26 ივნისი 2015      TataNakani     12 კომენტარი     ნანახია 10940-ჯერ
ნინა სუბლატის დღიური

ღიურის მომდევნო სტუმარი ნინა სუბლატია!
ჩვენი ერთგული მკითხველი ნინას ინტერვიუს სულმოუთქმენლად ელოდა. საინტერესო, განსხვავებული, წარმატებული ახალგაზრდა მომღერალი ევროვიზიისა და ყოველდღიურობის მიღმა დარჩენილი დეტალების შესახებ დღიურის კითხვარში გულწრფელი იყო. ხელწერა და სუბიექტური ხედვები რესპონდენტს სხვა კუთხით წარმოაჩენს. დღიურის მიზანიც ეს არის, არაორდინარული ინტერვიუ და გულწრფელი პასუხები იმ ადამიანებისგან, რომლებიც საზოგადოების ყურადღების ცენტრში მუდმივად ექცევიან. იხილეთ ნინა სუბლატის საინტერესო დღიური.

- ცხოვრებისეული ფრაზა,რომელიც მუდამ გონებაში მიტრიალებს...
- "Keep Going."
- ქალბატონებს ვურჩევდი...
- დაივიწყონ "სუსტი სქესის" არსებობა. ყველა თანასწორია.
- სიტყვა Warrior-ზე, პირველი ადამიანი, რომელიც მახსენდება არის...
- ყველა, ვინც თავისი პრინციპებისთვის, საკუთარი თავისთვის და თავისუფლებისთვის იბრძვის.
- ადამიანის ცხოვრება უფრო საინტერესო იქნებოდა, რომ არ ყოფილიყო...
- მმართველობა.
ნინა სუბლატის დღიური
Tags:
25 ივნისი 2015      Mari__Angel     0 კომენტარი     ნანახია 2803-ჯერ

Homemart - ყველაფერი სახლისთვის


“ჰოუმმარტი - ყველაფერი სახლისთვის“ ასე ეწოდება ჭავჭავაძის გამზირზე, N37ლ-ში მდებარე ორსართულიან სავაჭრო ცენტრს, რომლის ძირითად კონცეფციას სახლის თემა წარმოადგენს. “ჰოუმმარტი“ - სივრცეა, სადაც მომხმარებელს საშუალება ეძლევა მშვიდ და კომფორტულ გარემოში, კვირის ნებისმიერ დღეს, პარკირების პრობლემის გარეშე შეიძინოს ყველაფერი სახლისთვის: ყველა გემოვნების თუ სტილის ადამიანისთვის შესაფერისი სახლის დეკორაცია, ჭურჭელი და სახლის აქსესუარები, ოთახის განათება, ტექსტილი, საოჯახო ტექნიკა, სათამაშოები, ასევე ქალის სამკაული და თეთრეული, საცურაო კოსტუმები და სპორტული ტანსაცმელი.

სავაჭრო ცენტრში ასევე მდებარეობს ფიტნესი „ასპრია“, რომელასაც შეგიძლიათ ესტუმროთ დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში. ყავის მოყვარულებს კი „ჰოუმმარტის“ სავაჭრო ცენტრი სთავაზობს ყავის ექვსამდე ობიექტს და გვერწმუნეთ, ყავის არც ერთი მოყვარული არ დარჩება გულგრილი.

Tags:

25 ივნისი 2015      Mari__Angel     1 კომენტარი     ნანახია 612-ჯერ


მორიგი ჰოლივუდური კომედია , რომელსაც მაყურებელი საქართველოს კინოთეატრებში მსოფლიო პრემიერამდე 1 დღით ადრე - 25 ივნისიდან იხილავს. მარკ უოლბერგი, ამანდა სეიფრიდი, ლიამ ნისონი, მორგან ფრიმენი და სეტ მაკფარლენი, რომელიც დათუნია-ტედის პერსონაჟსაც ახმოვანებს და ფილმის რეჟისორიც გახლავთ წარმოგვიდგენს ტედის ისტორიის მეორე ნაწილს. ფილმში ტედს და მის ადამიან-მეუღლეს შვილის ყოლის სურვილი გაუჩნდებათ, რისთვისაც მოუწევთ დაამტკიცონ, რომ ტედი ადამიანია და შეძლებს ბავშვის აღზრდას, მოკლედ.. ტედს ცოლი მოყავს!

