;
6 ივნისი 2012      FAME     93 კომენტარი     ნანახია 8848-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

რჩევა : სუსტი გულის პატრონებმა არ წაიკითხოთ.

ამ ქალმა დაიმკვიდრა საკუთარი ადგილი ისტორიაში თავისი სადიზმით. ხალხი მას ვამპირადაც კი მოიხსენიებდა. ეს ქალი იყო ნამდვილი ღვთის რისხვა. მას თვლიდნენ დემონის მოციქულად. ყველას აოცებდა მისი ორმაგი ცხოვრება საზოგადოებაში იგი იყო ნაზი და მშვენიერი დიდგვაროვანი ქალი, მაგრამ საკუთარი სასახლის სქელ კედლებს მიღმა იგი ხდებოდა ნამდვილი მონსტრი, რომელის სადიზმიისკენ მისწრაფებამ შეიწირა უამრავი ადამიანი.

სისხლიანი გრაფინია ბატორი


ეს ქალი, რომლის ნამდვილი სახელია ელიზავეტა ბატორი, ცნობილია, როგორც სისხლიანი გრფინია . იგი ღრმა ბავშვობიდანვე ავლენდა მისწრაფებებს სადიზმისაკენ. სულ პატარა დიდგვაროვანი თხოვდა თავის მსახურებს გლეხის გოგოები გაეროზგათ თვითონ კი სიამოვნებით ადევნებდა თვალს მათ ტანჯვას. მოგვიანეებით გოგონა გათხოვდა და დროებით მოუკლო ახალგაზრდა, გლეხი გოგონების წამებას. თუმცა მალევე დაუბრუნდა თავის მისწრაფებას. მის მფლობელობაში მყოფი მიწებიდან მას მოჰყავდა ახალგაზრდა ასულები და თავის სასახლეში აწამებდა მათ. მისი მსხვერპლნი ხდებოდნენ ის არისტოკრატებიც, რომელთა შეტყუებასაც ქალი ახერხებდა მასთან სტუმრად. მისი წამების მეთოდები იყო საშინელი _ იგი ნემსებით უჩხვლეტდა გოგონებს ტუჩებსა და მკერდს, დანით უსერავდა სხეულის ინტიმურ ნაწილებს, ლურსმნებს არჭობდა ფრჩხილებს შუა, სასახლის ეზოში მაშინ როცა გარეთ საშინლად ყინავდა იგი აგდებდა გოგონებს სრულიად შიშვლებს, ასხამდა ადუღებულ ზეთს, აიძულებდა მათ ჩაეცვათ გავარვარებული რკინის ფეხსაცმელები. ზოგჯერ გრაფინია თავად იღებდა მონაწილეობას წამებებში. იგი თავისი კბილებით აგლეჯდა ხორცს მსხვერპლს. ყოფილა შემთხვევები, როცა ელიზავეტას დაუჭრია მსხვერპლისთვის ყურები და ტუჩები და ძალით უჭმევია მათთვის.

სისხლიანი გრაფინია ბატორი


ზოგი ფიქრობს, რომ ის ამ ყველაფერს მარადიული ახალგაზრდობის მოსაპოვებლად აკეთებდა. ერთ-ერთ ალქაჯს (ასე უწოდებდნენ მას) დარვულას უთქვამს მისთვის, რომ მხოლოდ ტანჯვით მოპოვებული სისხლი მიანიჭებდა მას ახალგაზრდულ სილამაზეს. სილამაზზე მსხვერპლს მოითხოვსო, ამიტომ ქალი ასეც იქცეოდა იგი ღებულობდა სისხლის აბაზანებს და იგი სვამდა თავის მსხვერპლთა ჯერ კიდევ თბილ სისხლს. თუმცა ამ ბოლო ფაქტს მოწინააღმდეგებიც ჰყავს. სისხლის წყურვილის გამო ქალს ვამპირსაც უწოდებდნენ.
სისხლიანი გრაფინია ბატორი

