;

7 June 2012      FAME     Views 8277    
Category: Fun, Interesting

ბევრს სჯერა მოჩვენებების, ბევრს უბრალოდ უგზოუკოდ მოხეტიალე ენერგიის. თუმცა თუ ჩვენ სულის არსებობას ვაღიარებთ მაშინ ლოგიკურად მოჩვენებებისაც უნდა გვწამდეს. იმათ ვის სახლშიც მოჩვენებები ბინადრობენ სულაც არ სჭირდებათ ზედმეტი ფაქტები, რომ მათი არსებობა დაიჯერონ, რადგან ხშირ შემთხვევაში თავად აქვთ კონტაქტი მათთან.
წარმოგიდგენთ სახლებს სადაც მოჩვენებები ბინადრობდნენ.




Winchester Mystery House (სან ხოსე, კალიფორნია)


ოლივერ ფიშერ ვინჩესტერი იყო წარმატებული ბიზნესმენი. მან დიდ წარმატებას იარაღით ვაჭრობაში მიაღწია. მისი პროდუქცია მთელს ქვეყანაში გახდა ცნობილი.
მოულოდნელად კი ოლივერი და მამამისი გარდაიცვალნენ, საკმაოდ უცნაურ ვითარებაში. ასევე სახლში ხდებოდა უცნაური მოვლენები. ოლივერის შეშინებულმა ცოლმა კი დახმარებისთვის მედმიუმს მიმართა, რომელმაც დაადასტურა სახლში მოჩვენებების არსებობა. და ქალს არსებული სახლის დანგრევა და მის ადგილზე უფრო დიდი ნაგებობის აშენება ურჩია. მისის ვინჩესტერმა რჩევა უარყო და გადაწყვიტა, რომ როგორმე აიტანდა მოჩვენებების პატარა ,,გამოხრტომებს''. მაგრამ მალე მან თავისი ქალიშვილი იპოვა გარდაცვლილი, ასევე მისტიკურ ვითარებაში. ამ ტრაგედიის შემდეგ მისის ვინჩესტერმა დაგაწყვიტა მედიუმის რჩევას მიჰყოლოდა სანამ ვინმე სხვაც არ დაშავებულა. მან ააგო უზარმაზარი ახლი. შიგნით კი ყველაფერი აურ-დაურია რათა მოჩვენებებს გზა დაკარგვოდათ და დაბნეულიყვნენ. მაგალითისთვის მან სახლში გააკეთა კიბეები, რომლებიც ჰაერში ადიოდნენ, კარებები, რომელთა გაღების შემდეგ კედელს გადააწყდებოდით. უცნობია ამ მეთოდმა გაამართლა თუ არა, რადგან მალევე ქალიც გარდაცვლილი იპოვეს.

სახლები სადაც ბინადრობენ მოჩვენებები


Château de Brissac (საფრანგეთი)

ამ სასახლეში, რომელიც საფრაგეთში მდებარეობს XV საუკუნეში მოხდა ორმაგი მკვლელობა. სასახლე ეკუთვნოდა დიდგვაროვან ჟაკ დე ბრაზე
მან ცოლი ახალგაზრდა ასაკში შეირთო. თვითონ ძალიან უყვარდა ნადირობა და მთელი დღეები, ზოგჯერ კი კვირები და თვეებიც კი მიდიოდა სანადიროდ. მისი ცოლი კი სასახლეში ჩებოდა და ქმრისგან მიტოვებული სხვა კაცის მკლავებში ეძებდა ნუგეშს. ერთხელაც ქმარმა მისი ცოლის ღალატის შესახებ შეიტყო. ეს ყველაფერი მოცდა ქორწინებიდან მეთხუთმეტე წელს. მას ღამით მოახლემ შეატყობინა, რომ მისი ცოლის ოთახიდან უცნაური ხმაური გამოდიოდა. განრისხებული ქმარი შევარდა ოთახში და ხანკლით მოკლა ჯერ ცოლის საყვარელი მერე კი თავად მორალატე მეუღლე. ჟაკ დე ბრაზე დააპატიმრეს. სასახლეში დარჩენილ ადამიანებას კი მყუდროება დაერღვათ. ისინი ხედავდნენ მორალატე მეუღლისა და მისი საყვარლის მოჩვენებებს. ქალს ყოველთვის მწავნე ფერის სამოსი აცვია და იგი ხმა ამოუღებლად ჩნდება და მალევე ქრება. აღსანიშნავია, რომ ქალის მოჩვენებას მხოლოდ მამაკაცები ხედავენ, მისი საყვარლისას კი მხოლოდ მდედრობითი სქესის წარმომადგენლები. ექსტრემალური შეგრძნებების მოყვარულთ შეუძლიათ ღამე გაათიონ სასახლეში. მათ ეს 400 ევრომდე დაუჯდებათ. სასტუმროს ვიზიტორთა 90% ამბობს, რომ თავად იხილა მოჩვენება.


