;
1 თებერვალი 2011      ANGEL     0 კომენტარი     ნანახია 8888-ჯერ    
კატეგორიაში: მოდური სიახლეები » მაკიაჟი / ვარცხნილობა

პრობლემა: თმის მუქი ძირები


როგორ დავმალოთ შეღებილი თმის ბუნებრივი მუქი ძირები. ეს არის რთული შეკითხვა, რომელიც ალბათ ყველა ქალბატონს უჩნდება, თუკი თმა შეღებილი აქვს და ბუნებრივი თმის ფერის დაბრუნება გადაწყვიტა, ან კი ვერ ახერხებს თმის გადაღებვას სასურველ ფერზე.

რა უნდა ვქნათ, როგორ დავმალოთ კონტრასტი შეღებილ და ბუნებრივ თმას შორის?
მოდით გავეცნოთ რამოდენიმე ხრიკს. აი რას გვირჩევენ სტილისტები ამ პრობლემის შესანიღბად:


პრობლემა: თმის მუქი ძირები

ვიზუალური ხრიკები:

აბადოკები - განიერი ლენტისებრი თმის აბადოკები დაგეხმარებათ დამალოთ თმის მუქი ძირები და ბუნებრივ თმის ფერსა და შეღებილ მონაკვეთს შორის შერჩეული სწორის ფერის თმისამაგრი კარგ გრადიაციას შექმნის. გადაივარცხნეთ თმა უკან და დაიმაგრეთ თმისამაგრი, ისე, რომ აბადოკამდე ჩანდეს ბუნებრივი ფერის თმის ძირები, აბადოკს იქით კი შეღებილი თმა. მცირე აქსესუარებით გაფორმებული აბადოკი კარგად გადაიტანს ყურადღებას ამ კონტრასტს შორის.

ქუდები და ბერეტები
- ყველაზე მარტივი ხერხია. მითუმეტეს თუკი გსურთ შეღებილი თმის ფერი გამოკვეთოთ, რომელსაც გადასაღებად და თმის სრულად მონოტონურობაში მოსაყვანად ვერ იმეტებთ. თუმცა კი ცხადია 24/7 -ზე ქუდის ტარება ძალიან მოუხერხებელია.

პრობლემა: თმის მუქი ძირები

თმის ზიგზაგისებრი გაყოფა, მკაფიოდ გვერდზე გადაწეული აფუებული თმა შუბლზე - ამგვარი სექსუალური ლუქი თავისი მასშტაბურობით გადაიტანს ყურადღებას თმის ფერიდან.

ნუ გაიყოფთ თმას სწორ ხაზზე! ეს უფრო გამოკვეთს სხვაობას.

დახვეული თმა
- ისევე, როგორც #3 რჩევაში ავღნიშნეთ, მასიური და ტალღოვანი თმის ვარცხნილობა კარგად გრადირებს ფერებში და საუკეთესო ეფექტს იძლევა.

ნაწნავები
- კლასიკური და ფიშტეილ ნაწნავები. საუკეთესო ვარიანტი იქნება, თუკი ნაწნავებს მოუწესრიგებლად ჩაიწნით და თუნდაც წვრილ ლენტებს ჩააყოლებთ. ახალგაზრდული და ბუნებრივი ლუქისთვის.

პრობლემა: თმის მუქი ძირები

ტექნიკური რჩევები:


ტონიკი
- რომელთაც 1 კვირიანი ეფექტი აქვთ და 2-3 დაბანვაზე სრულად ცილდება თმას. ამგვარი ტონიკებით შეგიძლიათ თმის ბუნებრივ ფერსა და შეღებილ თმას ერთი ტონალობის შტრიხები შემატოთ. რა თქმა უნდა მათ შორის იქნება ფერთა სხვაობა, თუმცა კი ერთ ფერთა გამაში.

კიდევ ერთი რჩევა იმაში მდგომარეობს, რომ თმა ხშირად დავიბანოთ და კარგად გავიმშრალოთ. მოვერიდოთ თმის ნიღბებს, რომლებიც გააცხიმიანებს ძირებს. რადგან ცხიმიანი, ნოტიო თმის ძირები უფრო მუქ ტონალობას ღებულობენ. ამავდროულად ბუნებრივი თმის ახალ ფენა არ საჭიროებს იმ დოზით მოვლას, რაც შეღებილ თმას ესაჭიროებოდა. თმის ახალი ნაკადის მოსავლელად სჯობს მიღოთ ვიტამინები და იკვებოს საღად.

წვრილი მელირება
- რა თქმა უნდა ეს ყველა პრობლემას გადაწყვეტს. თუკი არ გსურთ თმის შეღებვა (ვერ ელევით შეღებილი თმის ტონალობას) და ამავდროულად გინდათ ეტაპობრივად თქვენი თმის ბუნებრივ ტონალობას დაუბრუნდეთ, მაშინ სჯობს დაიმატოთ მცირე მელირება, რომელიც მოხდენილ გრადიაციას გააკეთებს შეღებილსა და ბუნებრივ თმას შორის.

