;

27 March 2012      Trouble_Maker     Views 4440    
Category: Fashion » Make up

წელს ბევრი შარშანდელი ტრენდის მეორე სიცოცხლეს ვიხილავთ. ლეოპარდის პრინტის გარდა მოდაში რჩება სათვალეები. რათქმაუნდა მასიური და თვალშისაცემი სათვალეების ბუმი ახლა არ დაწყებულა, მაგრამ ბოლო შემოდგომა/ზამთარის კოლექციებმა ( Max Mara, Rochas ,Paul Smith) კიდევ ერთხელ დაამტკიცეს:
სათვალე მნიშვნელოვანი აქსესუარია, რომელსაც შეუძლია ხასიათი შექმნას მთელი ლუქისთვის.

მაგრამ პოდიუმის ვიზაჟისტები გვირჩევენ: კარგი სათვალე კარგი მაკიაჟის გარეშე ეს იგივეა რაც დაუმუშავებელი ბრილიანტი. ხოლო სწორი ფერების და გამის შერჩევა არც ისე ამრტივი საქმეა არაპროფესიონალებისთვის.
ერთად გავეცნოთ „სათვალის ქვეშ“ დამალული მაკიაჟის ნიუანსებს და სწორ შეხამებას.



Paul Smith-ის მთავარი ვიზაჟისტი პეტერს პეტრახოლისი გვირჩევს
მასიურ სათვალეებთან შავი ჩარჩოთი ინტენსიუი smoky eyes გამოვიყენოთ
რომ ვიზუალურად გავზარდოთ და ხაზი გავუსვათ თვალებს.
(Paul Smith/ჩვენების მაკიაჟი: წყალგაუმტარი ტუში Diorshow, Dior; სათვალე Prada; ტუჩსაცხი Juicy Tubes, Lancome; თვალის ფანქარი MAC)

 შუშის უკან: სათვალე და მაკიაჟი


უფრო თამამებისთვის მეორე ვარიაციაც-სათვალე + წითელი ტუჩსაცხი
(Marc by Marc Jacobs/ჩვენების მაკიაჟი; სათვალე Givenchy; ფერუმირი Luminous Cheek Colour, ტუჩსაცხი Ruby Woo, MAC)
 შუშის უკან: სათვალე და მაკიაჟი


ნებისმიერი „ფერადი ლაქა“ ფერთა გამით სათვალეს ჩარჩოს უნდა ერგებოდეს. კლასიკური „კუს ჩარჩო“ Rochas შოუზე ლუჩია პერონიმ მუქ ალუბლისფერ ტუჩსაცხს შეუხამა თბილი ფერების გამის შესანარჩუნებლად.
(Rochas/ჩვენების მაკიაჟი; სათვალე Dolce&Gabbana (მარცხნივ); სათვალე Selima Optique (მარჯვნინ); ტუჩსაცხი Rouge Volupte, Yves Saint Laurent; Dior Addict)

 შუშის უკან: სათვალე და მაკიაჟი


ფერი ძალიან მნიშვნელოვანია მსგავს მაკიაჟში. მაკიაჟის დედოფალ-ბობი ბრაუნს რომელიც უკვე 15წელია თავად ატარებს სათვალეს ტყუილად არ შეუქმნია თვალის ჩრდილის ლიმიტირებული კოლექცია Tortoise Shell Collection.
 შუშის უკან: სათვალე და მაკიაჟი


პირველ რიგში პალიტრა განკუთვნილია სათვალის მუდმივი მომხმარებლებისთვის და „კუს ჩარჩოს“ იდეალურად ეხამება. თვითონ ბრაუნი მიეჩვია სათვალეს რადგან მას პრაქტიკულად თვლის. ის გვირჩევს რომ არის ორი ვარიანტი „ან კარგად გამოხატული თვალები ან მაკიაჟზე უარის თქმა-მხოლოდ ტუჩსაცხით დაკმაყოფილება. და არ დაივიწყოთ წარბები რადგანაც სათვალის შუშის უკან წარბებს ვერ დამალავთ.“
(Max Mara/მაკიაჟი ჩვენებიდან; სათვალე Cutler & Gross; წარბების ფანქარი Clarins)
 შუშის უკან: სათვალე და მაკიაჟი





Category: Fashion » Make up
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top