20 February 2015      slimshady     Views 6 802    
Category: Prom Dress / Stars

ლეონარდო დიკაპრიო,სანდრა ბულოკი,ტომ კრუზი,ჰოლი ბერი....ეს მსახიობები არა ერთი წლის აკადემიის დაჯილდოების წითელ ხალიჩაზე ჩნდებიან,ხან ოსკარის ოქროს ქანდაკების წასაღებად,ხანაც სანახაობით დატკობისათვის.თუმცა ამ "ვეტერანმა" მსახიობებმაც ერთ დროს პირველად დადგეს ფეხი წითელ ხალიჩაზე.დავათვალიეროთ უხერხული თუ თავდაჯერებული,მოდური თუ უგემოვნო ჩაცმულობა სელებრითების პირველ ოსკარის დაჯილდოებაზე.

პოპის მეფე,მაიკლ ჯექსონი მხოლოდ 22 წლის იყო,როდესაც 1981 წლის აკადემიის დაჯილდოებაზე 15 წლის ბრუკ შილდსთან ერთად გამოჩნდა.ბრუკი 1989 წელს გადაღებულ ფილმს "Blue Lagoon"-ს წარმოადგენდა.სწორედ აქ შეხვდნენ მომღერალი და მსახიობი პირველად ერთმანეთს,რის შემდეგაც არა ერთი ხმა გავრცელდა მათი რომანტიკული ურთიერთობის შესახებ.მოგვიანებით ეს ურთიერთობა ჯექსონმა თავად დაადასტურა და აღნიშნა,რომ ბრუკი მისი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიყვარული იყო.

გზა ოსკარამდე : ვარსკვლავების პირველი გამოჩენაგზა ოსკარამდე : ვარსკვლავების პირველი გამოჩენა

ბრუკ შილდსისთვის კი პირველი გამოჩენა წითელ ხალიჩაზე 1979 წელს იყო.13 წლის მოდელი/მსახიობი თავისი ოსკარზე ნომინირებული ფილმის "Pretty Baby"-ის მხარდასაჭერად მივიდა.ფილმი,რომელშიც ბრუკი არასრულწლოვანი მეძავის როლს ასრულებს,ორიგინალური მუსიკის კატეგორიაში იყო წარდგენილი.1979 წლის შემდეგ ბრუკი არა ერთხელ დაესწრო ცერემონიალს,მიუხედავად იმისა,რომ თავად არასდროს ყოფილა ნომინირებული.

გზა ოსკარამდე : ვარსკვლავების პირველი გამოჩენაგზა ოსკარამდე : ვარსკვლავების პირველი გამოჩენა
ბრუკი 1979 წელს | ბრუკი 2012 წელს
გზა ოსკარამდე : ვარსკვლავების პირველი გამოჩენაგზა ოსკარამდე : ვარსკვლავების პირველი გამოჩენა

53 წლის მსახიობი ჯოდი ფოსტერი მხოლოდ 14 წლის იყო,როდესაც 1977 წელს პირველად გამოჩნდა წითელ ხალიჩაზე.ჯოდი 1976 წელს გადაღებული ლეგენდარული ფილმის "Taxi Driver"-ისთვის იყო ნომინირებული საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობის კატეგორიაში.სამწუხაროდ პატარა ჯოდი სახლში ხელცარიელი დაბრუნდა,თუმცა 12 წლის შემდეგ მსახიობმა მოახერხა პირველი ოსკარის მოპოვება.მას შემდეგ კი კიდევ ორჯერ იყო ნომინირებული,ერთხელ კი მოიგო საუკეთესო მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობის კატეგორიაშ,ისეთი ფილმებისთვის,როგორებიცაა "კრავთა დუმილი","ბრალდებული" და "ნელი"

