოდური ბუტიკები? რა უნდა მოირგოს ნებისმიერმა გოგონამ ახალ სეზონზე და რა ტენდეციები უახლოვდება უახლოეს დროს, ჩვენ მალევე გავიგებთ.

ფეხსაცმელი კარამელის პასტელით
ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება 2012 წლის გაზაფხული-ზაფხულის სეზონზე არის უჩვეულო და ნაზი პასტელის ტონი. პიტნისფერი, ღია ლურჯი, ლიმნისფერი, ვარდისფერი, კრემისფერი და მარჯნისფერი - ეს ნათელი და აქტუალური ფერები ხდის თქვენს იმიჯს უფრო ქალურს . ფეხსაცმელი რომელიც ნაზ და რბილ ტონალობებშია გადაწყვეტილი, უნდა ამშვენებდეს ნებისმიერი მოდური გოგონას გარდერობს. იგი არის ძალზედ მრავალმხრივი, რადგან კარამელის ფერი - არის ძალიან დამყოლი და შეეფერება სამოსს, როგორც პასტელის ფერებში, ასევე ნათელ ფერშიც.
2012 წლის გაზაფხული - ზაფხულის ტოპ 10 ნივთი 2012 წლის გაზაფხული - ზაფხულის ტოპ 10 ნივთი 2012 წლის გაზაფხული - ზაფხულის ტოპ 10 ნივთი 2012 წლის გაზაფხული - ზაფხულის ტოპ 10 ნივთი

კაბა ყვავილოვანი პრინტით

უკვე არა ერთი წელია დიზაინერები აღწერენ მსოფლიო პოდიუმს ნათელი და ღია ფერებით . ახლა ჩვენც შეგვიძლია ტკბობა ზეციური ვარდებით, ნათელი ტიტებითა და ნაზი იებით, არამარტო ბაღებსა და პარკებში, არამედ ჩვენს კარადებშიც. სამოსი ყვავილოვანი პრინტით, არის აუცილებელი ნივთი ზაფხულისთვის . მაგალითად კაბა ნათელი პასტელის ფერებით, დიდი ორნამენტებითა და ცალკეული ნიმუშით. ყვავილოვან პრინტიანი კაბის შესანიშნავი დაკომპლექტება იქნება შავი, თეთრი და ღია რუხი ფერის აქსესუართან.
2012 წლის გაზაფხული - ზაფხულის ტოპ 10 ნივთი 2012 წლის გაზაფხული - ზაფხულის ტოპ 10 ნივთი 2012 წლის გაზაფხული - ზაფხულის ტოპ 10 ნივთი

წვრილი ფერადი ქამრები

ქალის ნატიფი ფერადი ქამარი შესანიშნავად შეავსებს ლუქს. ხაზს გაუსვამს წელს და გამოკვეთს სხეულის ფორმას. დასამზადებლად და მატერიალის სახით იყენებენ ტყავს, ტექსტილს, რეპტილიებსა და ზამშეს
2012 წლის გაზაფხული - ზაფხულის ტოპ 10 ნივთი 2012 წლის გაზაფხული - ზაფხულის ტოპ 10 ნივთი 2012 წლის გაზაფხული - ზაფხულის ტოპ 10 ნივთი 2012 წლის გაზაფხული - ზაფხულის ტოპ 10 ნივთი

კაბა 60 იანების სტილში

60 იანი წლების ტენდენცია კვლავ მოდაშია - გამოკვეთილი წელი, მრავალფენიანი, მჭიდრო, ვიწრო, ელეგანტური და რეტრო კაბა - არის მომავალი სეზონის მნიშვნელოვანი საგანი
2012 წლის გაზაფხული - ზაფხულის ტოპ 10 ნივთი 2012 წლის გაზაფხული - ზაფხულის ტოპ 10 ნივთი 2012 წლის გაზაფხული - ზაფხულის ტოპ 10 ნივთი

ფართო ქუდები

ერთ- ერთი აქტუალური საზაფხულო საკითხი - როგორ გავექცეთ და დავემალოთ მზეს? უახლოეს სეზონზე, მოდაში შემოდის შლიაპები ფართო და განიერი სფეროთი. დამზადებულია სხვადასხვა მასალებისგან: ჩალა, ქაღალდი, ტექსტილი, პოლიესტერი. იგი აუცილებლად დაგიცავს მზისგან, თუ რა თქმა უნდა გარუჯვა არ გსურს. ეს არ არის მხოლოდ მოდური, არამედ პრაქტიკულიცაა. ის იდეალურ კომბინაციას გაუწევს საზაფხულო სარაფანს ან ჰაეროვან კაბას.
2012 წლის გაზაფხული - ზაფხულის ტოპ 10 ნივთი 2012 წლის გაზაფხული - ზაფხულის ტოპ 10 ნივთი 2012 წლის გაზაფხული - ზაფხულის ტოპ 10 ნივთი

