;
13 მარტი 2014      TeeAkoOoo     12 კომენტარი     ნანახია 31412-ჯერ    
კატეგორიაში: მაკიაჟი / ვარცხნილობა, დიეტა/რჩევები

რჩევები ლამაზი ბუნებრივი წარბებისთვის

სქელი ბუნებრივი წარბები-ეს უკანასკნელი ტენდენციაა.ეს ტენდენცია წელს პოდიუმზე დომინირებდა.ასევე ბევრი სილამაზის აიქონისთვის,როგორიცაა ელიზაბეტ ტეილორი,ოდრი ჰეპბერნი და ჯენიფერ კონელი უცხო არ იყო ბუნებრიობა,რომელიც წარბებზეც ვრცელდება.დღესდღეობით ბუნებრივი წარბები მოდის ახალი განცხადებაა.

ბუნებრივი წარბები დრამატულობასა და სითამამეს აღვივებს.ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს,რომ ბუნებრივი და სქელი წარბები სახეს უფრო აახალგაზრდავებს.ასე,რომ მოცემულია გარკვეული რჩევები თუ როგორ მოვუაროთ ბუნებრივ წარბებს და რა უნდა გავაკეთოთ მისი სრულყოფისთვის.




ყურადღებით მოიწესრიგე წარბები

იმისათვის,რომ მოდას მიჰყვეთ,ან უბრალოდ გაითვალისწინოთ მოდური ტენდენციები და იზრუნოთ იმაზე,რომ მიიღოთ ”ბუნებრივი წარბები”,მაშინ იცოდეთ,რომ ძალიან დიდი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ მის მოწესრიგებაში.ძირითადი წესი იმაში მდგომარეობს,რომ უნდა მივცეთ წარბებს ნება და დრო გაიზარდოს ბუნებრივად.ყველანაირი მორთვისა და ’წარბების გლეჯვის’ გარეშე უნდა მოხდეს ის რაც სასურველი შედეგის მიღწევაში დაგეხმარებათ.თუ ორ-სამ ’მაწანწალა’ თმის ღერს შენიშნავ წარბზე,რომელიც ძალიან ცუდ დროს ძალიან ცუდ ადგილზე ამოვიდა და გაიზარდა,მაშინ გამოიყენე პინცეტი და მოიშორე ეს დაბრკოლება,მაგრამ არ შეეხოთ წარბის ძირითად ხაზს,მას ბოლომდე უნდა აცალოთ გაზრდა,რათა თავდაპირველი ფორმა მიიღოს.

ზრდის შრატი
არსებობს სხვადასხვა კოსმეტიკური პროდუქტი,რომელიც აჩქარებს წარბის ზრდას.ზრდის შრატი ეფექტური იქნება უკვე ამოღებულ წარბებზე და დაზიანებულ თმის ფოლიკულებზე.თუ წარბები ძალიან სწრაფად იზრდება,მაშინ არ დაგჭირდებათ ასეთი ნაწარმის გამოყენება.




წარბის ფორმა
წარბის სისქის გარდა მისი ფორმაც მნიშვნელოვანია.ზოგჯერ კარგია წარბი ბუნებრივი ფორმით გაიზარდოს,მაგრამ თუ არ მოგწონთ ფორმა,მაშინ პროფესიონალის დახმარებით უნდა შეარჩიოთ წარბის სასურველი ფორმა.’დაკლაკნილი’ უხეში ფორმის წარბებს შეუძლია არაბუნებრიობა გამოიწვიოს,ამიტომ დარწმუნებული იყავით ყველაზე ბუნებრივი ლუქის შესაქმნელად.


სქელი წარბები
თუ წარბი ბუნებრივად არ არის სქელი,მაშინ ვიყენებთ წარბისთვის განკუთვნილ ლაინერებს/შემავსებლებს,ფანქარს და ჩრდილებს სრული და სქელი წარბების მისაღებად.ასეთი შტრიხებისა და ფანქრის გამოყენება წარბს უფრო განსხვავებულ ფორმას მისცემს,რა თქმა უნდა ფანქარი შეესაბამებოდეს უნდა თქვენი წარბის ფერს.







