;
25 ნოემბერი 2013      Holly ❤ Shit     6 კომენტარი     ნანახია 11001-ჯერ    
კატეგორიაში: მოდური სიახლეები » მაკიაჟი / ვარცხნილობა

აქტუალური მაკიაჟი -2014 წლის ზამთარი

თუ გსურთ რომ ახალი წლის ღამით თვალისმომჭრელად ან უბრალოდ სასიამოვნოდ გამოიყურებოდეთ
საჭიროა ცოტა მაინც იფიქროთ სამოსზე, ვარცხნილობასა და მაკიაჟზე.

ვისაც იტაცებს ვიზაჟი ან უბრალოდ მოსწონსეს სფერო წელს საკმაოდ დიდი არჩევანი აქვთ, რადგან სტილისტებმა უნკვე წარმოგვიდგინეს საკმაოდ ბევრი მაგალითი იმისა თუ, რა სახის მაკიაჟი იქნება აქტუალური 2014 წლის ზამთარში ანუ ახალ წელს.

პირველ რიგში მინდა ავღნიშნო რომ, წელს მაკიაჟი არ მოიცავს მხოლოდ მინიმალისტურ ან რომელიმე კონკრეტული სახის 'მიმდევრობას', ამ წელს ვიზაჟისტურ სამყაროში უამრავმა სახის მაკიაჟმა მოიყარა თავი იქნება ეს : 40-ანები, რეტრო, იტალიური კლასიკა, აკვარელის ეფექტი თუ უბრალო შავი კონტური.


აქტუალური მაკიაჟი -2014 წლის ზამთარი


უკან 1940-ში.

ცნობილმა ვიზაჟიტმა გუჩი ვესტმანმა თქვა რომ J. Mendel-ის ჩვენებამ
მას გაახსენა 40-იანი წლების მაკიაჟი, ამ დროს მთავარი ფერი ნარინჯისფერი
იყო, ხოლო იმისთვის რომ თვალის ფორმა უფრო გამოკვეთილი
ყოფილიყო მას საკმაოდ მუქ შავ ფანქარს შემოავლებდნენ.
წამწამებს ოდნავ ღია ტუშით 'იპრიხავდნენ', რაც შეეხება სახეს
იყენებდენ თეთრ პუდრის, ხოლო ყვრიმალებთან კი ღია ვარდისფერიც
შეიძლებოდა. ტუჩსაცხი: ან ღია ვარდისფერი წაისვით ან ღვინისფერი,
ეს 2 ფერი წელს საკმაოდ აქტუალურია.








აქტუალური მაკიაჟი -2014 წლის ზამთარი



იტალიური კლასიკა


სახის ბუნებრივი ფერი, დახატული 'ისრები', 'კატის' ჭრილიანი თვალები და მუქი წითელი ტუჩსაცხი, არ გადადის მოდიდან, ის მუდამ აქტუალურ და მიმზიდველ მაკიაჟად ჩაითვლება. Dolce&Gabbana-ს ჩვენებაზეც ვიზაჟისტებმა სწორედ ასეთ მაკიაჟზე შეაჩერეს აჩევანი. თუ გსურთ შეეხოთ იტალიურ კლასიკასა და სტილს საჭიროა : ტონალური თანაბრად გადავანაწილოთ სახეზე, ჯობს ეს ფუნჯის დახმარებით გააკეთოთ რადგან ის მეტად გაგიადვილებთ შესძინოთ სახეს ბუნებრივი იერი ეს კი აუცილებელი 'იტალიურ კლასიკაში'. აიღეთ შავი ფანქარი და გაიმუქეთ თვალის ზედა ფენა, შემდეგ შავი ფანქრით ან ლაინერით (შავით) თავლის ფორმის შესაბამისად დაიხატეთ 'ისრები'. რაც შეეხება ტუჩასაცხ შეარჩიეთ მუქი წითელის ის ტონალობა რომელიც თქვენი კანის ფერს უხდება, ასევე შეგიძლიათ ტუჩსაცხს იგივე ფერის კონტური შემოავლოთ გარს, მეტი ეფექტისთვის .





აქტუალური მაკიაჟი -2014 წლის ზამთარი



აკვარელის ეფექტი.