პრობლემა: თმის მუქი ძირები


"ჩოლკა"
- და რა მოვუხერხოთ ჩოლკას? რომლის სრულ გაზრდას (ბუნებრივი ფერის დაბრუნებას ვერ დაველოდებით) და სანახევროდ ბუნებრივ და სანახევროდ შეღებილ ტონალობას ვერ დავტოვებთ შუბლზე. ამავდროულად კი ვერც შევღებავთ სრულად, რადგან შესაძლოა ჩოლკაზე ზუსტად ის ტონალობა ვერ დაჯდეს რაც სრულად სხვა თმის მონაკვეთებზეა. ამიტომაც ყველაზე სწორი გადაწვეეტილება იქნება ჩოლკის თმის ძირების ნაწილობრივ შეღებვა, თუმცა ძირების მცირედად ბუნებრივ ტონალობაზე დატოვება. რადგან ჩოლკაზე მელირება სრულად გამართლებული ხერხი არ არის სჯობს თმა შეიღებოთ დახრილ რკალზე. შინაური მეთოდით გვირჩევენ ჩოლკის მცირედად გამოღიავებას "პერეკისით"

თმის ბოლოების და სახესთან რამოდენიმე პრადის გამოღიავება - როგორც ლაურენ კონრადს, უიტნი პორტს, ეშლი სიმპრონს, სარა ჯესიკა პარკერს და ჰილარი დაფს - ძალიან სწორია არჩევანია, მაინც ქერა გოგონას სახელით სარგებლობისთვის, მაგრამ კი ბუნებრივი მუქი თმის ძირებით.


პრობლემა: თმის მუქი ძირები

თუმცა კი ამ მეთოდის გამოყენება ყავსფერთმიანი გოგონებისთვის რეკომენდირებული არ არის. რადგან ამ დროს თმა ღიავდება უფრო ნარინჯისფერი ტონალობისკენ და ვიღებთ ბინძურ ქერას.


ძალიან უხეში გრადიაცია

პრობლემა: თმის მუქი ძირები

სწორი გრადიაცია


პრობლემა: თმის მუქი ძირები

თმის ძირების რამოდენიმე ტონალობით გამოიღიავება. თუ თმის ბუნებრივ ტონალობას მე-3 ფენად მივიჩნევთ
1. შეღებილი | 2. გამოღიავებული თმის ძირები | და 3. მომავალში ამოსული ბუნებრივი თმის ძირები - ეს არის გზა ეტაპობრივად დაიბრუნოთ ბუნებრივი თმის ტონალობა

პრობლემა: თმის მუქი ძირები

ამგვვარად თავისუფლად შეგეძლებათ მოირგოთ ნებისმიერი ვარცხნილობა. ტალღოვანი - რაც გამოკვეთს თმის 3 ტონალობას და საზაფხულო ლუქს მისცემს, როგორც მზის სხივებისგან გახუნებულ თმას
ან გაისწოროთ თმა და მიიღოთ თაფლისფერი, თბილი და მდიდრული ტონალობა. საერთოდ გასწორული ვარცხნილობა თმას უფრო ღია ფერში წარმოაჩენს. 3 ტონალობიანი გრადიაცია კი სახის კანს მეტ ბზინვარებას შემატებს.


ანუ გაქვთ სამი შესაძლებლობა:

1. გაამუქოთ შეღებილი თმა, ისე რომ თითქმის მიუახლოვდეს თმის ბუნებრივ ტონალობას
2. გააღიავოთ ამოსული ბუნებრივი თმის ფენა (რომელიც შემდგომში ახალ ფენასთან გრადიაციაში მოვა ნაზად)
და 3. დავმალოთ კონტრასტი შეღებილ და ბუნებრივ თმის ფენას შორის აქსესუარების და სხვადსხვა ტიპის ვარცხნილობებით


მცირე ტრიუკი: დავმალოთ თმის მუქი ძირები საბავშვო ტალკით. გაგიათ? : )

თმის მუქი ძირების კონტრასტის შესამსუბუქებლად რამოდენიმე სტილისტი გვირჩევს თმის ძირები საბავშვო ტალკით ან უბრალოდ სახის პუდრით დავფაროთ!




თმის ძირების გამოღიავება საშინაო მეთოდით
- ამისათვის დაგჭირდებათ, მხოლოდ თმის გამომაღიავებელი. თუკი თქვენ გადაწყვეტილი გაქვთ ბუნებრივი თმის ფერის დაბრუნება და ფიქრობთ, რომ თმის გამოღიავება რამოდენიმე ტონით - არ არის ის, რაც თქვენ გჭირდებათ, არა თქვენ ცდებით. დაუფიქრდით. თუკი არ გსურთ შეღებილი თმის საერთოდ გადაღებვა და თქვენ ბუნებრივ თმის ფერზე დაბრუნება, მაშინ სჯობს თმის ძირების ნაწილი გამოიღიავოთ რამოდენიმე ტონალობით, შემდეგ კი თმის ბუნებრივი ახალი ტალღა ნაზად გრადიენტში გადავა უფრო მუქ ტონალობაში. ანუ გამოღიავებული თმის ძირები მაინც მუქ ტონალობად უნდა დატოვოთ სრულად შეღებილ თმასთან. ახალი ტალღა კი (ბუნებრივი ტონალობა) უფრო მუქი იქნება...

არსებობს რამოდენიმე სპეციალური საშუალება, რომლებსაც სპეციალური ფუნჯი მოყვებათ, რათა დაიმუშავოთ მხოლოდ თმის ძირები. მაგალითად Clairol-ის Easy Root Touch-Up Kit



კატეგორია: მოდური სიახლეები » მაკიაჟი / ვარცხნილობა
Tags:

0


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top