სახლები სადაც ბინადრობენ მოჩვენებები



The Stanley Hotel (კოლორადო, ა.შ.შ)



სტენლი კუბრიკის ტრილერი ,,ნათება'' ითვლება ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ფილმად კაცობირობის ისტორიაში. იგი შექმნილია სტივენ კინგის ამავე სახელწოდების წიგნის მიხედვით. ცოტამ, თუ იცის რომ 1997 წელს გამოვიდა სერიალი, რომელსაც ასევე ერქვა ,,ნათება''. სერიალის გადაღებები მიმდინარეობდა The Stanley Hotel _ ში. სასტუმროში, რომელმაც სტივენ კინგს წიგნის დაწერა შთააგონა. თუმცა გადასაღები მოედნის ამ მიზეზით შერჩევა არ მომხდარა. საქმე იმაშია, რომ სასტუმროში ყოველდღიურად ხდება უცნაური მოვლენები, რაც პროდიუსერთა აზრით შესაფერის ატმოსფეროს შექმნიდა გადაღებებისთვის.
სასტუმროში მომუშავე მზარეულები, რომლებიც მთელს დღეს საბანკეტო დარბაზის ქვემოთ მდებარე სამზარეულოში საქმიანობენ წუხდნენ რომ მათ აწუხებდათ ზემოთ მოწყობილი ზეიმების ხმაური. ადმინისტრაცია კი გაოცებული იყო, რადგან სასტუმროში არანაირი წვეულება რახანია არ ჩატარებულიყო. მოგვიანებით ხმაურს დაემატა ბავშვების სიცილი, ნაბიჯების ხმა, ინსტრუმენტები, რომლებიც თავისთად უკრავდნენ. ყველა მიხვდა _ საქმე ჰქონდათ მოჩვენებებთან! ზოგი გზააბნეული სული არ ერიდებოდა სასტუმროს სტუმრებს და მათ საძინებელში საბანს ხდიდა მათ, ფანჯარას უღებდა, ზოგი მსუბუქი საგნების გადაადგილებას და მათ დამტვრევასაც არ ერიდებოდა. სასტუმროს მფლობელებმა იმის ნაცვლად, რომ რამე ეღონდათ ამ პრობლემების მოსაგვარებლად, პირიქით მოჩვენებების გამოჩენა სათავისოდ გამოიყენეს და ვიზიტორთა რაოდენობა გაზარდეს. ისინი სტუმრებს იმ ნომრებს სთავაზობენ სადაც პარანორმალური აქტივობა ყველაზე მაღალია.

სახლები სადაც ბინადრობენ მოჩვენებები



Edinburgh Castle (ედინბურგი შოტლანდია)



ეს სასახლე შოტლანდიის დედაქალაქის ცენტრში მდებარეობს 133 მეტრიან კლდეზე. ყველაფერთან ერთად იგი ქალაქის მთავრი ღირსშესანიშნაობაა. თავისი არსებობის ათას წელზე მეტი ხნის მანძილზე კი მოჩვენებების მთელი არმია შეიძინა.. მათგან ყველაზე ცნობილია ორი, რომელთაც განსაკუთრებული სიმპათიები აქვთ მუსიკისადმი. პირველი უთავო მედდოლეა, რომელიც არღვევს ქალაქის მყურდოებას მაშინ, როცა მას მტრის თავდასხმა ან რამე სხვა სახის საფრთხეა მოსალოდნელი. მაგალითად 1650 წელს მან დამაყრუებელი ხმაურით გააღვიძა მთელი სასახლე ცოტა ხანში კი ქალაქს ორიველ კრომველი. მეორე _ მოჩვენება ჯარისკაცისა, რომლის სხეული დღემდე არ აერის ნაპოვნი რადგან იგი მოკვდა სიხე-სიამგრის მიწისქვეშა ლაბირინთში. სადაც ბრიტანელები აგდებდნენ ფრანგ ტყვეებს. როგორც ადგილობრივები აცხადებენ აქვე ბინადრობენ ოთხფეხა მოჩვენებებიც. ადრე აქ მარხავდნენ ძაღლებს რომელთა გამოსახულებებსაც ათასობით მნახველი ხედავს. ერთ-ერთი ძაღლი კი გახდა ადგილობრივი გმირი, გადმოცემის თანახმად ძაღლი სახელად ტერერ ბობბი, დარაჯობდა თავისი პატრონის საფლავს 15 წლის განმავლობაში, გარდაცვალების შემდეგ კი მისი სულიც იქ დარჩა, რადგან თვითმხილველები ამბობენ, რომ ამ საფლავთან ხშირად უნახავთ ძაღლის გამჭვირვალე გამოსახულება, რომელიც არავის აძლევს უფლებას საფლავს მიუახლოვდეს. (ალბად საქმე უნდა გვქონდეს რაიმე სახის ენერგიათან, რომელიც ძაღლმა ბიოლოგიური სიკვდილის შემდეგ დატოვა, რადგან ქრისტიანული სწავლების მიხედვით ცხოველებს სული არ გააჩნიათ)

სახლები სადაც ბინადრობენ მოჩვენებები






წარმოგიდგენთ ფირზე აღბეჭდილ მოჩვენებებს, ფოტოებს, რომლებიც სენსაცაციებად იქცნენ.

სახლები სადაც ბინადრობენ მოჩვენებები

სახლები სადაც ბინადრობენ მოჩვენებები

სახლები სადაც ბინადრობენ მოჩვენებები

სახლები სადაც ბინადრობენ მოჩვენებები

სახლები სადაც ბინადრობენ მოჩვენებები

სახლები სადაც ბინადრობენ მოჩვენებები

სახლები სადაც ბინადრობენ მოჩვენებები

სახლები სადაც ბინადრობენ მოჩვენებები

სახლები სადაც ბინადრობენ მოჩვენებები

სახლები სადაც ბინადრობენ მოჩვენებები

სახლები სადაც ბინადრობენ მოჩვენებები

სახლები სადაც ბინადრობენ მოჩვენებები

სახლები სადაც ბინადრობენ მოჩვენებები






ვიდეოში იხილავთ ფირზე დაფიქსირებული მოჩვენებების ფოტო კოლაჟს




Category: Fun, Interesting
Tags:

Share it
Comments

« 1 2 3 4 »


Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top