;
23 მაი 2012      SaaL--SanzOna     17 კომენტარი     ნანახია 3262-ჯერ    
კატეგორიაში: მოდური სიახლეები

მერლინ მონროს სტილის თანამედროვე ვარიანტები

ცნობილი მსახიობი მერლინ მონრო არა მარტო თავისი სილამაზითა და სექსუალურობით იყო განთქმული, არამედ
მისი სტილიც ხშირად ხდებოდა მსჯელობის საგანი. მისი სტილი დახვეწილი გახლდათ და საკმაოდ კარგად პასუხობდა
იმ დროინდელ მოდურ ტენდენციებს. მოდა ხომ ბრუნავს, ჰოდა თქვენ წარმოიდგინეთ მერლინის სტილის გამეორება
ახლაც შეგვიძლია საგაზაფხულო ან სხვა ნებისმიერი სეზონისთვის. უბრალოდ თანამედროვე ელემენტებით ვაჯერებთ
მის ძველ, დახვეწილ სტილს და საბოლოო ჯამში ნამდვილად კარგ და მოდურ შედეგს ვხედავთ.

Joe Zee არის შემოქმედებითი დირექტორი, რომელმაც ჟურნალ "ELLE"-ს შესთავაზა სტატია სწორედ ამ თემის შესახებ.
ჯომ წარმოგვიდგინა ექვსი ლუქი, სადაც მერლინ მონროს სტილს თანამედროვე ვარიანტით იყენებდა.

1. "საღამოს კაბისთვის მერლინის კაბა ნამდვილად შთაგონება იქნებოდა მოდური ქალბატონისთვის. მე ამ
შემთხვევაში სულაც არ შემიცვლია ბევრი დეტალი, განსხვავება მხოლოდ ფერებსა და კონტრასტებშია.
კაბისთვის ოქროსფერი ხოლო ფეხსაცმლისთვის ლურჯი გამოვიყენე, რომელიც სამეფო ფერადაა აღიარებული"

მერლინ მონროს სტილის თანამედროვე ვარიანტები

2. "მერლინის ეს ფოტო 1951 წელს არის გადაღებული და თავისთავად სტილშიც იგრძნობა ორმოცდაათიანი
წლების შეუდარებელი და დახვეწილი სილუეტები - თხელი, ნაქსოვი ზედა და მოკლე კაბა ღია ფერის ქამრით.
ფეხსაცმელად დაბალძირიანი, ნაზი სტილის ფეხსაცმელი ავირჩიე. ვარცხნილობა და ზოგადად ტიპი კი რა თქმა
უნდა მერლინის შთაოგნებით ხდება და მას უბრალოდ ვერანაირი თანამედროვე ელემენტით ვერ შეცვლი.
ფრანგულ სტილზე დაყენებული, დახვეული ქერა თმა და წითელი პომადა შეუდარებელია"

მერლინ მონროს სტილის თანამედროვე ვარიანტები

3. "მერლინის საცურაო კოსტიუმი მართლაც დახვეწილია, თუმცა გადატვირთულია. თანამედროვე ვარიანტში
კოსტიუმი კვლავ მაღალწელიანი გახლავთ ოღონდ ამჯერად უფრო მეტი გეომეტრიული დეტალები დავამატე
მას. სურათზე თქვენ ვერ დაინახავთ რომ მერლინს მაღალქუსლიანი აცვია, არადა ეს წორედ ასეა. მეც შავი,
კლასიკური და მინიმალიზმის სტილით გაჯერებული მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ავირჩიე"

მერლინ მონროს სტილის თანამედროვე ვარიანტები

4. "მერლინის ეს სურათი შეიძლება ათასგვარი სტილის შთაგონების წყარო გახდეს, მეც უამრავი აზრი გამიჩნდა
მისი ყურებისას. საერთოდ ქალის ტანსაცმლის მიმართ ჩემი უმთავრესი წესი არის სწორად შერჩეული ფერები.
ვფიქრობ თავზე მოხვეულ შარფს თანამედროვე მოდის სფეროში კაბაზე მეტად Rachel Roy-ს შარვალი მოუხდება,
ასევე უბრალო მაისური და ლოფერები. რაც მთავარია შარფთან ერთად აუცილებელი ატრიბუტია სათვალე"

