;

14 June 2012      lady_tamo     Views 36730    
Category: Make up, Take Care

როგორ ავირჩიოთ თმის ახალი ფერი?

ნებისმიერი ქალის ცხოვრებაში ჩნდება ახალი ეტაპი, რომელიც ცვლილებებთან და ნოვაციებთანაა დაკავშირებული. უამრავ ქალს სუვს საკუთარი ცხოვრება გაიფერადოს, უფრო მრავალფეროვანი გახადოს და ყოველდღიური რუტინისგან განთავისუფლდეს, ხშირად ცხოვრებაში სიახლეებს გარეგნობის შეცვლით იწყებენ, მაგალითად ვარცხნილობის ან თმის ფერის შეცვლით. ნიუსში გაეცნობით თმის ფერის სწორად არჩევის წესებს, თუკი გადაწყვეტილი გაქვთ თმის ფერის გახალისება ან პირიქით გამუქება, გადახედეთ ნიუსს და გაითვალისწინეთ რჩევები.

როგორ ავირჩიოთ თმის ახალი ფერი?


პირველ რიგში აუცილებელია, დავადგინოთ გარეგნობის ტიპი. ის შეიძლება იყოს ცივი და თბილი. როდესაც ამას გაარკვევთ, უკვე ფერის შეცვლაზეც შეიძლება ფიქრი. თუკი თქვენ თმას პირველად იღებავთ, ჯობია აირჩიოთ არამდგარდი საღებავი. ამით თქვენ გაიგებთ, რამდენად გიხდებათ ახალი ფერი.

თუკი თქვენ გაქვთ კანის თბილი ფერი და მუქი ფერის თვალები, მოგიხდებათ ღია ფერი, თუკი ცივი ფერის სახე გაქვთ და მწვანე ფერის თვალები, მაშინ მუქი ფერის თმა დაგამშვენებთ.

თუკი თქვენ გინდათ გახდეთ ქერა ქალბატონი და არ იცით მოგიხდებათ თუ არა ეს ფერი, გადახედეთ რჩევას: თუკი ბავშვობაში თქვენი თმის ფერი დღევანდელ შედარებით ღია იყო და ქერაში გადადიოდა, მაშინ თქვენ ნამდვილად ლამაზი ქერა იქნებით. თუმცა უმჯობესია, ჯერ მელირება გაიკეთოთ და შემდეგ გადაწყვიტოთ შეიღებავთ თუ არა ქერად.

მაგრამ თუ თქვენი ოცნებაა იყო წითური/რიჟა, აუცილებელია სწორად აირჩიოთ თმის ფერი, რათა არ დაემსგავსოთ ცირკის კლოუნს. რიჟა ფერი უხდება ცივი ფერის ან მოვარდისფრო ფერის კანის მქონე ქალბატონებს.

თუკი თმას სახლის პირობებში იღებავთ და თავის ზედაპირის რაიმე ნაწილი დაიზიანეთ, აუცილებელია მიმართოთ სპეციალისტს. შეიძლება თქვენ მგრძობიარე კანი გაქვთ ან არასწორად გაეცანით ინსტრუქციას.

ნუ შეიცვლით გარეგნობას რადიკალურად - სახლის პირობებში. სახლის პირობებში თმის შეღებვა რეკომედებულია მხოლოდ იმათთვის, ვისაც თმის ფერის ოდნავ შეცვლა ან იმავე ფერად შეღებვა სურს. თუკი იმიჯის მთლიანად შეცვლა გაქვთ გადაწყვეტილი, ჯობია მიმართოთ სალონს.



როგორ ავირჩიოთ თმის ახალი ფერი?


Category: Make up, Take Care
Tags:

Share it
Comments

« 1 2 »


Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top