სარკაზმი, მსუბუქი და უხამსი იუმორი რეჟისორის დამახასიათებელი ნიშანია, სწორედ ასეთ სტილის გამო დათანხმდა მარკ უოლბერგი ფილმის მეორე ნაწილში გადაღებას, რაც მის კინოკარიერაში პირველი შემთხვევაა.


Tags:
18 ივნისი 2015      Mari__Angel     2 კომენტარი     ნანახია 1901-ჯერ
თავდაყირა / inside out

ოდესმე დაფიქრებულხართ - ნეტავ რა ხდება ჩვენს თავში??
სწორედ ამ თემას ეფუძნება პიქსარის ეს უნიკალური მულტფილმი. მისი პრემიერა კანის 68-ე კინოფესტივალზე შედგა და აღფრთოვანება გამოიწვია კრიტიკოსებში ამ საოცრად ახლებურმა - წარმოსახვითმა სამყარომ. შთაგონება რეჟისორ და სცენარისტ პიტ დოქტერის საკუთარ მოზარდ ქალიშვილზე დაკვირვებამ შესძინა, ფილმის შექმნის პროცესს კი 5 წელიწადზე მეტი მოანდომეს!

18 ივნისიდან "კომედი შოუ" და "ვანოს შოუ"- ქართული გახმოვანებით
წარმოგვიდგენს სტუდია "Pixar"-ის ანიმაციურ ფილმს
"თავდაყირა" 3D ფორმატში

ფილმში წამოჭრილი თემები მულტფილმის გმირების მსგავსად ბავშვებს და მათ მშობლებს მრავალ საკითხე დააფიქრებს და გაახალისებს. მთავარი გმირი 11 წლის რაილის პერსონაჟია, მის ქცევას განსაზღვრავს ხუთი ემოცია, ხუთი პატარა არსება მის ტვინში: სიხარული, მწუხარება, შიში, რისხვა და ზიზღი. თითოეული ემოცია თავისებურად ცდილობს დაეხმაროს მას ახალ სკოლაში ადაპტირების დროს, სადაც მწუხარების ემოციამ ჩაიგდო მართვის სადავეები.

თავდაყირა / inside out თავდაყირა / inside out
თავდაყირა / inside out თავდაყირა / inside out
Tags:
14 ივნისი 2015      Ancho.     3 კომენტარი     ნანახია 2656-ჯერ


სიტყვა როგორც სკალპელი
ექიმი ჰაუსის საუკეთესო ციტატები
ბრიტანელმა მსახიობმა ჰიუ ლორმა 56-ე დაბადების დღე აღნიშნა


შესანიშნავი როლებისა და სამშობლოში წარმატებულობის მიუხედავად, ჰიუ ლორმა მსოფლიო აღიარებას ექიმ ჰაუსად გარდასახვის შემდეგ მიაღწია. პროექტი საკულტო გახდა, ცინიკოსი გრეგორი ჰაუსის რეპლიკები კი დიდიხანია აფორიზმებად იქცა.

Tags:

13 ივნისი 2015      TataNakani     24 კომენტარი     ნანახია 9327-ჯერ
რეზი ნასიძის დღიური

დღიურის შემდეგი სტუმარი მსახიობი რეზი ნასიძეა.
სერიალიდან "ჩემი ცოლის დაქალები" დღიურის რესპონდენტმა საზოგადოების ყურადღება მიიქცია და როგორც თვითონ ამბობს, კითხვა რომელიც არ უყვარს უკვე სერიალსა და მომდევნო სერიაში მიმდინარე მოვლენებს უკავშირდება. დღიურში ცენზურის გარეშე გამოვაქვეყნეთ რევაზ ნასიძის სუბიექტური პასუხები, რომლებიც თამამი და გულწრფელია. დღიურის მკითხველს თავისუფალი და რეალური ინტერვიუ ელოდება. იხილეთ ახალგაზრდა მსახიობის ხედვა და ხელწერა დღიურში.
დღიურის პროექტის მასპინძელია- Breadbar.

- ერთხელ...
- ვცოცხლობთ.
- ადამიანის ბედნიერების მთავარი ელემენტია...
- სურვილების ასრულება.
- მსახიობის ცხოვრება წარმოუდგენელია ამის გარეშე...
- ალბათ, თავგადასავლების.
- მსახიობის მთავარი გამოწვევაა...
- როლი, ალბათ.
- საქართველოში ჩემი საყვარელი ადგილია...
- მემგონი მესტია (არ ვარ ნამყოფი).

