21 August 2015      TataNakani     Views 14 360    
Category: Make up / Fun, Interesting

ბუნებრივობამოდური ქალბატონის ყველაზე ძლიერი მხარეა. დღეს მოდის სივრცეში ინდივიდუალური, თავისუფალი და ბუნებრივი სტილია თვალისმომჭრელი. ფრანგი ქალბატონების უნიკალური სტილის მთავარი ელემენტი მათი გარეგნობაა. ისინი არ მიეკუთვნებიან იმ ადამიანთა რიცხვს, რომლებიც სალონებში საათობით დროს კარგავენ. ისინი აფასებენ ბუნებრივობას და იციან როგორ წარმოაჩინონ შინაგანი სამყარო. როგორი ვარცხნილობები ახასიათებთ ფრანგ ქალბატონებს და რას არ აკეთებენ ისინი არასდროს - ფრანგი ქალბატონების ვარცხნილობების თავისებურებანი .

ფრანგი ქალბატონების ვარცხნილობების აქტუალური წესები:

#1 ფრანგი ქალბატონები ბუნებრივი თმის ფერის ერთგულნი რჩებიან. თუ თმის შეღებვას გადაწყვეტენ ფერი მკვეთრი და განსხვავებული იქნება. ცვლილებებისთვის კი მსუბუქ highlight-ებს ჯერდებიან.

#2 ფრანგი ქალბატონები არ იყენებენ ფენს, ყოველდღიურად თმას არ აზიანებენ. მათი დამხმარე საშუალებები ზამთარში პირსახოცი, ხოლო ზაფხულში სასიამოვნო ნიავია.

#3 ფრანგი ქალბატონები ყოველ დღე არ იბანენ თმებს. მათ იციან რომ დაბანიდან მეორე დღეს თმა უფრო კარგად გამოიყურება.

#4 ისინი არ იყენებენ თმის აქსესუარებს, 18 წლის ზემოთ ამის საჭიროებას ვერ ხედავენ.
აქსესუარის გარეშე თმაც და თქვენც უფრო თავისუფლად იქნებით.

#5 ისინი არ ტოვებენ სახლს ნამიანი თმებით. დილას დაბანილი და ნამიანი თმა ცუდად გაშრება, თმის ლამაზ ფორმაზე დაწოლამდე იზრუნეთ.

#6 ფრანგი ქალბატონები არასდროს ივიწყებენ პარფუმს. თქვენი დაუვიწყარი სურნელებისთვის სუნამო ყურების უკან და კისერზე დაისხით.

#7 ისინი არასდროს წუწუნებენ ზაფხულის სიცხეზე. პირიქით, მათ იციან რომ მარილიანი ზღვა და კაშკაშა მზე თმას სხვა ფერსა და იერს მმატებს.


ავტორი: ტატა ნაკანი


Category: Make up / Fun, Interesting
Tags:

Related
Share it
Comments
Back to Top