კოქტეილის ბეჭედი

აქსესუარები თითოეულ მოდურ გოგონას უნდა ჰქონდეს უამრავი. მომავალ სეზონზე თქვენი კოლექციის შევსება ვინტაჟის ბეჭდებით შეგიძლიათ, რომელიც არტ -დეკოს 20 იან წლებშია. ეპატაჟური ბეჭდები შემკულია ეფექტური ძვირფასი ქვებით. ის შესანიშნავად შეავსებს თქვენ საზაფხულო იმიჯს. ამ აქსესუარის დახმარებით თქვენი ჩაცმულობაც იქნება მდიდრული და დახვეწილი.
2012 წლის გაზაფხული - ზაფხულის ტოპ 10 ნივთი 2012 წლის გაზაფხული - ზაფხულის ტოპ 10 ნივთი 2012 წლის გაზაფხული - ზაფხულის ტოპ 10 ნივთი 2012 წლის გაზაფხული - ზაფხულის ტოპ 10 ნივთი

ფაქიზი მაქმანიანი ბლუზი

მაქმანი და გამჭვირვალე ქსოვილები არ კარგავენ თავიანთ აქტუალობას, უკვე ზედიზედ რამოდენიმე სეზონია. ბსუბუქი მაქმანიანი ბლუზი დაამშვენებს თქვენს გარდერობს. ის გახდის იმიჯს ფრთხილს, ქალურს, რომანტიკულსა და მაცდურს. ფერის არჩევის დროს უპირატესობა მიანიჭეთ რბილ პასტელის ფერებს: ვარდისფერი, ღია ცისფერი, ნაღები, კრემისფერი და ლიმნისფერი. ის კარგად შეერწყმება როგორც კლასიკურ კაბას, ასევე ნათელ კარამელისფერი ქვედაბოლოს.
2012 წლის გაზაფხული - ზაფხულის ტოპ 10 ნივთი 2012 წლის გაზაფხული - ზაფხულის ტოპ 10 ნივთი 2012 წლის გაზაფხული - ზაფხულის ტოპ 10 ნივთი

ნათელი, ცოცხალი ფერის ჩანთები

2012 წლის ზაფხულში პოპულარული იქნება რბილი პასტელის ფერები, მაგრამ ნათელი ფერის აქსესუარები არ აღიარებენ კარამელის ტენდენციას . პოზიტიური ფერის ჩანთები აღგვაფრთოვანებს მისი მდიდარი და გაჯერებული ფერებით: ფირუზისფერი, ყვითელი ნარინჯისფერი, ვარდისფერი, ნეონის მწვანე ფერი. ეს აქსესუარი იქნება თქვენი იმიჯის ფერადი აქცენტი, თქვენ ისღა დაგრჩენიათ, რომ ისარგებლოთ და დატკბეთ გარშემომყოფების ყურადღებით.
2012 წლის გაზაფხული - ზაფხულის ტოპ 10 ნივთი 2012 წლის გაზაფხული - ზაფხულის ტოპ 10 ნივთი 2012 წლის გაზაფხული - ზაფხულის ტოპ 10 ნივთი

მსხვილი კოლიე

2012 წლის გაზაფხული- ზაფხულის სეზონი გვთავაზობს მრავალფეროვან აქსესუარებს. უკვე პოპლულარობის პიკშია მსხვილი კოლიე რომლის დასამზადებლათაც გამოიყენება: ლითონი, ტყავი, პლასტიკა, ქვები და მძივები . ეს უბრალოდ გარდაუვალი და აუცილებელია ნებისმიერი ზრდასრული ქალბატონისა და გოგონასთვის. ან უბრალოდ იმ ადამიანებისთვის ვინც ინტერესდება მოდით. ის არაჩვეულებრივ კომბინაციას გაუწევს კლასიკურ ბლუზს და კაბა-მაისურს . ამ ყელსაბამის დამსახურებით თქვენი იმიჯი ყოველთვის იქნება ელეგანტური, მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ არ ღირს მისი გაერთიანება დეკორატიულ, მასიურ და მსვილ სამაჯურთან ან საყურესთან.
2012 წლის გაზაფხული - ზაფხულის ტოპ 10 ნივთი 2012 წლის გაზაფხული - ზაფხულის ტოპ 10 ნივთი 2012 წლის გაზაფხული - ზაფხულის ტოპ 10 ნივთი

ქვედაბოლოები 50 იანების სტილში

50 იანების ქალური სილუეტები ძალზედ აქტუალურია. როკენ-როლის ზენიტმა მაინც იქონია გავლენა დღევანდელ ეპოქაზე. რის შედეგადაც სახეზეა გრძელი, ქალური და ელეგანტური ქვედაბოლო. რომელიც თქვენ მამაკაცებისთვის საიდუმლოს გაგხდით. ვფიქრობ ეს საგანი არის შეუცვლელი წლევანდელი სეზონისთვის . სასურველია კიტელი ან მაისური იქნას ჩატანილი ფართო, მკვრივ და მაღალწელიან ქვედაბოლოში.

