;
20 მაი 2013      ANGEL     2 კომენტარი     ნანახია 5232-ჯერ    
კატეგორიაში: მაკიაჟი / ვარცხნილობა, ქართველები



ქეთო ჩანთაძე ვიზაჟისტია, რომლის გაკეთებული მაკიაჟის ფოტოებს ფეისბუქზე, მის გვერდზე წავაწყდით. გთავაზობთ მის ნამუშევრებს და მცირე ინფორმაციას. ასევე მცირე ინტერვიუს, სადაც საბანკეტო მაკიაჟზე ისაუბრა და რამოდენიმე რჩევა გაგვიზიარა.

Make Up By Qeto Chantadze - (Chanta)
facebook.com/Chantasmakeup

როდის აღმოაჩინე, რომ make-up-ის კეთება გინდოდა?
ხატვა ჯერ კიდევ ბავშვობიდან დავიწყე, გამოფენებიც მქონდა. 17 წლის ასაკში Youtube-ზე წავაწყდი ვიდეოს თუ როგორ აკეთებდნენ make up და ძალიან დამაინტერესა, შემდეგ ვცადე და კარგად გამომივიდა. ამის მერე ბევრს ვუკეთებდი მაკიაჟს და და ბოლოს გადავწყვიტე შემესწავლა. 3 თვიანი კურსები გავიარე ეკატერინე ჩანჩიბაძესთან.

სახის რომელ დეტალს ანიჭებ უპირატესობას?
❝ სრული პროცესი მანიჭებს სიამოვნებას, მაგრამ თვალებს განსაკუთრებით გამოვარჩევდი.



სამი საყვარელი ფერი?
❝ ატმისფერი, ჭუჭყიანი ვარდისფერი და აკვამარინი.

თვლი რომ ყველა ქალმა უნდა იცოდეს მაკიაჟის კეთება რაღაც დონეზე?
❝ აუცილებლად! ელემენტარული, სახისა და კისრის ფერის შეთავსება მაინც.

საყვარელი make-up არტისტი?
❝ ბევრი მომწონს, მაგრამ განსაკუთრებით გამოვყოფდი ჩარლი გრინს.

რამდენად მომგებიანია ეს პროფესია ფინანსური თვალსაზრისით ჩვენს ქვეყანაში?
❝ მომგებიანია, საერთოდ ქართველი მომხმარებელი (გარკვეული კატეგორია) პრეტენზიულია და იცის რაში იხდის. თუმცა არის კატეგორია, რომელსაც ეძვირება ან საერთოდ არ უნდა გადახდა. ზოგადად მნიშვნელოვანია, რომ ეს პროფესია დაფასდეს და ნელნელა შემოვიდეს კულტურა. ხალხმა უნდა გააცნობიეროს, რომ ყველაფერს თავისი ფასი აქვს.



იწყება საბანკეტო სეზონი და გოგოები განსაკუთრებით იწყებენ მზადებას, რა რჩევას მიცემთ მათ
❝ ბანკეტებს რაც შეეხება ზოგმა იცის რა უდნა ზოგი გენდობა. ბევრ რამეს ექცევა ზოგადად ყურადღება: კაბის, კანის, თვალის ფერს და უამრავ ნიუანსს, ბევრი მინახავს ვისაც ვიღაცის გაკეთებული მაკიაჟი მოუშორებიათ, საქორწილოც მოუშორებიათ, ბევრი მიზეზი იმისა თუ რატომ იშორებენ ანუ არ მოსწონთ, რა თქმა უნდა ვიზაჟისტზეცაა დამოკიდებული, თუმცა მთავარია თვითონვე იყოს პროცესში ჩართული, უნდა ხედავდეს რას უკეთებ და კორექტირებასაც უნდა ახერხებდეს.

თუ აკეთებთ სტილიზირებულ მაკიაჟს, მაგალითად რეტრო სტილში და რამდენად ურჩევთ სტილიზირებულ მაკიაჟს
❝ ყველაფრის გაკეთება შეიძლება და თითქმის ნებისმიერი სტილის შეიძლება მოერგოს ადამიანს თუ სწორად დაასვამ.

თბილიში ზედმეტი მაკიაჟი დიდად არ უყვართ... მაკიაჟის შერჩევას რაც შეეხება ისეთი უნდა იყოს რომ ყველანაირ ვარცხნილობას და სტილს უხდებოდეს, ზუსტად უნდა მოერგოს სახეს და იმის მერე ყველაფერს მოერგება, არ უნდა იყოს გადაჭარბებული ფერების თვალსაზრისით, კარგია თუ ქალმა იცის კონკრეტულად რა უხდება და თუ არ იცის ასეთ შემთხვევაში მიმართავენ ვიზაჟისტს რომელიც შეურჩევს.













Make Up By Qeto Chantadze
facebook.com/Chantasmakeup

კატეგორია: მაკიაჟი / ვარცხნილობა, ქართველები
Tags:

2


  • tikaarchvadze თქვა:
    26 მაი 2013 19:37 - ID: 2,
    ზოგი კარგია :)

  • Mari Glonti თქვა:
    20 მაი 2013 17:56 - ID: 1,
    bunebrivi makiaJi minimluri momewona <3

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top