რეზი ნასიძის დღიური
Tags:
10 ივნისი 2015      Mari__Angel     0 კომენტარი     ნანახია 1271-ჯერ
თბილისში, 28 მაისს ჭავჭავაძის გამზირზე ოფიციალურად გაიხსნა „ჯინს გალერი ჯგუფში“ შემავალი სამი ახალი ბრენდული მაღაზია. Lee & Wrangler, Levis, Factory - ეს ის მაღაზიებია, რომელშიც შოპინგი კიდევ ერთ ახალ მისამართზე, ამჯერად უკვე ჭავჭავაძის 29 ნომერში იქნება შესაძლებელი.

„დრესაპ ჯგუფი“, რომელიც აქამდე „ჯინს გალერი ჯგუფის“ სახელით იყო ცნობილი აერთიანებს მაღაზიებს: Levis, Lee & Wrangler, Mavi, Jeans Gallery და Factory - უკვე 21 წელია ზრუნავს საქართველოში იმ ყველაზე დემოკრატიული სტილის დამკვიდრებასა და მხარდაჭერაზე, რასაც ჯინსი, თავისუფალი ცხოვრების წესი და საკუთარი ინდივიდუალური სტილის შექმნა ჰქვია.

Tags:
9 ივნისი 2015      LoveMeHateMe     3 კომენტარი     ნანახია 1820-ჯერ
საშიში ზღაპრები/Penny Dreadful საშიში ზღაპრები/Penny Dreadful
,,200 წლის შემდეგაც ვკითხულობთ ფრანკენშტეინს, ჩვენში კვლავ იწვევს აზრთა სხვადასხვაობას დორიან გრეი და ჯერ კიდევ გვაშინებს გრაფი დრაკულა”…


რას იტყვით, თუ ამ ლიტერატურულ პერსონაჟებს ერთ სატელევიზიო შოუში მოაქცევენ? ასეთ საინტერესო კომბინაციას გვთავაზობს ფსიქოლოგიური ტრილერი ,,საშიში ზღაპრები“ . მსგავსი რამ თქვენ არასდროს გინახავთ - ვიქტორიანული ლონდონი, გოთიკური ატმოსფერო, ბევრი სისხლი, კლასიკური მონსტრები და საიდუმლოებები. ამასთან ერთად, ორიგინალური მუსიკა და შესანიშნავი კოსტუმები თავს მთლიანად რეალიზებულ სამყაროში გაგრძნობინებთ. ,,საშიში ზღაპრები“ უკვე გახდა კრიტიკოსთა რჩეული სერიალი და წელს ბაფტას სამი პრემიაც მოიპოვა, რაც სულაც არ ყოფილა მოულოდნელი ,,გლადიატორის“, ,,ავიატორისა“ და ,,ჰიუგოს“ სცენარისტის, ჯონ ლოგანისგან. მონაწილე მსახიობთა შემადგენლობა ასე გამოიყურება: ჯოშ ჰარტნეტი, ევა გრინი, ტიმოტი დალტონი, ბილი ფაიფერი, რივ კარნი და ჰარი ტრედევეი.

საშიში ზღაპრები/Penny Dreadful
Tags:
9 ივნისი 2015      LoveMeHateMe     7 კომენტარი     ნანახია 1156-ჯერ
კრისტიან ბეილი / christian bale კრისტიან ბეილი / christian bale

ბრიტანელმა მსახიობმა კრისტიან ბეილმა მაყურებლის სიყვარული მცირე ასაკში მოიპოვა. ის მხოლოდ 12 წლის იყო, როცა სტივენ სპილბერგმა 4 000 ახალგაზრდა კანდიდატს შორის ამოარჩია ფილმისთვის ,,მზის იმპერია“. მას შემდეგ ბეილი გენიალური შესრულებით და მრავალფეროვანი როლებით ანებივრებს მაყურებელს. 41 წლის ოსკაროსანი მსახიობი ისე ოსტატურად ახერხებს როლიდან როლში მოგზაურობას, რომ მისი ამოცნობა თითქმის შეუძლებელია, რისთვისაც მას ყველა დროის ყველაზე დიდებულ მსახიობთა შორის განიხილავენ. გაგაცნობთ კრისტიან ბეილის გამორჩეულ როლებსა და ამონარიდებს ინტერვიუებიდან.
კრისტიან ბეილი / christian bale კრისტიან ბეილი / christian bale კრისტიან ბეილი / christian bale

