31 March 2015      Ancho.     Views 12 719    
Category: Prom Dress / Stars



ლეგენდარული კაბები
ფილმებიდან და რეკლამებიდან


ტანისამოსი ფილმებიდან და სარეკლამო რგოლებიდან — ვიდეო რგოლის ხასიათი ხომ დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ არიან ჩაცმული მსახიობები. ამიტომაც პერსონაჟების კაბები და კოსტუმები ძირითადად ბიუჯეტის დიდ ნაწილს იკავებს. ჩვენ კი შეგვიძლია მივბაძოთ ჩვენს საყვარელ პერსონაჟებს და გავიმეოროთ მომნუსხველი იმიჯი, რომელსაც ისინი ტელეეკრანზე ამ კაბებით ქმნიდნენ და დაგვამახსოვრეს თავი.


https://31.media.tumblr.com/a730ff8e9d803873b67373bb4a9cc40e/tumblr_mwf2tb8s511r65pkdo1_500.gif

http://38.media.tumblr.com/tumblr_lukni8EZQJ1qk773do1_250.gifhttp://38.media.tumblr.com/tumblr_lukni8EZQJ1qk773do4_250.gif

ნატალი პორტმანი
– Miss Dior –




"კაბამ წარმოაჩინა ახალგაზრდული ვნება, როგორც ეს დიორს სურდა."

დიორის მუზა და ოსკაროსანი მსახიობი 2010 წელს დიზაინერის რამდენიმე სამოსში გამოჩნდა. ერთ-ერთი მათგანი ცნობილი კაბაა ღია ზურგით, რითიც ის სახლის კიბეებზე პოზირებს. გარდა იმისა, რომ ის იდეალურად წარმოაჩენს თავის ფორმებს ფოტოგრაფის წინ, ამასთან მისი კანი ფერი საოცარ ჰარმონიაში მოდის თეთრ ბიუსტთან და აბრეშუმის ფურცლებთან. ამ სახით პორტმანი თითქოს ზამთრის სიცივეს ანეტრალებს და ზაფხულის აჩრდილად ან გამოძახილად იქცევა. სხვადასხვა ყვავილების ტონალობები-ლილიისა და ვარდის-რომელიც კაბას ლაითმოტივად გასდევს, ქალს სინაზეს და ელეგანტურობას სძენს.




"რაფ საიმონსის კაბა მას ამგვანებს ბალერინას ფილმიდან "შავი გედი"




ესეც მეორე კაბა, რომელიც კლიპში ჩნდება. შავი კაბა, რომლითაც ერთ სცენაში მსახიობი შადრევანში პოზირებს და სველი ქსოვილი საუკეთესოდ წარმოაჩენს მისი სხეულის ფორმებს. ყველა აღტაცებაში მოჰყავს შავი აბრეშუმის კლასიკური სტილის კაბას, რომელსაც ბალერინის გრძელ კაბასაც ადარებენ. ამასთან, კაბის მარტივი კომპოზიცია გენიალურად ერწყმის ქალის ბუნებას.









ბლეიკ ლავლი
– Gucci Premiere –


https://33.media.tumblr.com/tumblr_m7zbopWhZ01qd1nklo1_250.gifhttps://31.media.tumblr.com/tumblr_m7zbopWhZ01qd1nklo3_250.gif

გუჩის სუნამოს რეკლამაში მსახიობი რამდენიმე განუმეორებელ სამოსში ჩნდება. ერთ-ერთი ეს არის პლატინის ფერის მბრწყინავი კაბა, რომელშიც 1000 სვაროვსკის კრისტალი გამოიყენეს. ბლეიკ ლავლის მიერ მორგებული ხასიათი ადრეულ კინოში გვაბრუნებს. ძველი ჰოლივუდისათვის დამახასიათებელი ტანზე მჭიდროდ მოტმასნილი გრძელსახელოებიანი კაბა შიშველი ზურგით. მეორე კაბა კი შედარებით ღია და თავისუფალია და თუ პირველი მათგანი თავისი ფორმით მსახიობს ქალაქის ხედის ყურებისას ძვირფას ბრილიანტად აქცევს, შემდეგ სცენაში კაბა მის ბუნებას ღიას, გულახდილს და ძლიერს ხდის თავისი სექსუალურობით.

