ცხელი სეზონი ნელ-ნელა იწურება, წინ საშემოდგომო სეზონი გველის. დასვენების შემდეგ, ჩვეულ რიტმში დასაბრუნებლად უნდა მოემზადოთ. ახალი სამუშაო სეზონის დასაწყებად აუცილებელია: ახალი სამოსი, საქმიანი იდეები, თავდაჯერებულობა და ცვლილებები. გარეგნობის ცვლილებები კი თმის ფერზე ფიქრით დაიწყეთ. წარმოგიდგენთ ტოპ საშემოდგომო თმის ფერებს, რომლებიც ყველაზე აქტუალურია 2015 წლის საშემოდგომო სეზონისთვის.
Tags:


Shiseido უძველესი იაპონური კოსმეტიკური ბრენდი- მალე საქართველოში!
1872 წელს Arinobu Fukuhara-მ Shiseido-ს აფთიაქი დაარსა, დღეს Shiseido მეოთხე მსხვილი კოსმეტიკური ბრენდია მსოფლიოში. ხარისხით განთქმული ბრენდის კოსმეტიკა ყველაზე მოთხოვნადია მოდის კვირეულებზე. საცალო გაყიდვებით ვაჭრობის შემდეგ, ბრენდი საქართველოში ოფიციალურად შემოვა და მომხმარებელს სასურველ კოსმეტიკურ პროდუქტს შესთავაზებს.
გაიგეთ მეტი ინფორმაცია Shiseido-სა და ბრენდის
ქართველი წარმომადგენლის- ლინდა კიკოლაშვილის შესახებ.
Tags:

მომავალო პატარძლებო, აირჩიეთ საუკეთესო ვარცხნილობა თქვენი გამორჩეული დღისთვის!
ქორწილის სამზადისში პატარძლისთვის უამრავი საფიქრალი ჩნდება: კაბა, მაკიაჟი, სტუმრები, დეკორაცია, მეჯვარეები, და სხვა.. სია არ სრულდება, თქვენ კი ყველაფერზე კონცენტრაცია გიჭირთ. ერთი პრობლემის უცბად მოგვარებაში ჩვენ დაგეხმარებით. გთავაზობთ წითელ ხალიჩებზე წარმოდგენილ ვარსკვლავთა ვარცხნილობებს, რომლებიც შთამბეჭდავი იქნება თქვენი საქორწილო ლუქისთვის. ნებისმიერი სახის ფორმის, თმის სიგრძისა და გემოვნების მქონე პატარძლისთვის არჩევანი დიდია.
მომავალო პატარძლებო, საქორწილო ვარცხნილობები თქვენი შთაგონებისთვის.
Tags:


მოდური ვარცხნილობები საშუალებას მოგცემთ ნებისმიერ სტილსა და სახის ფორმას მოარგოთ თქვენთვის სასურველი ვარცხნილობა. მოდის კვირეულებზე მოდის სახლების კოლექციებთან ერთად მოდურ ვარცხნილობებსაც გვთავაზობენ. ინოვაციური, განსხვავებული, ნატურალური და კრეატიული ვარცხნილობა ნებისმიერი ლუქის საუკეთესო ელემენტია.
2015 წლის მოდის კვირეულებზე წარმოდგენილი საუკეთესო საზაფხულო ვარცხნილობები.
Tags:



საზაფხულო მაკიაჟის 10 ტრენდი

ამ ზაფხულს, მოდის სახლების ვიზაჟისტებმა გადაწყვიტეს დაერღვიათ ყველა მიღებული კანონი — მუქი მონასმები გახდა თეთრი, გაღიავდა წარბების ფერიც, წამწამები კი სულაც არ არის აუცილებელი გამოიყურებოდეს ბუნებრივად. წარმოგიდგენთ მაკიაჟის ახალ ტრენდებს კარს მომდგარი სეზონისათვის.

Tags:

68-ე კანის კინო ფესტივალზე ვარსკვლავების თითოეული ლუქი თვალისმომჭრელია. ნატალი პორტმანის, სიენა მილერის, სხვა მოდელებისა და მსახიობების არჩევანი დახვეწილი და ელეგანტურია. მათი სილამაზის საიდუმლო მსუბუქი მაკიაჟი და სწორად შერჩეული ვარცნილობაა. იხილეთ ვარსკვლავების
ვარცხნილობები და მაკიაჟი 2015 წლის კანის კინო ფესტივალზე.

