;

19 June 2013      ANGEL     Views 14751    
Category: Prom Dress, Take Care, Advertisment, Georgians



სად და როგორ გავიკეთოთ სრულყოფილი დაფერვა ანუ ავტო-რუჯი?

აქტიური სეზონია ქორწილებისთვის და საბანკეტო წვეულებებისთვის. სელებრითებმა და მათმა სტილისტებმა კარგა ხანია იციან და აფასებენ, რომ წითელ ხალიჩაზე ფოტოაპარატების განათებების ფონზე მათ სხეულს ფოტოგენურად და უზადოდ წარმოჩინებაში დიდი წვლილი მიუძღვის დაფერვას, ანუ ე.წ. ტონირებას, რუჯს.

დაფერვით მიიღება რამოდენიმე ტონით ოდნავ გარუჯული სხეული, ჯანსაღი ბზინვარებით.
ჰოლივუდური რუჯი 15 წუთში!


სამწუხაროდ ეს ზაფხულის ამინდი ჯერ არ გვანებივრებს მზიანი დღეებით, თუმცა ქალაქის პირობებში აუზისპირა გარუჯვის შემთხვევაშიც კი გადაწვის შანსი მაღალია და არც თუ ისე მბზინავი და ჯანსაღი რუჯის გარანტია. ამიტომ წვეულების წინ მომენტალური ავტო-რუჯი ანუ დაფერვა, რამოდენიმე ტონით გარუჯვა, ნაზი ბზინვარებით, რომელიც სრულიად უსაფრთხო, ხელმისაწვდომი, მოხერხებული და სწრაფი ეფექტია იდეალური გადაწყვეტილებაა თქვენთვის!


სპრეი-გარუჯვის უპირატესობები - კანის ლამაზი, ბუნებრივი ფერი
მზისა და ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების გარეშე!

მულატოში დაფერვა აეროგრაფიული მეთოდით ხდება.
რუჯის ხანგრძლივობა კანის ტიპზეა დამოკიდებული, ძირითადად 7-10 დღე ძლებს!
რუჯის სიმკვეთრე შეირჩევა ინდივიდუალურად. ყველაზე მუქი რუჯია N12,
მისი ფასი 40 ლარია. სხვა ტონით დაფერვა N5,N8,N10 კი 35 ლარი ღირს.
ასევე აქვთ სწრაფი რუჯის სერვისი, მისი ფასი 54 ლარია და კანზე გაჩერება მას მხოლოდ 2-4 საათი სჭირდება, სხვა ტიპის დაფერვას N5,N8,N10,N12 კი პირველ შხაპამდე 8 სთ.
მულატოს სტუდია წარმოდგენილია თბილისში და ქუთაისში!


www.facebook.com/mulattotan



ნუ შეგეშნდებათ იმ ნეგატიური გამოხმაურებების რაც ასე ხშირად გვესმის ამ ტიპის რუჯთან დაკავშირებით - არაბუნებრივი ფერი, აჭრელება მეორე დღესვე, რუჯის არათანაბრად გადასვლა და ა.შ. ამიტომ აუცილებელია შეარჩიოთ ხარისხიანი სერვის ცენტრი და დარწმუნებული იყავით, რომ წვეულების დღეს თქვენს ახალ კაბაში გამოწყობილი ჰოლივუდის ვარსკვლავივით გარუჯული, უნაკლო სხეულით იბრწყინებთ.


შეკითხვაზე, თბილისში თუ სად შეიძლება გავიკეთოთ ყველაზე ხარისხიანი, პროფესიონალურ დონეზე შესრულებული მომენტალური რუჯი
პასუხია ერთია - „მულატოსში!“, რომელიც ავტორუჯის ერთერთი პროფესიონალური სტუდიაა. გაიკითხეთ, დარწმუნებული იყავით მხოლოდ დადებით გამოხაურებებს მოისმინენთ მათი სერვისის შესახებ!

მულატოს სტუდია რეკლამირებას არ ეწევა, ისინი მიიჩნევენ, რომ საუკეთესო რეკლამა მათი კმაყოფილი კლიენტების რეკომენდაციებია.
სტუდია თავად აკონტროლებს საკუთარ სერვისის ხარისხს და დაფერვიდან მეორე დღეს უკავშირდებიან კლიენტებს, რომ დაადგინონ თუ რამდენად კმაყოფილნი არიან მათი სერვისით.

