;
9 მაი 2012      SaaL--SanzOna     5 კომენტარი     ნანახია 2437-ჯერ    
კატეგორიაში: მოდური სიახლეები

ოქროსფერი მეტალის დეტალები 2012 წლის გაზაფხულისთვის

მეტალის დეტალები, აქსესუარები, მოტივები 2012 წლის მოდურ ტენდენციებში განსაკუთრებულ და აქტუალურ
როლს თამაშობს. თითოეულ ეპოქას აქვს თავისი დამახასიათებელი სტილი. ამ წელს კი ნამდვილად შეგვიძლია
ვთქვათ, რომ მეტალის დეტალები ყველაზე პოპულარული ტრენდია. ეს ტენდენციაც რამდენიმე სახედ გვევლინება.

სხვადასხვა ფერის მეტალები, კლასიციზმისა და რომანტიზმის დამოკიდებულება მათ შორის,
თანამედროვე ელემენტების შერწყმა ელეგანტურ სტილთან
- სწორედ ეს მახასიათებლები
მჟღავნდება ისეთ კოლექციებში, სადაც მეტალზე კეთდება განსაკუთრებული ყურადღება.

ოქროსფერი მეტალის მოტივები 2012 წლის გაზაფხულის სამოსში

აღმოჩნდა რომ იმ მრავალფეროვანი არჩევანისგან, რომლებიც დიზაინერებმა ამ სეზონისთვის
შემოგვთავაზეს, გაზაფხულზე ოქროსფერი მეტალის დეტალები იქნება ყველაზე მოდური.
მოდის კრიტიკოსები ასევე გვაფრთხილებენ, რომ ამ სტილის შენარჩუნებისთვის უნდა
ვეცადოთ ნაკლებად გადავტვირთოთ ის, რადგან თავად მეტალის დეტალები, უკვე ისეთი
რამაა, რასაც აღარ სჭირდება ზედმეტი გადატვირთები და გლამურული სტილის ელემენტები.
მინიმალიზმი აქ თავს იჩენს და სწორედ მისი შენარჩუნებაა საჭირო.

ოქროსფერი მეტალის მოტივები 2012 წლის გაზაფხულის სამოსში
ოქროსფერი მეტალის მოტივები 2012 წლის გაზაფხულის სამოსში
ოქროსფერი მეტალის მოტივები 2012 წლის გაზაფხულის სამოსში
ოქროსფერი მეტალის მოტივები 2012 წლის გაზაფხულის სამოსში
ოქროსფერი მეტალის მოტივები 2012 წლის გაზაფხულის სამოსში
ოქროსფერი მეტალის მოტივები 2012 წლის გაზაფხულის სამოსში
ოქროსფერი მეტალის მოტივები 2012 წლის გაზაფხულის სამოსში

თუკი უფრო ვრცლად დავიწყებთ ამ სტილზე საუბარს მაშინ მოგვიწევს გავიხსენოთ 80-იანი
და 90-იანი
წლები. ეს სტილი გაზაფხულზე ნამდვილი სუპერ ტრენდი იქნება ქალბატონებისთვის,
რადგან აქ მდიდრული ელფერი და რომანტიული, ჰაეროვანი სტილი ერწყმის ერთმანეთს. მათი
სინთეზი კი საოცარ შედეგს გვაძლევს. ამ შედეგს კი დიზაინერების სამოსში აუცილებლად დავინახავთ.

ოქროსფერი მეტალის მოტივები 2012 წლის გაზაფხულის სამოსში

მოდის კრიტიკოსები გვეუბნებიან: "თუკი თქვენც გსურთ გაიმეოროთ ეს სტილი, მაშინ ოქროსფერი
მეტალის დეტალებით გაფორმებულ კაბას მხოლოდ და მხოლოდ ოქროსფერი სამკაულები, ოქროსფერი
აქსესუარებით გაფორმებული ჩანთები შეუხამეთ. არავითარ შემთხვევაში არ ცადოთ სხვადასხვა სახის
ქსოვილის მიქსი და სინთეზი. ეს სრული აფსურდი იქნება. ამ სტილში, რომელიც გაზაფხულისთვის
ზედგამოჭრილია მხოლოდ ოქროსფერი უნდა დომინირებდეს"


ოქროსფერი მეტალის მოტივები 2012 წლის გაზაფხულის სამოსში

იმის თქმა, რომ სხვადასხვა ქსოვილის და პრინტის სინთეზი ამ სტილს არ უხდება, სულაც არ ნიშნავს
იმას რომ იგივე ითქმის ფერებზე.
პირიქით ლუქის მრავალფეროვნებისთვის თქვენ მეტალს შეგიძლიათ
მხოლოდ და მხოლოდ პასტელური, "დამჯდარი" ფერები
შეუხამოთ. მაგ: რბილი, ღია ცისფერი, იისფერი.

ოქროსფერი მეტალის მოტივები 2012 წლის გაზაფხულის სამოსში
ოქროსფერი მეტალის მოტივები 2012 წლის გაზაფხულის სამოსში
ოქროსფერი მეტალის მოტივები 2012 წლის გაზაფხულის სამოსში

ფეხსაცმელებიდან უპირატესობა რამდენიმე ფერიან ფეხსაცმელს მიანიჭეთ. ეცადეთ ოქროსფერი
ელემენტები დომინირებდეს მასში. ან იყოს უბრალოდ შავი ან თეთრი და აუცილებლად ნაკლებად დახურული.

ოქროსფერი მეტალის მოტივები 2012 წლის გაზაფხულის სამოსში

კატეგორია: მოდური სიახლეები
Tags:

5


  • SaaL--SanzOna თქვა:
    9 მაი 2012 22:22 - ID: 5,
    Mari__Angel,
    Julien Macdonald , S/S ’12 :)))))))))

    elga,
    Anch_Bey,

    love

  • Anch_Bey თქვა:
    9 მაი 2012 21:46 - ID: 4,
    გადასარევიც არაა, მაგრამ კარგია. ნიუსი სალლ არაჩვეულებრივია ! love

  • ANGEL თქვა:
    9 მაი 2012 21:31 - ID: 3,
    მომწონსსს სიამოვნებით ვიქონიებდი ქვედაბოლოს ასეთი ეფექტით ან http://s017.radikal.ru/i442/1205/21/80da8e3303de.jpg ეს ვისი კოლექციიდანაა? ასეთ ტოპს

  • elga თქვა:
    9 მაი 2012 20:47 - ID: 2,
    რობერტო კავალის ამ კოლექციაზე ვგიჟდები love ეტროს კაბაც მომწონს.კარგი ნიუსია არის

  • ninikoo თქვა:
    9 მაი 2012 20:40 - ID: 1,
    რობერტო კავალი love

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top