მაკიაჟი & ვარცხნილობები კანის ფესტივალზე
Tags:

არც თუ ისე ხშირად ვხედავთ, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავებს მათმა სტილისტებმა განსხვავებული - არაბუნებრივი თმის ფერი მოარგონ, თუმცა ასეთი შემთხვევების დროს მაინც ყველაზე ხშირია ვარდისფერი თმის ტონირება. ეს ტრენდი პინკმა და ავრილ ლავინმა შემოიტანეს და აი უკვე მეორე ათწლეულია ასაკთან ერთად არ ღალატობენ ამ ფერს, რომელსაც სრულიად "არათინეიჯერეული"- იერით წარმოგვიდგენენ. მათი შემხედვარე ქეით ჰადსონმა, რიტა ორამ და ჰელენ მირენმაც კი მოსინჯეს ვარდისფერი ტონალობის თმა. ნიკოლ რიჩი და კეიტი პერიმ კი მკაფიო ვარდისფერი აირჩიეს გარკვეული პერიოდის მანძილზე.

Tags:


როგორ გავიკეთოთ პროფესიონალური მაკიაჟი
სახის კონტურირება: იდეალური ტონი და ჩრდილებით ნაკვთების ფორმირება

ცნობილი ადამიანების მსგავსად, თქვენი სახის ფერიც ბრწყინვალე და თვალისმომჭრელი რომ იყოს, ამისათვის რამდენიმე რჩევას გაგიზიარებთ. საუკეთესო მაკიაჟისთვის დრო, ფუნჯები და სწორად შერჩეული კოსმეტიკა დაგჭირდებათ. რჩევების გათვალისწინებით დასახულ მიზანს აუცილებლად მიაღწევთ. პროფესიონალური მაკიაჟის საიდუმლოებები: როგორ წარმოვაჩინოთ სახის ნაკვთები საუკეთესოდ ჩრდილების დახმარებით და მივიღოთ ფოტოგენური მაკიაჟი

Tags:

ცნობილმა ავსტრალიელმა სუპერმოდელმა ები ლი კერშაუმ მშობლიური ქვეყნის Vogue-ის 2015 წლის გარეკანი დაამშვენა. ფოტოსესია საკმაოდ უცნაურია, იგი მთლიანად შავ-თეთრ ფერებშია გადაწყვეტილი და ების თითქოსდა მამაკაცის როლი აქვს მორგებული. ფოტოსესია ცნობილმა მოდის ფოტოგრფამა უილ დავიდსონმა გადაიღო,რომლის განცხადებით მისი ინსპირაციის წყარო ფილმი Boyhood გახდა,რომლის თემაზეც გადაწყვიტა ფოტოების გადაღება. მოდური გამოცემისთვის სტილი შექმნა კრისტინე ცენნტენერამ , ხოლო მეიქაფი ოზი სალვატიერას ეკუთვნის.

Abbey Lee for Vogue Australia
Tags:

28 წლის რუსი სუპერმოდელი ირინა შეიკი არაერთხელ მოექცა მსოფლიოს ულამაზეს და უსექსუალურეს ქალბატონთა სიის წამყვან პოზიციებზე.მოდელი წელს Sports Illustrated Swimsuit Issue-იც დაამშვენა და ფილმ Hercules-ში მეორეხარისხოვანი როლიც შეასრულა.ჰოლივუდის წამყვანი გამოცემები კარგა ხანია საუბრობენ მოდელის პლატიკური ოპერაციების შესახებ. ირინას ძველ ფოტოებს თუ გადავხედავთ მას აშკარად შეცვლილი და გადიდებული აქვს ტუჩები.პასტიკური ქირურგ მაიკლ სალცჰაუზერის განცხადებით ირინას ტუჩები რესტილანის ან ჯუვედერმის ფილერებით აქვს შეცვლილი. აგრეთვე მოდელს შეცვლილი აქვს ყბის და ცხვირის ფორმები და 1 ზომით აქვს გადიდებული მკერდი. გადავხედოთ ირინა შეიკის ფოტოებს პოპულარობამდე.

Tags:
« 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 ... 17 »
Back to Top