;

11 June 2012      Hermione...♥     Views 6391    
Category: Fun, Interesting

დადგა ნანატრი ზაფხულის ცხელი დღეები. ყველა მოუთმენლად ელის არდადეგებსა თუ შვებულებას... გთავაზობთ ინფორმაციას იმ სანაპიროების შესახებ, სად დასვენებაზეც არავინ იტყოდა უარს!!!
Jamiroquai - Seven Days In Sunny June

Powered by mp3skull.com
ზუმას პლაჟი, მალიბუ, კალიფორნია

ვინ იტყოდა უარს მალიბუზე დასვენებაზე? ზუმას პლაჟიდან ხელისგულივით ჩანს სანტა მონიკას ულამაზესი მთები. რაც მთავარია, შესაძლოა რომელიმე ვარსკვლავსაც გადაეყაროთ! მალიბუზე სიამოვნებით ისვენებენ ისეთი ვარსკვლავები, როგორებიცაა ჯენიფერ ენისტონი, ქემერონ დიაზი, ჯენიფერ ლოპესი და ა.შ.
მსოფლიოს ულამაზესი სანაპიროები

მალდივები

ულამაზესი პავილიონები, ზღვისპირა ბუნგალოები, ცარცივით თეთრი ქვიშა, მარჯნის რიფები... ეს ხომ მალდივებია! ინდოეთის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროზე მდებარე არქიპელაგი. მალდივებზე დროს საუკეთესოდ ატარებენ ახალდაქორწინებული წყვილები.
მსოფლიოს ულამაზესი სანაპიროები

კოპაკაბანა

თუ თავგადასავლები და ხმაურიანი წვეულებები გიტაცებთ, კოპაკაბანა ნამდვილ სამოთხედ მოგეჩვენებათ. ამავე დროს, შეგიძლიათ რიოშიც გაისეირნოთ.
მსოფლიოს ულამაზესი სანაპიროები

ჰაად რინი, ტაილანდი

თუ ღამის ცხოვრება და რომანტიკა გიტაცებთ, მაშინ ტაილანდი თქვენთვის ზედგამოჭრილია. ყოველთვე, სავსემთვარეობისას, 20 000-ზე მეტი ტურისტი იყრის თავს ჰაად რინის პლაჟზე, რათა დატკბნენ იმ ულამაზესი სანახაობით, რომელსაც ადგილობრივები სავსემთვარეობისას აწყობენ. წვეულება მთელი ღამე გრძელდება.
მსოფლიოს ულამაზესი სანაპიროები

წითელი პლაჟი, სანტორინი, საბერძნეთი

საბერძნეთში მდებარე წითელ პლაჟს ნახევარმთვარის ფორმა აქვს და ეგეოსის ზღვას ესაზღვრება. მის უჩვეულო ფერს განსაკუთრებული გეოგრაფიული მდებარეობა განაპირობებს. ამ ადგილის მახლობლად დიდი ხნის წინ ჩამქრალი ვულკანია.
მსოფლიოს ულამაზესი სანაპიროები


Category: Fun, Interesting
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top