;
24 აგვისტო 2013      yeezy     29 კომენტარი     ნანახია 7625-ჯერ    
კატეგორიაში: მაკიაჟი / ვარცხნილობა, სადღესასწაულო კაბები



21 წლის მომღერალი, მსახიობი, კომპოზიტორი და დიზაინერი სელენა მარია გომესი ცნობილია, როგორც ალექს რუსო დისნეის ტელესერიალიდან „ჯადოქრები ბეივერლი პლეისიდან“. ამას გარდა მას მთავარი როლები აქვს შესრულებული ფილმებში „კიდევ ერთი კონკიას ამბავი,“ჯადოქრები ბეივერლი პლეისიდან“, „პრინცესების დაცვის პროგრამა,“ „რამონა და ბიზუსი,“ „მონტე–კარლო.''
სელენამ სამსახიობო კარიერა შვიდი წლის ასაკში დაიწყო, გაიანას როლის შესრულებით სერიალში „ბარნი და მეგობრები.“ იგი ასევე მონაწილეობდა სხვადასხვა სერიალებში, სადაც ჰქონდა მცირედი როლები. 2004 წელს იგი დისნეიმ აღმოაჩინა. ამის შემდგომ სელენა გამოჩნდა სერიალში „ჰანა მონტანა“. ამ წლებში ასრულებდა მცირე როლებს ფილმებსა და სერიალებში, შოუებში, რითაც ფართო საზოგადოებას თავი გააცნო.

2007 წელს სელენა გამოჩნდა დისნეის სერიალში „ჯადოქრები უეივერლი პლეისიდან“, ალექს რუსოს როლში. სერიალი 6 მილიონამდე ადამიანმა ნახა და შეიყვარა, ხოლო სელენას ახალ მაილი საირუსად მოიხსენიებდნენ. ამ სერიალმა სელენას ძალიან დიდი წარმატება მოუტანა.
გომესმა მხოლოდ მსახიობობა არ იკმარა და თავი მუსიკალურ სფეროშიც გამოსცადა...2008 წელს სელენამ ჩაწერა სიმღერა "Cruela De Vill," შემდეგ კი მასზე კლიპიც გადაიღო დისნეის ალბომისთვის "DisneyMania 6." მან ასევე ჩაწერა სამი საუნდრეკი ფილმისათვის "კიდევ ერთი კონკიას ისტორია." სელენამ ასევე ჩაწერა სიმღერა "Fly To Your Heart" და გადაიღო კლიპი ანიმაციური სერიალისთვის "Tinker Bell." 2008 წლის ივლისში, მეთექვსმეტე დაბადების დღემდე, გააფორმა კონტრაქტი "Hollywood Records"-თან. 2009 წელს ჩაწერა დუეტი დემი ლოვატოსთან ერთად სიმღერაზე "One And The Same," ფილმისათვის "პრინცესების დაცვის პროგრამა." შემდეგ მომღერალმა ჩაწერა 4 სიმღერა რომლის ერთ-ერთი მათგანიც გახდა სერიალის "ჯადოქრები უეივერლი პლეისიდან" საუნდრეკი. ამავე წლის მაისში სელენამ ჩაწერა დუეტი ცნობილ ჯგუფთან "Forever the Sickest Kids" სიმღერაზე "Whoa Oh!".

სელენას მუსიკალური კარიერა ასევე წარმატებული აღმოჩნდა. 2009 წელს მან შექმნა საკუთარი ჯგუფი „Selena Gomez & the Scene,“ რომელთან ერთად ჩაწერა სამი ალბომი: „Kiss & Tell,“ „A Year Without Rain“ და „When The Sun Goes Down.“ ჯგუფი შეიქმნა 2009 წელს, ვოკალისტი არის სელენა გომესი, ისენ რობერტსი უკრავს გიტარაზე,ჯოი კლემენტი - ბასზე, გრეგ გარმენი - დასარტყამ ინსტრუმენტებზე ,ხოლო დეინ ფორესთი - კლავიშებიან ინსტრუმენტებზე. მათი პირველი სადებიუტო სტუდიური ალბომი იყო "Kiss & Tell," რომელიც გამოვიდა 2009 წლის 29 სექტემბერს. 2010 წლის 5 მარტს ეს ალბომი სერტიფიცირდა ოქროს ხარისხით ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციის მიერ, ხოლო სინგლი "Naturally" 15 ივლისს პლატინის ხარისხით. მეორე ალბომი "A Year Without Rain" გამოვიდა 2010 წლის 17 სექტემბერს, ამ ალბომის დებიუტი ბილბორდ 200–ში მე–4 ადგილზე გავიდა. პირველ კვირაში ალბომის 66,000 ასლი გაიყიდა. 2011 წლის იანვარს ალბომი სერტიფიცირდა ოქროს ხარისხით. ბენდის მესამე ალბომი "When the Sun Goes Down," წინა სახელწოდებით "Otherside," გამოვიდა 28 ივნისს.ალბომის პირველი სინგლი "Who Says" გამოვიდა 14 მარტს, ხოლო მეორე სინგლი – "Love You Like a Love Song" 17 მარტს. 2011 წლის 15 აპრილისთვის ბენდს სულ გაყიდული აქვს 1,354,000 ალბომი.
სელენამ უკვე დატოვა ''დინეის'' არხი და ახლა ცდილობს სხვა დისნეის ვარსკვლავების მსგავსად, დაუმტკიცოს ხალხის ის, რომ პატარა აღარაა და გაიზარდა. ეს ''ზრდა'' გამოიხატება მის კლიპებსა თუ ჩაცმულობაში. მოდით გადავხედოთ მის ახლანდელ სტილს და თავად შევაფასოთ ის.






















