https://38.media.tumblr.com/92c6a6d08cce9ec84b9f2c0a5ecf32ce/tumblr_nblppnnpLC1qhct03o1_250.gifhttps://38.media.tumblr.com/226cab98a4f7109e379656a9291e4843/tumblr_nblppnnpLC1qhct03o2_250.gif
https://38.media.tumblr.com/ba8d54932e6bd60754e0705881ab6e71/tumblr_nblppnnpLC1qhct03o3_250.gifhttps://33.media.tumblr.com/30396441bdb889a735a504e105114c58/tumblr_nblppnnpLC1qhct03o4_250.gif
https://40.media.tumblr.com/33e26c17ae7cb4e29d4c54a08370f48f/tumblr_mw6379mKIh1s46cu6o1_500.jpg
https://41.media.tumblr.com/a1b462e0d2de65443eb8ff0e406b418c/tumblr_mndf27epNH1qfvc64o1_500.jpg


ნატალია ვოდიანოვა
– Guerlain Shalimar –




"ნატალია დიზაინერის მეშვეობით მარტივად იქცა პრინცესად"



ზღაპრული ვიდეო რგოლი შაჰისა და ინდოელი პრინცესას სიყვარულის შესახებ მაყურებელს ლეგენდას უყვება. დიზეინერმა რუსი მოდელის გამხდარი ფიგურა ფირუზისფრად შემოსა. კაბით დაფარული მცირედი ნაწილის გარდა, დანარჩენ მომხიბვლელობაზე გამჭვირვალე შიფონი ზრუნავს, რომელიც საოცრად მგრძნობიარეს და ჰარმონიულს ხდის ქალის გარეგნობას. თითქოს ღია სამოსი მასიური შლეიფით დინამიური და სექსუალური ხდება.






ელიზაბეტ ტეილორი -- "კატა სახურავზე"

თეთრი ფერის დეკოლტირებულმა კაბამ ფილმში ნამდვილად შექმნა ელიზაბეტი, როგორც ნამდვილი ლედი. გრძელი კისერი და გაშლილი მხრები იდეალურად ეხამება ამ სტილის კაბას. ამასთან გასათვალისწინებელია, რომ კაბა არ უსვამს ხაზს თეძოების სიმკვრივეს და წვრილი ფეხები ქმნიან საოცარ შთაბეჭდილებას ტანის ფორმის წარმოჩენისას.







გრეის კელი

გრეის კელი თავადაც უზადო გემოვნებით გამოირჩეოდა, ამიტომაც მისი საეკრანო კაბები გაცილებით ბრწყინვალე და შთამბეჭდავია. მას შეეძლო უბრალოებით გამოეხატა სადღესასწაულო იერი. პირველ შემთხვევაში სადა, შავ ფერში გადაწყვეტილ მოტმასნილ ბოდეს, თეთრი გაშლილი "პაჩკა" შეურჩია, რითიც ჰარმონიულად შეახამა ჰარმონია პომპეზურთან. ერვინ ბლუმენდფელთან, გრეისი ღია ნაცრისფერი კაბით მოგვევლინა, მიუხედავად მისი დახურულობისა, ნაზი, დაგდებული ქსოვილი გაცილებით ელეგანტურს წარმოაჩენს მის სხეულს, ვიდრე ამას ნებისმიერი ღია სამოსი მოახერხებდა. ალაგ-ალაგ გამჭვირვალე და ყვავილის არშიით გაფორმებული კაბა ნამდვილი კლასიკური შედევრია.





კინოსურათი "დაიჭირე ქურდი" გრეისის საუკეთესო კაბებს მოიცავს. თეთრ კაბაში ის დედოფალია. ასევე საყურადღებოა ლურჯი შიფონის კაბა, რომელიც ასევე ელეგანტურობის პიკია.







ფილმის "Atonement"-ის გამოსვლის შემდეგ, კირა ნაიტლის კაბამ სრული ფურორი მოახდინა და დღემდე ერთ-ერთ საუკეთესო კაბად ითვლება კინოს ისტორიის განმავლობაში. მას მიუწვდომელი ელეგანტურობის ენიგმაც კი უწოდეს. გრძელი, ვიწრო, წელზე მჭიდროდ მოტმასნილი კაბა მაყურებელს თავისი უბრალოებითა და დახვეწილობით მოეწონა. მსახიობის გამხდარ ტანს ის აშკარად და ზუსტად მოერგო ზედმეტი სექსუალურობის გარეშე.









Category: Prom Dress / Stars
Tags:

Share it
Comments
Back to Top