ამაზე ემტყველებს მულატოს ფეისბუქის გვერდზე არსებული კომენტარებიც.
თავად გაეცანით და მიყევით www.facebook.com/mulattotan -ის გვერდს, გაეცანით მომხმარებლების შეფასებებს და ფოტოებს, მულატოს რეკომენდაციებს, თუ როგორ მოვუაროთ რუჯს და მათი აქციების შესახებ განახლებებს!

7 ნაბიჯი, თუ როგორ მოვემზადოთ მულატოს დაფერვისთვის
Tatia Z*: ❝ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში კარგი და ხარისხიანი პროდუქციისთვის, ისე მომწონს ჩემი ფერი რო რა ვიცი, ძალიან ბუნებრივია, მეორე რიგში სრულყოფილი და ძალიან სასიამოვნო სერვისისთვის მართლაც ძალიან კომფორტულია რაც ქართულ ბაზარს ასე უჭირს - კარგი სერვისი  ჩათვალეთ თქვენი მუდმივი კლიენტი ვარ :D ფოტოებს აუცილებლად მოგაწვდით ქორწილის მერე :) ❞

Natia K*: ❝უღრმესი მადლობა Mulatos!!! ვისარგებლეთ თქვენი მომსახურებიტ და ძალიან კმაყოფილები დავრჩით... ძალიან ბუნებრივი ფერი, არანაირი სიჭრელე, ჩემი აზრით საუკეთესო საშუალებაა რუჯის მისაღებად, თანაც ერთი დიდი პლიუსი ის არის, რომ ყოველმხრივ უსაფრთხოა:) მეც და ჩემი მეგობარი @Natia Kakhidze ძალიან კმაყოფილები დავრჩით შედეგით, ასე რომ აუცილებლად გესტუმრებით ისევ:) კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა:) ♥ ❞

Natia B*: ❝დიდი მადლობა Mulatto-ს რომ არსებობს :) მე უკვე ყველაზე აქტიური მომხმარებელი ვარ და ძალიან კმაყოფილი ვარ, ყველას გირჩევთ, არ ინანებთ :):) ❞

Natuka X*: ❝მადლობა გოგოებო:) ისეთი მაგარი ფერი მაქ ჩემი თავის მშურს:) ❞
7 ნაბიჯი, თუ როგორ მოვემზადოთ მულატოს დაფერვისთვის
Salome P*: ❝ძალიან კმაყოფილი ვარ როგორც ზაგრით ასევე მომსახურებითაც. დიდი მადლობა მულატოს ♥ ❞

Lela Ch*: ❝ნამდვილად არაჩვეულებრივია, პირადად გამოვცადე ჩემ თავზე და შედეგთ კმაყოფილი ვარ, არ ჭრელდება რაც მთავარია და კანს არ აზიანებს, ვისაც სურვილი აქვს და ყოყმანებს დამერწმუნებთ მულატოზე კარგად ვერსად გაირუჯებით:)


Mari G*: ❝ძალიან მაგარია! სადაც კი არ ვყოფილვარ ესეთი ფერი ასასდროს მიმიღიაა :* ❞

Liko M*: ❝ძალიან კმაყოფილი ვარ თქვენი ხარისხით და სერვისით :)) ნატა უსაყვარლესია ♥ ❞

Lelu K*: ❝VIP პაკეტში ისეთი მომსახურება შედის თავი პრინცესა მეგონა :))) მართლა 2 კვირა არანაირი ლაქები და სიჭრელე, მიყვარხართ :))


Natia M*: ❝დიდი მადლობა გოგოებო:) არაჩვეულებრივ ფერზე ვიყავი ❞

Etuna Ts*: ❝გოგოებო, ძალიან დიდი მადლობა! მშვენიერ ფერზე დაჯდა და ძალიან მომწონს. აუცილებლად გესტუმრებით კიდევ : ) სხვებსაც ვურჩევ რომ ისარგებლონ თქვენი შემოთავაზებით :) ❞

7 ნაბიჯი, თუ როგორ მოვემზადოთ მულატოს დაფერვისთვის
Natia K*: ❝ძალიიიან დიდი მადლობაააა,უმაგრესიი ფერიი მივიღეეე,თან ზუსტად 5საათშიიი, კმაყოფილიი ვაააარ :-))))

Lelu K*: ❝დიდიდიდიდი უღრმესი მადლობა! მართლა ყველას ყურადღება მიიქცია, ნუ სურნელებზე ხო აღარაფერს ვამბობ! აუცილებლად გესტუმრებით კიდევ ♥ ❞