გზა ოსკარამდე : ვარსკვლავების პირველი გამოჩენაგზა ოსკარამდე : ვარსკვლავების პირველი გამოჩენაგზა ოსკარამდე : ვარსკვლავების პირველი გამოჩენა
14 წლის ჯოდი 1977 წელს | 26 წლის ჯოდი 1989 წელს | 33 წლის ჯოდი 1992 წელს
გზა ოსკარამდე : ვარსკვლავების პირველი გამოჩენაგზა ოსკარამდე : ვარსკვლავების პირველი გამოჩენა

ცოტამ თუ იცის,რომ ანა პაქვინი,რომელიც დღეს ისეთი როლებითაა ცნობილი,როგორებიცაა სოკი სტექჰაუზი "ნამდვილ სისხლში" და როგი "იქს-მენში",სულ რაღაც 11 წლის ასაკში ოსკარის მფლობელი გახდა 1995 წელს ფილმისთვის "პიანინო".ფილმში ანა მე-19 საუკუნეში მცხოვრები ყრუ მუსიკოსის შვილის როლს ასრულებს.ანას კატეგორიაში წარდგენილები იყვნენ ისეთი მსახიობები,როგორებიც არიან ვაიონა რაიდერი და ემა ტომფსონი.ახალგაზრდა მსახიობი ამ წლის შემდეგ ოსკარის ნომინანტი აღარ გამხდარა,თუმცა ოქროს გლობუსი მოიპოვა 2009 წელს.

გზა ოსკარამდე : ვარსკვლავების პირველი გამოჩენაგზა ოსკარამდე : ვარსკვლავების პირველი გამოჩენა
11 წლის ანა 1995 წელს | 27 წლის ანა 2009 წელს


კიდევ ერთი ბავშვი ვარსკვლავი გახლდათ დრიუ ბერიმორი.მან 7 წლის ასაკში სტივენ სპილბერგის საკულტო ფილმში "E.T. the Extra-Terrestrial"-ში მიიღო მთავარი როლი.ფილმი 1982 წელს 9 ოსკარის ნომინაციაში იყო წარდგენილი,ამიტომაც პატარა დრიუს დასწრება წითელ ხალიჩაზე აუცილებელი გახდა.დრიუ მას შემდეგ არა ერთხელ გამოჩენილა აკადემიის დაჯილდოებაზე,თუმცა მხოლოდ მაყურებლის ან პრეზენტატორის სახით.

გზა ოსკარამდე : ვარსკვლავების პირველი გამოჩენაგზა ოსკარამდე : ვარსკვლავების პირველი გამოჩენა
8 წლის დრიუ 1982 წელს | 39 წლის დრიუ 2014 წელს

1986 წელს ჰოლივუდის ცნობილი სახე,მსახიობი ჯონ ვოიტი ფილმ Runaway Train-ისთვის იყო ნომინირებული,წითელ ხალიჩაზე კი თავის პატარა ქალიშვილთან,10 წლის ანჯელინა ჯოლი ვოიტთან ერთად გამოჩნდა.იმ დროისთვის ანჯელინა კინო სამყაროსთვის უცნობი იყო.თუმცა 13 წლის შემდეგ,1999 წელს ანჯელინამ საკუთარი ოქროს ქანდაკება მოიპოვა ფილმში "შეწყვეტილი სიცოცხლე",რომელშიც ჯოლი საგიჟეთის პაციენტის როლს თამაშობს.მსახიობი 2009 წელსაც იყო წარდგენილი ოსკარზე ფილმისთვის "Changeling",თუმცა ვერ გაიმარჯვა.

გზა ოსკარამდე : ვარსკვლავების პირველი გამოჩენაგზა ოსკარამდე : ვარსკვლავების პირველი გამოჩენაგზა ოსკარამდე : ვარსკვლავების პირველი გამოჩენა
10 წლის ანჯელინა 1986 წელს | 25 წლის ანჯელინა,2000 წელი | 34 წლის ანჯელინა,2012 წელი

ბენ აფლეკი 26 წლის გახლდათ როდესაც პირველად დადგა ფეხი აკადემიის დაჯილდოების წითელ ხალიჩაზე მეგობართან,მეტ დეიმონთან ერთად.მეტი და ბენი ერთად იყვენენ წარდგენილნი საუკეთესო სცენარისთვის ფილმისთვის "Good Will Hunting" და გამარჯვებაც მოიპოვეს.ბენი 2013 წელსაც გამოჩნდა მეუღლესთან-ჯენიფერ გარნერთან ერთად,ამჯერად უკვე საუკეთესო ფილმის კატეგორიაში საკუთარი ფილმის - "არგოს" ინტერესთა დასაცავად.