კატეგორია: მაკიაჟი / ვარცხნილობა, სადღესასწაულო კაბები
Tags:

29


  • - ♥ )) თქვა:
    27 თებერვალი 2014 15:37 - ID: 29,
    კარგი სტილი აქვს თითქმის ყველა ლუქი მომეწონა.მხოლოდ ეს და დემი გაიზარდნენ დისნეის ვარსკვლავებიდან

  • Salome:) თქვა:
    18 იანვარი 2014 20:03 - ID: 28,
    აუ რავი კაი სტილი აქ მომეწონაააა

  • Karina თქვა:
    13 ოქტომბერი 2013 03:00 - ID: 27,
    ძალიან მომწონს ეს გოგო love

  • Lika-LS თქვა:
    5 ოქტომბერი 2013 14:57 - ID: 26,
    მომწონს ეს გოგო ძალიაn)) კარგი სტილი აქვს love

  • KattieB თქვა:
    8 სექტემბერი 2013 14:23 - ID: 25,
    ძალიან გალამაზდა :))

  • Natuka თქვა:
    29 აგვისტო 2013 16:26 - ID: 24,
    სელენა მაილის ვერ ჯობია

  • fuck selena თქვა:
    29 აგვისტო 2013 12:04 - ID: 23,
    უნიჭოა საშინლად

  • Melakoo თქვა:
    26 აგვისტო 2013 14:15 - ID: 22,
    კარგად გამოიყურება fellow

  • liii :) თქვა:
    26 აგვისტო 2013 08:15 - ID: 21,
    მისი ფანი არ ვარ,მაგრამ ძალიან კარგი ლუქი აქვს love

  • tata ۰۪۫۰ თქვა:
    25 აგვისტო 2013 14:34 - ID: 20,
    არ მომწონს, რაც შეეხება სტილს ცუდი არაა, რამდენიმე ლუქი მომეწონა

  • Blink-182 თქვა:
    25 აგვისტო 2013 11:37 - ID: 19,
    უნიჭო ნაგავი.ფანებს ვთხოვ ტვინის წაღებისგან თავი შეიკავონ.

  • psychopath თქვა:
    24 აგვისტო 2013 22:25 - ID: 18,
    თქვენ კომენტარებს ვკითხულობ გაოცებული...მიხარია რომ ზიზღის დონე ახალგახრდა ვარსკვლავების მიმართ დაბლა იწევს...სელენა კიდე გარეგნობით ძალიან მომწონს, სტილიც კარგი აქვს და რამდენიმე სიმღერაც ახალი ალბომიდან

  • Eleniko♥ თქვა:
    24 აგვისტო 2013 20:36 - ID: 17,
    ძაან დაიხვეწა! ბრავო სელენა!

  • demetria თქვა:
    24 აგვისტო 2013 18:44 - ID: 16,
    რაგაცით ხო უნდა გამოირჩეოდეს და ეს ჩაცმოლობაა wink
    არა სტილი ცუდი ნამდვილად არაქ feel

  • Lolipop.. თქვა:
    24 აგვისტო 2013 18:34 - ID: 15,
    ძალიან მომწონს სელენას სტილი და საერთOდ ძალიან კარგი გარეგნობა აქვს ამ გოგოს! love და ზოგზოგიერთებივით თავში არ ავარდნია პოპულარობა fellow

  • Naian თქვა:
    24 აგვისტო 2013 17:44 - ID: 14,
    ძაან მაგარი გოგოა! ფანი არ ვარ მისი, უფრო სწორედ არ ვარ იმ ტიპის ფანობა რომ შეუძლიათ თორემ სელენას ვიქნებოდი. აი ჯიგარი გოგოა და თავში არ უვარდება რომ ძაან ბევრს უყვარს. (საქართველოში არა. -_-) და რჩება ისეთივე სუფთა როგორიც 14 წლის იყო. იხვეწება და იზრდება. სიმღერის პატარა ნიჭი? რა მნიშვნელობა აქვს, ღმერთმა მისცა და მაქსიმალურად იყენებს. მიდი სელენა!!!

  • krist...star თქვა:
    24 აგვისტო 2013 14:23 - ID: 13,
    love love love

  • Tangela თქვა:
    24 აგვისტო 2013 14:20 - ID: 12,
    სელენა კი არა სელინა ქვია მას ხალხო რა ვერ გაიგეთ სელინა მარია გომესი.

  • Shakemake თქვა:
    24 აგვისტო 2013 14:01 - ID: 11,
    ძალიან დაიხვეწა და ძალიან მოუხდა სტილის "შეცვლა" ....:)))

  • Paparazzi თქვა:
    24 აგვისტო 2013 13:49 - ID: 10,
    ციტატა: -Barbie ♥
    ძალაან ლამაზი გოგოა და თან კარგი ტანი აქვს love მისიი ახალი ალბომი ვნახე, და იქ შესული ყველა სიმღერა, ნამდვილად ძალიან კარგიაა და ეტყობა რომ ნადვილად დაიხვეწა. ლაივშიც ვუუყურე, და უმაგრესად ცეკვავს smile მე მომოწნს მისი სტილი, არის ძალიან დახვეწილი და გლამურული feel ისე აქ არ არის სელენას სრული ფილმების ვერსია მე როგორც წავიკითხე wink და კიდევ იმაზე გამეცინა მომავალ მაილი სირუსად მოხსენიებენო, მაილი საირუსის მიღწევებს ეს უკვე გადასცდა wink

    ჰაჰაჰა მართალი ხარ. ძალიან ლამაზია და დაიხვეწა მაილიზე უკეთესიცაა და რავი ძალიან მაგარი გოგოა

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top