კატეგორია: მაკიაჟი / ვარცხნილობა, დიეტა/რჩევები
Tags:

12


  • annabanna თქვა:
    6 აპრილი 2014 21:34 - ID: 12,
    ბუნებრივი წარბები მომწონს, მაგრამ აქაც ზომიერების დაცვაა საჭირო.მოუვლელის შთაბეჭდილებას ტოვებს ზოგიერთ შემთხვევაში.

  • NaTiiiik ♥ თქვა:
    29 მარტი 2014 14:41 - ID: 11,
    სქელი წარბი შეიძლება გქონდეს მარა ეს გაბუჩქული რა უბედურებაა :///

  • Mari.♫ თქვა:
    15 მარტი 2014 13:09 - ID: 10,
    აქედან ზოგიერთს უხდება,
    მაგრამ ზოგადად არ მომწონს ძალიან სქელი წარბები

  • demetria თქვა:
    14 მარტი 2014 20:27 - ID: 9,
    მე ძალიან მომწონს სქელი წარბიი თან თუ ლამაზი მოყვანილობა გავქს მიტუმეტეს არ უნდა ამოიღოო love

  • gvantsa777 თქვა:
    14 მარტი 2014 12:54 - ID: 8,
    ვთვლი, რომ ძალიან სქელი წარბი არცერთ ქალს არ უხდება! sad

  • Imaginary თქვა:
    14 მარტი 2014 00:20 - ID: 7,
    არ მომწონს სქელი წარბები, ასეთი ამ სურათებში როა საშინელებაა -_- არც თითო ღერი რო აქვთ შერჩენილი ეგეც არ მომწონს, მე ბევრს არაფერს ვიკეთებ უბრალოდ ვიპუტავ ისე როგორი ფორმაც მაქვს ბუნებრივად

  • Bellania თქვა:
    13 მარტი 2014 22:09 - ID: 6,
    სქელი წარბი ლამაზია,სახეს ათბობს და თვალების ბრწინვალებას აჩენს! love + ნაკლებ შრომატევადია მათი ,,ფორმაში მოყვანა'' fellow

  • smileyz_xato თქვა:
    13 მარტი 2014 21:27 - ID: 5,
    ამათ კი უხდებათ მარა აბა ქართველების ჯიშს კითხონ არანაირად არ მომწონს ისედაც წიკები მაქ წარბების გასწორებაზე და ესღა მინდა ზუსტად :D

  • elentussaa თქვა:
    13 მარტი 2014 21:25 - ID: 4,
    მომწონს სქელი წარბები ნუ სახეს უნდა უხდებოდეს

  • ani anano თქვა:
    13 მარტი 2014 19:00 - ID: 3,
    laughing

  • NiNi_N თქვა:
    13 მარტი 2014 18:41 - ID: 2,
    ვაიმე ამ ბოლო დროს ადამიანს თვალებში კი არა სულ წარბებზე ვუყურებ :D ზოგს მართლა ისე ლამაზად აქვს.. თუმცა საბოლოოდ მაინც სახის მოყვანილობას გააჩნია, ზოგს როგორი სისქის და ფორმის უხდება და ზოგს როგორი, მაგრამ სქელ წარბს მაინც თავისი ეფექტი აქვს ♥ მე ამ ცდაში მგონი ყველა ფორმის წარბი მქონდა :D კარგი სიახლეა love

  • barjakuzu თქვა:
    31 მარტი 2012 22:17 - ID: 1,
    სქელი წარბები აახალგაზრდავებს მართლა,თIთოთითო ღერი რო აქვთ გადარკალული სიცილით ვიგუდები

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top