გზა ოსკარამდე : ვარსკვლავების პირველი გამოჩენაგზა ოსკარამდე : ვარსკვლავების პირველი გამოჩენა
ბენი და მეტი 1998 წელს | ბენი 2013 წელს

გზა ოსკარამდე : ვარსკვლავების პირველი გამოჩენა

22 წლის ენ ჰეთვეი 2004 წლის ოსკარის დაჯილდოებაზე პირველად გამოჩნდა,რადგან იმავე საღამოს საუკეთესო კოსტუმის დიზაინის კატეგორიის გამარჯვებული უნდა გამოეცხადებინა.მოგვიანებით,2009 წელს ენი ფილმ "Rachel Getting Married"-ისთვის იყო ნომინირებული,მაგრამ გამარჯვება მხოლოდ 2013 წელს მოიპოვა თავისი დაუვიწყარი შესრულებით ფილმში "Les Miserables".ენ ჰეთვეი 2011 წელს ჯეიმს ფრანკოსთან ერთად გაუძღვა ოსკარის ცერემონიალს,ეს წელი აკადემიის ისტორიაში ყველაზე საშინელი შოუს სახელით შემორჩა..

გზა ოსკარამდე : ვარსკვლავების პირველი გამოჩენაგზა ოსკარამდე : ვარსკვლავების პირველი გამოჩენა
22 წლის ენი 2004 წელს | 31 წლის ენი 2013 წელს

23 წლის მსახიობი - ჯულია რობერტსი მაშინდელ საქმროსთან - კიფერ საზერლენდთან ერთად გამოჩნდა თავის პირველს ოსკარზე 1990 წელს.ამავე წელს ჯულია ნომინირებული იყო ფილმისთვის Steel Magnolias,მაგრამ გამარჯვება ვერ მოიპოვა.ჯულია კიდევ რამდენჯერმე წარადგინეს სხვადასხვა კატეგორიებში,სანამ 2000 წელს ერინ ბროკოვიჩის როლისთვის არ მიიღო დამსახურებელი ოქროს ქანდაკება.

გზა ოსკარამდე : ვარსკვლავების პირველი გამოჩენაგზა ოსკარამდე : ვარსკვლავების პირველი გამოჩენა
23 წლის ჯულია 1990 წელს | 47 წლის ჯულია 2014 წელს
გზა ოსკარამდე : ვარსკვლავების პირველი გამოჩენაგზა ოსკარამდე : ვარსკვლავების პირველი გამოჩენა

დღეისათვის წარმატებული და ოსკარის მფლობელი (ფილმებისთვის Blue Jasmine და The Aviator) მსახიობი - ქეით ბლანშეტი 30 წლის იყო პირველად რომ წარადგინეს აკადემიის დაჯილდოებაზე ფილმისთვის "ელიზაბეტი".მიუხედავად იმისა,რომ კატეგორიაში გვინეტ პელტროუმ გაიმარჯვა,საღამოს ბოლოს ყველა იმას ამბობდა,თუ როგორ იყო ქეითი მუდამ ყურადღების ცენტრში.ქეითი 1999 წლის ცერემონიალის შემდეგ არა ერთხელ გამოჩნდა ოსკარის წითელ ხალიჩაზე.