გრაფინია შედეგს ვერ აღწევდა იგი მაინც ბერდებოდა. ამას დარვულა ხსნიდა იმით, რომ ქალი გრაფინია ღებულობდა მდაბიოთა სისხლს. ამიტომ მან დაიწყო არისტოკრატი გოგონების სასახლეში შეტყუება და მათი დანარჩენების მსგავსად ტანჯვა-წამება. ეს მცდელობაც კრახით დასრულდა და გრაფინიას რისვის მომლოდენიე დრავულას გული გაუსკდა.
ის, რომ ელიზავეტას ახალგაზრდობის მოპოვების სურვილი ამოძრავებდა მხოლოდ მოსაზრებაა. მეცნიერთა აზრით იგი იყო ფსიქიკურად არამდგრადი. ამის მიზეზი კი მისი წარმომავლობა იყო. იგი გახლდათ ნათესავების ქორწინების შედეგად გაჩენილი. ასევე იყო გრაფ დრაკულას შორეული ნათესავი. მას გაუჩნდა უკანონო შვილი გლეხის ბიჭისგან.

სისხლიანი გრაფინია ბატორი


ელიზავეტამ საკუთარი თავი თვითონვე გაყიდა, როცა ვალების დაფარვის მიზნით გააქირავა თავისი ერთ-ერი ციხესიმაგრე. რაზეც მისი ახლობლები არშფოთდნენ. ელიზავეტამ ერთ-ერთის მოწამვლა სცადა რაზეც ნათესავებმდა მას უჩივლეს და დაიწყეს მისი სასახლეების გაჩხრეკა. ის რაც აღმოაჩინეს იყო ნამდვილი საშინელება _ ჩვილი ბავშვებისა და გოგონების ნატანჯი სხეულები. მოსახლებობამ, რომელიც ტერორში იყო შვებით ამოისუნთქა. ფარდა აეხადა გამქრალი ადამიანების საიდუმლოს.
გრაფინიას თანამზრახველი ქალბატონები სიკვდილით დასაჯეს. თვითონ კი მეფის ბრძანებით იმ დარბაზში ჩაამწყვდიეს სადაც ხალხს აწამებდა. ხალხი მოდიოდა მთელი ქვეყნიდან, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ სამართლიანობამ იზეიმა!

სისხლიანი გრაფინია ბატორი


გრაფინიაზე გადაღებულ იქნა მრავალი ფილმი, ასევე დაიწერა მრავალი მუსიკალური ნაწარმოებები. მის წამეის ხერხებს დღემდე იყენებენ სხვადასხვა საშინელებათა ფილმებში.

სისხლიანი გრაფინია ბატორი

სისხლიანი გრაფინია ბატორი

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

93


  • 16 მარტი 2013 14:05 - ID: 93,
    ამას მე ვიცი რაც სჭირდა-რენფილდის სინდრომი ალბათ what

  • _somebody_ თქვა:
    12 ივნისი 2012 16:26 - ID: 92,
    მას ლედი დრაკულასაც უწოდებენ :)) რა ამაზრზენი ვინმე იყო.. კარგი ნიუსია.ამომწურავად ეწერერა ყველაფერი love

  • yvelaze goimebi თქვა:
    9 ივნისი 2012 16:36 - ID: 91,
    უუუ ვამპირი იყოო ? მეც მინდა :D იღონდ ისეთი როგორიც ვამპირის დღიურებშია winked request

  • magdusha:) თქვა:
    9 ივნისი 2012 12:18 - ID: 90,
    ადრე წავიკითხე ამ ქალზე what ძაან მომწონს ამაზე სიახლეები feel ძალიან საინტერესოა winked

  • marikeva თქვა:
    8 ივნისი 2012 18:03 - ID: 89,
    სისხლის არევა მოხდა და ამიტომ დაიბადა ასეთი... მშობლების ბრალია და მათი სოდვების
    ნიუსის ავტორს კი დიდი მადლობა, ამ ქალის შესახებ არ ვიცოდი winked

  • mikuss თქვა:
    7 ივნისი 2012 21:28 - ID: 88,
    სიტყვები არ მყოფნის ამ ქალის ასაღწერად :| ჰაჰ ნუ საკადრისი პასუხი ალბათ უკვე მიიღო bully wink ისე ნეტა ისევე მწარედ აწამეს ესეც? ნიუსი უმაგრესი