ვინ თქვა რომ ისრები მხოლოდ შავი უნდა იყოს ? Christian Dior-მა ჩვენებაზე არჩევანი არა შავ არამედ ვერცხლსფერ 'ისრებზე' შეაჩერა, რამაც საკმაოდ დიდი მოწონება დაიმსახურა. ამ მაკიაჟის გამეორება საკმაოდ ადვილია, უბრალოდ აიღეთ ვერცხლისფერი ლაინერი, მიიტანეთ საცრემლესთან ახლოს და წამწამების მიმართულებით მიყევით, თქვენ მიიღებთ ისეთივე კონტურს როგორიც სურათზეა მოცემული. ამ მაკიაჟს არ ჭირდება ჩრდილები, მხოლოდ ტუში რომ წამწამები დაიყენოთ. ტუჩსაცხს რაც შეეხება აუცილებლად შეარჩიეთ ვარდისფერის ცივი ტონალობა, და არ წაისვათ ის კონტურებამდე, ოდნავ ადგილი დატოვეთ (როგორც სურათზეა მოცემული).








აქტუალური მაკიაჟი -2014 წლის ზამთარი



შავის გარემოცვაში.

Lanvin-ის ჩვენებაზე ვიზაჟისტებმა გადაწყვიტეს შეეცვალათ 'ისრების' სახე და ის უფრო განსხვავებული გახადათ, ამისთვის მათ მოიფიქრეს რომ არ იყო საჭირო 'ისრის გაფერადება', მათ 'ისრის' კონტური შემოავლეს და ამითვე დაამთავრეს. ეს საახალწლო მაკიაჟის კიდევ ერთი სახეა, რომელიც სამაოდ განსხვავებულია. თუ გსურთ თქვენი სახე ამ მაკიაჟმა დაამშვენოს მაშინ აიღეთ, რბილი შავი ფანქარი და საკმაოდ სქლათ შემოივლეთ კონტური თვალის ზედა ფენაზეც და ქვედაზეც. შემდეგ კი იგივე ფანქრით ზედა ფენაზე დაიხატეთ ფართო 'ისარი', ჯობს ის კონტურადვე დატოვოთ ან ამოავსოთ შედარებით ღია შავი ფანქრით. საბოლოოდ თქვენ მიიღებთ 'ტვიგის' მაგვარ მაკიაჟს, რომელიც 60-იან წლებში იყო აქტუალური. ტუჩსაცხს რაც შეეხება შეარჩიეთ ღია ფერის.

კატეგორია: მოდური სიახლეები » მაკიაჟი / ვარცხნილობა
Tags:

6


  • Eleniko♥ თქვა:
    25 ნოემბერი 2013 16:40 - ID: 6,
    უკან 1940-ში. ეს არის სუპერი!!!! დანარჩენებიც კაია მარა 40ანები ყველაზე ბესთია:)))

  • Aniutaa თქვა:
    25 ნოემბერი 2013 16:29 - ID: 5,
    1940-იანები მომეწონა <3

  • Bao თქვა:
    25 ნოემბერი 2013 16:24 - ID: 4,
    იტალიური კლასიკა მიყვარს ძალიან და მომწონსს!!
    ყველაზე ნაკლებად მაკიაჟის კეთება 'მეხერხება' მაქსიმუმ ტუჩსაცხი ან ტუში წავისვა ისიც იშვიათად...იმდენად მიყვარს ზემოთხსენებული ტონალობები და რომ ზუსტად ეს ფერის წითელი მაქვს და ვერ ვიხდენ, მე ვერ ვისვამ თუ არ მიხდება არვიცი მაგრამ ძალიან კი მომწონს! ლაინერიც მინდა ვინმემმ წამისვაას კარგაადდ wink მე ვერ ვისვაამმმ!!
    აქ რა მოსატანია მაგრამ ძალაინ მინდა გაშლილი თმა მოვიხდინოო:D მგონი ვერ ვიხდენ და ვერ ვგუობ საშინლად, გასწორებულის გარდა:D ხოოდა მინდაა გაშლილი თმა და იტალიური კლასიკა მოვიხდინო! ძალიან მინდა:D
    ასევე ძალიან მომწონს მთლიანად შავი მთელ თვალზე,(წამწამს ზედა ადგილზე) ულამაზესია, და უფერო ტუჩსაცხი:)))
    რაც მიზიდავს ის არ მეხერხება ან ვერ ვიკეთებ და ან არ მიხდება! უიმე :/

  • T t ♛ თქვა:
    25 ნოემბერი 2013 15:27 - ID: 3,
    მე ძალიან მომეწონა შავის გარემოცვაში რაგაც ახალი და ორიგინალრი იყო love

  • Ollivia თქვა:
    25 ნოემბერი 2013 13:19 - ID: 2,
    იტალიური კლასიკა მომეწონა ყველაზე მეტად smile

  • 25 ნოემბერი 2013 13:04 - ID: 1,
    ყველა კარგი იყო,მაგრამ ახალი წლისთვის იტალიური კლასია და 1940-იანები ყველაზე კარგი იქნებოდა love კარგი სიახლე იყო

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top