გზა ოსკარამდე : ვარსკვლავების პირველი გამოჩენაგზა ოსკარამდე : ვარსკვლავების პირველი გამოჩენა
30 წლის ქეითი 1999 წელს | 45 წლის ქეითი 2014 წელს
გზა ოსკარამდე : ვარსკვლავების პირველი გამოჩენაგზა ოსკარამდე : ვარსკვლავების პირველი გამოჩენა


ლეონარდო დიკაპრიო,რომელიც ოსკარების მეფედაც კი შეიძლება ჩავთვალოთ,პირველად წითელ ხალიჩაზე 1994 წელს გამოჩნდა.ლეო 20 წლისა გახლდათ,თუმცა როლი,რომლისთვისაც ნომინირებული იყო,16 წლის ბიჭისთვის იყო დაწერილი.მსახიობი პირველად მეორეხარისხოვანი როლისთვის იყო წარდგენილი ფილმისთვის What's Eating Gilbert Grape.ლეომ ვერც 1994 წელს და ვერც მას შემდეგ ვერ აიღო ოქროს ქანდაკება.ხუთჯერ ნომინირებული ლეონარდოს დამსახურებებში ეჭვი არავის ეპარება,ამიტომაც იმედი რჩება,რომ არაჩვეულებრივ მსახიობს შრომა დაუფასდება.

გზა ოსკარამდე : ვარსკვლავების პირველი გამოჩენაგზა ოსკარამდე : ვარსკვლავების პირველი გამოჩენა
20 წლის ლეონარდო 1994 წელს,40 წლის ლეონარდო 2014 წელს
გზა ოსკარამდე : ვარსკვლავების პირველი გამოჩენაგზა ოსკარამდე : ვარსკვლავების პირველი გამოჩენა

სანდრა ბულოკი პირველად 2006 წელს გამოჩნდა ოსკარზე,მან საუკეთესო ხმის ეფექტების კატეგორიის გამარჯვებული წარმოადგინა.4 წლის შემდეგ კი თავად გახდა გამარჯვებული და ოსკარის მფლობელი ფილმისთვის "უხილავი მხარე".სანდრა 2014 წელს "გრავიტაციისთვისაც" იყო ნომინირებული,თუმცა მას ამ კატეგორიაში ქეით ბლანშეტმა აჯობა.

გზა ოსკარამდე : ვარსკვლავების პირველი გამოჩენაგზა ოსკარამდე : ვარსკვლავების პირველი გამოჩენა
40 წლის სანდრა 2004 წელს | 44 წლის სანდრა 2010 წელს

30 წლის ჰოლი ბერი პირველად 1996 წელს გამოჩნდა წითელ ხალიჩამდე,ზუსტად 6 წლით ადრე,სანამ ის რეკორდს დაამყარებდა,როგორც პირველი აფრიკელ-ამერიკელი ქალი ოსკარის მფლობელი მსახიობი.ჰოლი ბერი მას შემდეგ ოსკარის ნომინანტი არ გამხდარა,თუმცა როგორც დამსწრე 2003 წელს იყო აკადემიის ცერემონიალზე.

გზა ოსკარამდე : ვარსკვლავების პირველი გამოჩენაგზა ოსკარამდე : ვარსკვლავების პირველი გამოჩენა

28 წლის მომხიბლავი ტომ კრუზი საკუთარი ფილმის "Rain Man"-ის მხარდასაჭერად გამოცხადდა 1990 წლის ოსკარზე.ფილმმა საუკეთესო ფილმის კატეგორიაში გაიმარჯვა,თუმცა თავად ტომს არანაირი ჯილდო არ მიუღია.ტომი სულ სამჯერაა ოსკარზე ნომინირებული ფილმებისთვის : "ჯერი მაკგვაიერი" , "მაგნოლია" და "ოთხ ივლისს დაბადებული".