2012 წლის გაზაფხული - ზაფხულის ტოპ 10 ნივთი 2012 წლის გაზაფხული - ზაფხულის ტოპ 10 ნივთი 2012 წლის გაზაფხული - ზაფხულის ტოპ 10 ნივთი

კატეგორია: მოდური სიახლეები
Tags:

22


  • Ms.Casillas თქვა:
    9 მაი 2012 21:56 - ID: 22,
    NataMorgan♥,
    არამგონია რო ვინმემ დაგცინოს ამათზე

  • ninikoo თქვა:
    9 მაი 2012 20:36 - ID: 21,
    love

  • Mari Glonti თქვა:
    9 მაი 2012 18:19 - ID: 20,
    xval vicvam zustad retro stilis qvedabolos da maikas chatanebuls..kargi newsia ana magram 0anebic retro stilia? ar vicod ime marto 50anebi megona rom iyo

  • sopho) თქვა:
    9 მაი 2012 17:57 - ID: 19,
    მომეწონა,მიყვარს ასეთი ნიუსები

  • Knowles თქვა:
    9 მაი 2012 17:11 - ID: 18,
    ძალიან გამიხარდა ძველი 60იანების სტილი რომ დაბრუნდა საერთოდ გარდერობის განახლებას სულ ამ სტილში ვაპირებ love

    მართლაც რომ არაჩვეულებრივი ნიუსია! ყოჩაღ! love

  • yvelaze goimebi თქვა:
    9 მაი 2012 17:11 - ID: 17,
    ფუუუუუუუ რომ მაჩუქონ არ ავიღებ რა ძონძებია

  • gossip girl თქვა:
    9 მაი 2012 16:44 - ID: 16,
    მომეწონააა

  • Miss Nothing თქვა:
    9 მაი 2012 16:41 - ID: 15,
    ara me ar vapireb gadavinacvo 80-ianebis stilshi..tumca araa cudi newsi..chemi zapxulis stilia:shorti,parto maisurebi,Vans,sarapanebi. fellow

  • barjakuzu თქვა:
    9 მაი 2012 15:38 - ID: 13,
    კაბებიიიიიიიიიი

  • bubunia:) თქვა:
    9 მაი 2012 15:24 - ID: 12,
    ძალიან კარგი ნიუსიააა:)))აუ მიყვარს რა ეს მხირული ფერებიიიიიიი:))) კაბა ყვავილის პრინტით love

  • lalaa თქვა:
    9 მაი 2012 15:17 - ID: 11,
    ნახევარზე მეტი მაქვს აქედან :))) კარგი ნიუსია love

  • m_a_n_ch_o თქვა:
    9 მაი 2012 15:16 - ID: 10,
    აუ აი უმაგრესი ნიუსი იყო რააააა
    როგორ მიყვარს ესეთი სიახლეები love

  • elga თქვა:
    9 მაი 2012 14:57 - ID: 9,
    ხალხო მიშველეთ რამე შავი ფერის გარდა ვერაფერს სხვა ფერს ვერ ვიცვამ და თუ ჩავიცვამ რაგაცეები მემართება ამ სიბერეში რა დროს ჩემი ემოობა იყო wink სულ შავი ფერი მაგრად მოქმედებს ჩემ ფსიქიკაზე.

  • Johnny depp თქვა:
    9 მაი 2012 14:44 - ID: 7,
    უმაგრესი დახვეწილი სტატია :)))))) love ბევრი რამ ჯდება ჩემს გემოვნებაში მიყვარს პასტტელის ფერბი ჰარევანია ძაან :))0

  • MaRrIaMi ♥ ) თქვა:
    9 მაი 2012 14:09 - ID: 5,
    momewonaa:* [[mara gansakutrebit bolodan me-6 iyo dzan kargi samivee...mtlianobashi kargebia.. yochag love love

  • Ann_J თქვა:
    9 მაი 2012 13:26 - ID: 4,
    Ancho.
    ნუ ესე ვთქვათ ეს ჩემი პირველი მოდური და ვრცელი ნიუსია. ასე თუ ისე wink

    lady_tamo
    anuka-gaga
    Ancho.

    მადლოობთ
    love

  • Ancho. თქვა:
    9 მაი 2012 13:22 - ID: 3,
    კი ზუსტია, და მომწონს წლევანდელი ტენდეციები..♥
    ანაააა სუპერ მოდური სტატია იყოო! უზიომოდ დახვეწილი!♥♥♥
    love

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top