;

7 June 2012      nini.     Views 10203    
Category: Fun, Interesting

Coldplay - In My Place


პაულო კოელიო ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მწერალია.
მისი წიგნები მსოფლიოს მაშტაბით 100 მილიონიანი ტირაჟითაა გაყიდული.


მის ნაწილობრივ ავტობიოგრაფიულ რომანში ,,ზაჰირი", ავტორი ადამიანის ამოუწურავ შინაგან შესაძლებლობებსა და ძიებებზე, ამასთან, მამაკაცისა და ქალის რთულ ურთიერთობებზე გვიამბობს.

შემოგთავაზებთ ფრაზებს ამ რომანიდან, რომელთაც შეძლეს ჩემი დაფიქრება და დამანახეს ის, რასაც აქამდე ვერ ვხედავდი, ან უბრალოდ მეშინოდა აღიარების !

,,ზაჰირი",,ზაჰირი"

,,იარებისგან დავიცავ ჩემს სხეულსაც და სულსაც! აღარც სხვებს დავჭრი ჩემი სიტყვებით–ბოლოს ხომ მაინც ყოველთვის ბოდიშს ვუხდი ხოლმე. სულაც არ ვნანობ იმ წამებს, როცა ვიტანჯებოდი, და ჩემს იარებსაც ისე ღირსეულად დავატარებ, თითქოს მედლები იყოს."

,,ყოველთვის არის რაღაც უფრო მნიშვნელოვანი !"

,,ფულიც მაქვს და საჭირო ნაცნობობაც. ერთადერთი, რაც მაკლია, ეს არის გამბედაობა, რომ ვცადო და ჩემი ოცნება რეალობად ვაქციო. მაგრამ რომ ვცადო და არ გამომივიდეს? მერე რა ვქნა, როგორღა გავატარო დარჩენილი სიცოცხლე? ამიტომაც, უმჯობესია, ოცნება ოცნებად დარცეს, ვიდრე კრახით დასრულდეს."

,,ზაჰირი"

,,ცოდნა ყოველთვის მაშინ მოდის, როცა მზად ხარ, და თუ ყურადღებით მოეკიდები ,,ნიშნებს“, შეძლებ, ისწავლო ყველაფერი, რაც მომდევნო ნაბიჯის გადადგმაში დაგეხმარება,"

,,ადამიანებს ორი უდიდესი პრობლემა აქვთ: ერთი არის დასაწყისის, მეორე კი – დასასრულის."

,,ყოველთვის ფრთხილად ვამბობ სიტყვას ,,ნახვამდის“. ხომ შეიძლება, ოდესმე აზრი შევიცვალო, ამიტომ ყოველთვის ვიტოვებ უკან დასაბრუნებელ გზას"

,,ზაჰირი"

,,უკვე გადავწყვიტე ვიცხოვრო ისე, თითქოს ეს ჩემი უკანასკნელი წამია."

,,ზღვარზე მდგარი ადამიანი ყოველთვის განსხვავებულად იქცევა"

,,ადამიანების ტვინი ასეა მოწყობილი: მხოლოდ ის სჯერა, რაც უნდა, რომ სჯეროდეს"

,,ერთხელ ნანახი და განცდილი ხომ არასოდეს ეძლევა დავიწყებას. მანამდე ებღაუჭება ტვინის ხვეულებს, სანამ სიგიჟემდე არ მიგიყვანს"

,,ზაჰირი"

,,ტრაგედია და ტკივილი ცხოვრების ნაწილია და არ შეიძლება სასჯელად აღიქვა. როცა შეცდომებს ვუშვებთ, სამყარო ყოველთვის გვანიშნებს და ჩვენთვის ყველაზე ძირფასს–მეგობრებს გვართმევს."

,,ნამდვილი მეგობრები ლხინის დროს გიდგანან გვერდით, გამარჯვებები უხარიათ, სიხარულში არ გტოვებენ, ყალბი მეგობრები კი მხოლოდ გასაჭირში ჩნდებიან, საოცრად მოწყენილ, ,,სოლიდარობის“ გამომხატველ სახეებს მიიწებებენ და ხვდები, რომ შენი ტკივილი მათთვის თავიანითი უჟმური ცხოვრების მალამოა და მეტი არაფერი."

,,სიძულვილის ენერგია ვერსად წაგიყვანს, ჩემო კარგო, მაგრამ პატიების ენერგია, სიყვარულის მიღმა რომ იმალება ხოლმე, შენს ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის."

,,ზაჰირი"

,,დააფასე შენი დრო ამ პატარა დედამიწაზე. გაიხსენე, ღმერთი ხომ ყოველთვის გაპატიებდა ხოლმე. ჰოდა, შენც აპატიე."

,,წიგნები თვითონ იწერება, მწერალი მხოლოდ ასლების გადამწერია."

,,–შენ რა, არ გიყვარვარ?
–გუშინდელზე მეტად და ხვალინდელზე ნაკლებად“

,,ზაჰირი"

,,სრული თავისუფლება არ არსებობს. არსებობს არჩევანისა და გადაწყვეტილებების მიღების უფლება"

,,როცა დასაკარგი არაფერი მქონდა, მაშინ მივიღე ყველაფერი. როცა აღარ ვფიქრობდი ,,ვინ“ ვიყავი, მაშინ ვიპოვე საკუთარი თავი. როცა შეყრაცხყოფილმა გავაგრძელე გზა, მაშინ მივხვდი, რომ ბედის საძებნელად თავისუფლება მქონდა."

,,–რა ძლიერი ხარ, მარი ! ისეთი მამაცი
–გეშლება, მშიშარა ვარ ! უბრალოდ, ახლა სხვა არჩევანი არა მაქვს!“

,,ზაჰირი"

,,სამყარო მხოლოდ მაშინ გახდება ნამდვილი, როცა ადამიანი სიყვარულს ისწავლის. მანამდე მხოლოდ ერთი რწმენით შეგვიძლია ცხოვრება – რწმენით, თითქოს სიყვარულის რამე გაგვეგებოდეს, არადა, მისი დაფასება ჯერაც ვერ გვისწავლია."

,,სიყვარული ველურ ძალას ჰგავს. როცა გაკონტროლებას ვცდილობთ, გვანგრევს, როცა დატყვევებას– გვიმონებს. მისი არსის გაგებას თუ მოვისრვებთ, დაბნეულობისა და ქაოსის გარდა, ვერაფერს მივიღებთ. ეს ძალა სიხარულის მოსანიჭებლად მოდის მიწიდან. მოდის იმიტომ, რომ მეტად დაგვაახლოვოს ღმერთთან."

,,ტკივილს მე გრძნობების გარეშე ცხოვრება მაყენებს. ომში კი ყველა რაღაც ძალიან მნიშვნელოვანს გრძნობს."


,,ზაჰირი"


Category: Fun, Interesting
Tags:

Share it
Comments

« 1 2 »


Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top