"ადამიანები არ არიან ვალდებულნი მიცნობდნენ. ინტერვიუებს იმიტომ ვთანხმდები, რომ ფილმების გაყიდვას შევუწყო ხელი და არა საკუთარი თავის."
"მსახიობი არ უნდა იყოს იმ ფილმზე უფრო დიდი, რომელშიც ის მონაწილეობს."
"ხელოვნება ისაა, რითიც უნდა იამაყო. ხელოვნება არ არის კომპრომისი."

"არასდროს მინდა ვიგრძნო, რომ უსაფრთხოდ ვთამაშობ."
კრისტიან ბეილი / christian bale
Tags:

8 ივნისი 2015      TataNakani     8 კომენტარი     ნანახია 7658-ჯერ
ნინი ბადურაშვილის დღიური

"დღიურის" შემდეგი სტუმარი ნინი ბადურაშვილია

"დღიურში" ნინი ბადურაშვილის განსხვავებულ ინტერვიუს იხილავთ. მომღერლის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციას საზოგადოება მაშინვე იგებს, თუმცა პიროვნების ყოველდღიური ცხოვრების მიღმა დარჩენილ დეტალებს მხოლოდ "დღიურში" წაიკითხავთ. დამაფიქრებელი კითხვები და გულწრფელი პასუხები მკითხველს
ნინი ბადურაშვილის განსხვავებულ მხარეს აჩვენებს.

- საყვარელი სიმღერის ტექსტია...
- "არასოდეს მყვარებია ასე"
- ქალბატონების სუსტი მხარეა...
- მგონია, რომ შეყვარებული ქალი ხშირ შემთხვევაში სუსტია.
- ვფიქრობ, ქალი მორალურად უფრო ძლიერია, ვიდრე მამაკაცი.
- პირველი რადიკალური გადაწყვეტილება...
- ჩემი უეცარი გათხოვება და შემდეგ გაშორება ორსულ მდგომარეობაში...
- ვისურვებდი, ყველამ შეიგრძნოს უფრო მეტი...
- თავისუფლება.

Tags:
4 ივნისი 2015      TataNakani     5 კომენტარი     ნანახია 2412-ჯერ

წელს მერლინ მონრო 89 წლის გახდებოდა.
20-ე საუკუნის სექსსიმბოლოსა და ეპოქალური მსახიობის შესახებ ინფორმაცია დღემდე აქტუალურია.
"ის იყო გოგონა, რომელმაც იცოდა რომ უნდა ყოფილიყო ბედნიერი , მაშინაც კი, როდესაც მოწყენილი იყო."

რა ხდებოდა კომედიური ჟანრის მსახიობობის მიღმა. მერლინის ცხოვრების შესახებ 53 წლის შემდეგაც კი უამრავი ამოუცნობი ფაქტია დარჩენილი. გაიგეთ უფრო მეტი რამ მერლინ მონროს შესახებ. 20-ე საუკუნის ICON-ის , ნორმა ჯინის- მერლინ მონროს ცხოვრებისეული დეტალები და ინფორმაცია, რომელიც ქერა ლამაზმანის შესახებ დღემდე არ იცოდით.
Tags:
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • ...
  • 323
  • »




  • მოგესალმებით angel.ge-ზე

    საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე

    ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

    Instagram
    • Mimi Shelini = 5 LOOKS
      პროექტისთვის 5 looks @mimishelini ანუ მირანდა შელია გადავიღეთ.
    • ART ANGEL: ლევან აბრამიშვილი
      ლევანი ულტრაიისფერი საღებავებით Op-Art ჟანრში ხატავს და ემზადება გამოფენისთვის.
    • ანუკი არეშიძე - 5 LOOKS
      "განტვირთვა - ოჯახი და ახლო მეგობრები, ან სრულიად მარტო თუ მნახეთ არ იფიქროთ, რომ მეგობარი არ მყავს, მიყვარს მარტოობა."
    • ნინა სუბლატი - 5 LOOKS
      ენჯელ.ჯი-სთვის პროექტში 1 celebrity = 5 looks
    Back to Top