გზა ოსკარამდე : ვარსკვლავების პირველი გამოჩენაგზა ოსკარამდე : ვარსკვლავების პირველი გამოჩენა
ტომ კრუზი 1990 და 2000 წლებში

მერილ სტრიპს ამჟამად რეკორდული - მე-19 ნომინაცია აქვს მინიჭებული.პირველი კი მსახიობმა 1979 წელს მიიღო,როდესაც ის სულ რაღაც 30 წლის გახლდათ,ფილმისთვის Kramer vs. Kramer.მას შემდეგ მერილი თითქმის ყოველ წელს ხვდება ერთ კატეგორიაში მაინც.საზოგადოება ამ თემასთან დაკავშირებით ხუმრობს კიდეც,რომ საკმარისია მერილმა უბრალოდ რაიმე როლი შეასრულოს,რომ აკადემია მაშინვე ნომინაციას აძლევს.მსახიობი 2015 წლის ოსკარზეცაა წარდგენილი.

გზა ოსკარამდე : ვარსკვლავების პირველი გამოჩენაგზა ოსკარამდე : ვარსკვლავების პირველი გამოჩენა
გზა ოსკარამდე : ვარსკვლავების პირველი გამოჩენაგზა ოსკარამდე : ვარსკვლავების პირველი გამოჩენა


გზა ოსკარამდე : ვარსკვლავების პირველი გამოჩენაგზა ოსკარამდე : ვარსკვლავების პირველი გამოჩენაგზა ოსკარამდე : ვარსკვლავების პირველი გამოჩენა
ჯენიფერ ლორსენსი - 2010 (Winter's Bone),2013 (Silver Linings Playbook), 2014 (American Hustle)

გზა ოსკარამდე : ვარსკვლავების პირველი გამოჩენაგზა ოსკარამდე : ვარსკვლავების პირველი გამოჩენა
მეთიუ მაკკონაჰი - 2003 წელი,2014 წელი (Dallas Buyers Club)

გზა ოსკარამდე : ვარსკვლავების პირველი გამოჩენაგზა ოსკარამდე : ვარსკვლავების პირველი გამოჩენა
ბრედლი კუპერი - 2010 წელი,2014 წელი (American Hustle)

გზა ოსკარამდე : ვარსკვლავების პირველი გამოჩენაგზა ოსკარამდე : ვარსკვლავების პირველი გამოჩენა
როზამუნდ პაიკი - 2006 წელი. მარიონ კოტიარი - 2008 წელი

გზა ოსკარამდე : ვარსკვლავების პირველი გამოჩენაგზა ოსკარამდე : ვარსკვლავების პირველი გამოჩენა
მარკ რუფალო ორსულ მეუღლესთან ერთად - 2001 წელი. პატრისია არკეტი ქმარ ნიკოლას ქეიჯთან - 1996

გზა ოსკარამდე : ვარსკვლავების პირველი გამოჩენაგზა ოსკარამდე : ვარსკვლავების პირველი გამოჩენა
ედვარდ ნორტონი - 1997. ითან ჰოკი მაშინდელ მეუღლე უმა თურმანთან - 2000

გზა ოსკარამდე : ვარსკვლავების პირველი გამოჩენაგზა ოსკარამდე : ვარსკვლავების პირველი გამოჩენა
ჯულიანა მური - 1998 (Boogie Nights).2003 წელი (Far from Heaven)

გზა ოსკარამდე : ვარსკვლავების პირველი გამოჩენაგზა ოსკარამდე : ვარსკვლავების პირველი გამოჩენა
რიზ უიზერსპუნი - 2002 წელი. 2013 წელი

გზა ოსკარამდე : ვარსკვლავების პირველი გამოჩენაგზა ოსკარამდე : ვარსკვლავების პირველი გამოჩენა
ბრედ პიტი - 1992 წელი. სტივ კარელი 1991 წელი

გზა ოსკარამდე : ვარსკვლავების პირველი გამოჩენაგზა ოსკარამდე : ვარსკვლავების პირველი გამოჩენა
კირა ნაითლი - 2006 წელი (Pride & Prejudice). ემა სტოუნი - 2012 წელი.

Category: Prom Dress / Stars
Tags:

Share it
Comments
Back to Top