მერლინ მონროს სტილის თანამედროვე ვარიანტები

5. "მონრო ფოტოზე ლონდონში იმყოფება არტურ მილერთან ერთად, თანაც შესაფერისად, საოცრად დახვეწილად
აცვია. თანამედროვე ლუქში უფრო მეტი მინიმალიზმი, სისადავე, თუმცა ძვირფასი აქსესუარები გვხვდება"

მერლინ მონროს სტილის თანამედროვე ვარიანტები

6. " ეს მომენტი River of No Return-იდან არის წარმოდგენილი. ის 1954 წელს არის გადაღებული. თანამედროვე
ლუქში თითქმის არაფერია შეცვლილი. ნაქსოვი ზედა, მაღალწელიანი შარვალი, უხეში ქამარი. ფეხსაცმელი კი
გაცილებით ორიგინალური და ნაკლებად ნაზი, მაღალქუსლიანი გახლავთ"

მერლინ მონროს სტილის თანამედროვე ვარიანტები

კატეგორია: მოდური სიახლეები
Tags:

17


  • Kapa თქვა:
    24 მაი 2012 15:34 - ID: 17,
    fellow

  • aNn_♥_memi თქვა:
    24 მაი 2012 07:54 - ID: 16,
    კაიაა feel

  • miss crazy თქვა:
    23 მაი 2012 22:34 - ID: 15,
    მიხარია რო მერლინის სტილი მაინც აქტუალურიააააა
    ლეგენდა love

  • Mari Glonti თქვა:
    23 მაი 2012 22:05 - ID: 14,
    miyvars retro stili da shesabamisad marilynis stilic..arasdros kargavs aqtualurobas

    super newsia sali

  • natalia_merlin18 თქვა:
    23 მაი 2012 22:04 - ID: 13,
    მომწონსსსსსსს request love

  • keetaa თქვა:
    23 მაი 2012 21:56 - ID: 12,
    მაგარია ჩემი მონრო და იმიტო ყველას ჯობია love კაი ნიუსია

  • ანა თქვა:
    23 მაი 2012 21:28 - ID: 11,
    მაგარია მე მომწონს
    love

  • Ms.Casillas თქვა:
    23 მაი 2012 20:50 - ID: 10,
    საერთოდ არ მომწონს მაგრამ მერლინს უხდება

  • Anni_) თქვა:
    23 მაი 2012 20:46 - ID: 9,
    მერლინიის სტილიიიიი love მაგრამ დიიდად არ მხიბლავს გათანამედროვებული ჩემი აზრიით არ სჭირდება მას დღევანდელი მოდის ელემენტები ძველი ბევრად უკეთესია )

  • SaaL--SanzOna თქვა:
    23 მაი 2012 20:08 - ID: 8,
    Anch_Bey,
    Ancho.,
    ta_mo,

    love

  • Anch_Bey თქვა:
    23 მაი 2012 20:07 - ID: 7,
    მეორე ფოტოში რომ შორტებია ძალიან მომეწონა, ასევე ბოლო ფოტოში მერლინი feel კარგი ნიუსი იყო love

  • Ancho. თქვა:
    23 მაი 2012 20:05 - ID: 6,
    მონროს საოცრად უხდებოდა ეს სტილი
    მარა ჩემთვის და თანამედროვეობაში არ მხიბლავს
    სალომე უკარგესი ნიუსჩიკია love

  • Nina√ თქვა:
    23 მაი 2012 19:51 - ID: 5,
    მეც მომწონს სტილიც დ ნიუსიც love

  • Rma_(k) თქვა:
    23 მაი 2012 19:32 - ID: 4,
    love love

  • SaaL--SanzOna თქვა:
    23 მაი 2012 19:18 - ID: 3,
    chyipina,
    love მადლობა თათია ))

    ჰო თანამედროვე შტრიხების გარეშეც ძალიან მოდური და კარგია ))

  • QiQiTo:):) თქვა:
    23 მაი 2012 19:13 - ID: 2,
    smile

  • ბაჭია♥ თქვა:
    23 მაი 2012 19:13 - ID: 1,
    მე მომწონს მერლინის სტილი... winked

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top