Salome A*: ❝მოკლედ,თავიდან,რომ გაიკეთებთ რვა საათში შეფერადდებით ძალიან ბუნებრივ და გემრიელ"რუჯისფრად",ასე გემრიელად და უპრობლემოდ გექნებათ ათი დღის განმავლობაში და მეათე დღეს კარგად,რომ "გაიხეხოთ"(სახეზე სკრაბი)ასევე ძალიან გემრიელად და ერთიანად მოგცილდებათ,აჭრელების გარეშე:)))მე ასე ჩავატარე ჩემი რუჯი და ძალიან კმაყოფილი დავრჩი,ბევრი კომპლიმენწიკებიც მივიღე და დიდი მადლობა"mulatto"-ს:)))) პ.ს ჩემ შემთხვევაში ნამდვილად არ მქონია პრობლემა,მაგრამ მაინც ვფიქრობ,რომ ძირითადად კანის სტრუქტურაზეა დამოკიდებული ყველაფერი:)))) ❞


Anuka M*: ❝ძალიან ძალიან კმაყოფილები ვართ... ♥ 23-ში მგონი მთელი IBSU მულატოსში აპირებს დაზაგვრას :))) ❞

NChiva Chiva: ❝ძაან დიდი მადლობა, ძაან კმაყოფილი ვარ. ასეთი შოკოლადის ფერი არასდროს არ ვყოფილვარ. მაგრად დამაჯდა.

Dodona D*: ❝არ მჯერა, რომ ეს ჩემი ფერია!!! ♥ აუცილებლად გესტუმრებით ხშირად! ♥ ❞

Tekla P*: ❝არაჩვეულებრივი შედეგი :)) კმაყოფილი ვარ, დიდი მადლობა, არაერთხელ გეწვევით ♥ ♥ ♥ ❞

Kate G*: ❝მულატო! ძალიან დიდი მადლობა ასეთი მშვენიერი რუჯისთვის!!! ძალიან კმაყოფილი ვარ თქვენი მომსახურებით!!! ასეთი ფერი არ ვყოფილვარ არასდროს! :)) აუცილებლად მოგმართავთ მომავალშიც!.... დიდი მადლობა ყველაფრისთვის... :*
პ.ს. ხალხნო, მართლა ძალიან მაგარია მულატო! არ შეგეშინდეთ ისე მიდით და მიენდეთ პროფესიონალებს! ;) ♥ ❞


R* Nini: ❝ისეთი კმაყოფილი ვარ რო არ ვიცი რა გითხრათ, ძალიან მომეწონა, დღეს უფრო მაგარი ფერიააა და არც აჭრელებულა საერთოოოდ

Qeta G*: ❝ძნ დიდი მადლობა, კმაყოფილი ვარ ძაან :) ქორწილმა მშვენივრად ჩაიარა და არც ავჭრელებულვარ :* ;) :D ❞

Mari K*: ❝რა სოლარიუმი,რის სოლარიუმი,როცა არსებობს Mulatto !! ძალიან კმაყოფილი ვარ მომსახურებით და რაც მთავარია შედეგით..მადლობთ,გისურვებთ წარმატებებს :* ❞





7 რჩევა, როგორ მოვემზადოთ მულატოს დაფერვისთვის
ეს რჩევები კი მათთვის, არის, ვინც პირველად იკეთებს ავტო-რუჯს:

1: მნიშნველოვანია! ჩაიტარეთ ეპილაცია და სხვა ტიპის კორექციები მათ შორის წარბების ფორმის ავტო-გარუჯვის სერვისამდე 3-4 დღით ადრე. გაიპარსეთ 1 დღით ადრე, საპარსით ჭრილობების ან ცვილით ახევით დაზიანებული კანის ზონების რუჯით დამუშავება არარეკომენდირებულია, რადგან შესაძლოა მცირე კონტრასტულად გამუქდეს კანის დაზიანებული ზონები.
2: იმისათვის, რომ მომენტალური რუჯით თანაბრად და იდეალურად დაიფაროს სხეული საჭიროა კანის სათანადოდ მომზადება: სათანადო პილინგი. მიზანი: კანიდან მკვდარი უჯრედების კარგად მოშორება, რაც სახლში შეგიძლიათ სკრაბით ან უხეში „მაჩალკით“, ან პირდაპირ მულატოს სტუდიაში, რაც მომსახურეობის VIP პაკეტში შედის.
3: მიიჩნევენ, რომ გარუჯვის წინ არ შეიძლება სხეულზე კრემის ან ზეთების წასმა, ეს მართალია! ცხიმი უშლის ხელს რუჯის ლოსიონის კანში შეწოვას და გარუჯვის ეფექტის მიღწევას. მაგრამ რა ქნან, მათ, ვისაც გამომშრალი კანი აქვს და დუშის შემდეგ აუცილებლად დანოტივებას საჭიროებს, რის გარეშეც გარუჯვისთვის აუცილებელი პირობა - სუფთა და გლუვი კანი ვერ მიიღწევა. მათთვის მულატოს სტუდიაში იდეალური გამოსავალია - უნიკალური პროდუქტი PH Balancer Mulatto. შეგიძლიათ გამოიყენოთ დამანოტივებელი დუშის შემდეგ, მულატოსში კი თქვენს კანს დაამუშავებენ PH Balancer -ით გარუჯვამდე და ის იქნება რბილი და დანოტივებული, ზედმეტი ცხიმების გარეშე. PH balancer გამოგიყვანთ ისეთი სიტუაციიდანაც, როდესაც ავტო-რუჯზე მოდიხართ სამსახურიდან, ან სასწავლებლიდან, ანუ არა ეგრევე დუშიდან და თქვენს კანზე დღის განმავლობაში კოსმეტიკა და ცხიმი დაილექა, რომლის ფენის მოცილებაც გარუჯვამდე აუცილებელია თანაბარი, ხარისხიანი და ხანგრძლივი ეფექტის მისაღებად.
4: ნუ გამოიყენებთ დეოდორანტს გარუჯვის დღეს! კანის ცხიმოვანი ფენის და კოსმეტიკის მოშორება შეიძლება, მაგრამ თანამედროვე დეოდორანტების ბოლომდე მოშორება არა, ამიტომაც მოერიდეთ დაფერვის დღეს დეოდორანტის გამოყენებას.
5: სტუდიაში წასასვლელად გამოეწყვეთ მსუბუქ, თავისუფალი ჭრილის სამოსში. (ან წამოიღეთ თან, ისე რომ გარუჯვის შემდეგ მსუბუქად ჩაცმულმა დატოვოთ სტუდია) სასურველია შეარჩიოთ ბამბის ქსოვილის სამოსი. ლეგინსები, კოლგოტები, ჯინსები - არავითარ შემთხვევაში!
6: სასურველია პედიკური და მანიკურის კანის მოვლის პროცედურები გაიკეთოთ გარუჯვამდე. გაუხეშებული და მოუვლელი სხეულის ნაწილები, როგორიცაა ფეხის ტერფები-კოჭები რუჯის ლოსიონს ჭარბად შეიწოვენ და უფრო შავდებიან. თუმცა მულატოს სტუდიაში ამის გადაწყვეტილებაც მოიძებნება, შეგიძლიათ მოითხოვოთ ერთჯერადი დასაკრავები ფეხის ტერფებისთვის. ასევე შემოგთავაზებენ სხვადასხვა ტიპის საჭირო აქსესუარებს უანკლო რუჯის მისაღებად და კომფორტული სერვისისთვის!
7: წვიმიან ამინდში მულატოს სტუდიის სტუმრობის შემთხვევაში თან წამოიღეთ ქოლგა :)



7 ნაბიჯი, თუ როგორ მოვემზადოთ მულატოს დაფერვისთვის
მომენტალური გარუჯვის სერვისი
Mulatto

სტუდია მულატოსს დაუკავშირდებით ნომერზე 558 557 633
და ჩაეწერეთ თქვენი იდეალური რუჯის მისაღებად!

მისამართი: თბილისი, ზანდუკელის ქ. #32
(რუსთაველის McDonalds'ის ზევით)

ქუთაისი: 599 297 853
ესთეტიკურ ცენტრ „ ელიზიუმში“

[email protected]
www.facebook.com/mulattotan

Student Card-ის მფლობელი სტუნდენტებისთვის მულატომ ყველა სტუდენტს 10% ფასდაკლება დაუწესა სტანდარტულ 35 ლარიან 2 ფენიან დაფერვაზე. განათლების სამინისტროსა და Student Card მხარდაჭერით.


Category: Prom Dress, Take Care, Advertisment, Georgians
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top