  • Katerina)) თქვა:
    7 ივნისი 2012 21:27 - ID: 87,
    ღმერთო ჩემოო ეს რაა არიის:X:X ნამდვილი დემონია ადამიანი კი არა

  • meduca თქვა:
    7 ივნისი 2012 21:27 - ID: 86,
    au erti wignis saxelii mmitxariiit ra gtxooov dzaaaan ,maintereeseeebsss ra qviiia am qaliiis shesaxeb wigns

  • - (M) თქვა:
    7 ივნისი 2012 20:44 - ID: 85,
    სუსტი გულის პატრონებმა არ წაიკიტხოტო :D არ ტქვა მოვკვდი კინაღამ ვკანკალებდიი რა...კაი რა ეს იყ რაღაც უბრალო რამ...1000 ადამიანმა იცის ეს ამბავი

  • sofo_sofiko თქვა:
    7 ივნისი 2012 18:29 - ID: 84,
    როგორც ვიცი ბოლოს ამ ქალმა თავის მოკვლის მიზნით ხელზე იკბინა კიარადა მოიკბიჩა ვენები სადაც გაადის ეგ ადგილი :| საშინელი ვინმე იყო

  • elenikojoe თქვა:
    7 ივნისი 2012 11:12 - ID: 83,
    fellow იდიოტური ფიიხაააპატკა ; ||
    ვაიმე, რა საშინელი ადამიანი ყოფილა. ჰიტლერზე საშინელი არავინ ყოფილაო და ; || ვოტ )))) მეტი რა გინდათ? ან ნამდვილი სატანა )) ფუფუ,, რატომ არსებობენ მასეთი ურჯულოები :|

  • adele თქვა:
    7 ივნისი 2012 00:19 - ID: 82,
    ra saintereso iyoo... dzalian magari newsi iyoo :)

  • michael jackson... თქვა:
    6 ივნისი 2012 21:21 - ID: 81,
    http://allmovies.ge/ge/#movie/ABACJI აი ეს ნახეთ აუცილებლად, ძალიან ძლიერია:)))))

  • Nino Beridze))) თქვა:
    6 ივნისი 2012 21:04 - ID: 80,
    რა საშინელებაა angry რამ უნდა გაძულოს რომ ასეთი საშინეკება გააკეთო? ეტყობა ფსიქიკურად არ იყო დალაგებული, მითუმეტეს თუ ნათესაური კავშირებისგან იყო გაჩენილი......... ეტყობა ვერ აანალიზებდა რას აკეთებდა, ხშირად ასეთ მოძალადეებს მიაჩნიათ, რომ სწორად იქცევიან და მათთვის ეს კარგია, მაგრამ იმას არ ფიქრობენ, რომ ამით სხვას აყენებენ ზიანს crying
    მოკლედ ძალიან კარგი ნიუსია ავტოროო :*** ჩემი აზრით იმსახურებ შენ სტატუსს wink love

  • mary)) თქვა:
    6 ივნისი 2012 20:41 - ID: 79,
    ფუუუუ რა საშინელებაააააააააა!! სადისტი !

  • Taamoo თქვა:
    6 ივნისი 2012 20:29 - ID: 78,
    ვაიმე ეს რა ყოფილა no

  • Tako_Tako თქვა:
    6 ივნისი 2012 20:29 - ID: 77,
    ესეთი ნიუსები ძაალიან მომწოონს... საინტერესო იყოო love

  • FuNnYbUnNy თქვა:
    6 ივნისი 2012 20:24 - ID: 76,
    ესეთი სატანები რატო იბადებიან

  • Amber Rose თქვა:
    6 ივნისი 2012 20:24 - ID: 75,
    აი ასეთი ნიუსები ხშირად დადეთ რაა... აიი ძააან ძაააან მაგარი იყო ავტორო :** მადლობა ))

  • ana_anano თქვა:
    6 ივნისი 2012 20:16 - ID: 74,
    ეს ესსსს უნამუსოოო :X

« 1 2 3 4 5 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top