;
13 ივნისი 2012      Hermione...♥     12 კომენტარი     ნანახია 6333-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

ალბათ, ყველას გსმენიათ ცნობილი ამერიკელი მწერლის, სტივენ კინგის შესახებ, მაგრამ მასზე ცოტა რამ თუ გეცოდინებათ. გთავაზობთ საინტერესო ფაქტებს ამ ''საშიში ისტორიების ოსტატის" შესახებ.
სტივენ კინგი-ყველაზე რეიტინგული ამერიკელი მწერალი
სტივენ კინგი დაიბადა 1947 წელს პორტლენდში. ბავშვობაში მას ძალიან უყვარდა საშიში ისტორიების მოსმენა და 7 წლისამ თავადაც დაიწყო წერა. სტივენ კინგი ითვლება ყველაზე რეიტინგულ ამერიკელ მწერლად და მისი რომანების მიხედვით ჰოლივუდში უამრავი ფილმია გადაღებული.





საინტერესო ფაქტები:


* პირველი ნაწარმოები 18 წლისამ გამოაქვეყნა.
* ძირითადად საშიში ისტორიების წერა უყვარს.
* დაქორწინებულია ტაბიტა სპრუსზე, რომელიც კოლეჯში სწავლისას გაიცნო. წყვილს 3 შვილი ჰყავს. ტაბიტაც მწერალია.
* კინგის ასეთი წარმატება სწორედ მისი მეუღლის დამსახურებაა. როდესაც მწერალმა დაასრულა მუშაობა რომანზე "კერი", სპონტანურად ჩათვალა, რომ არავის მოეწონებოდა და ფურცლები ნაგვის ურნაში ჩაყარა. ტაბიტამ ისინი შემთხვევით იპოვა და მეუღლე დაარწმუნა, რომ ნაწარმოები გამომცემლისათვის ეჩვენებინათ. სწორედ აქედან დაიწყო კინგის კარიერული აღმასვლა.
* IMDb-ს რეიტინგის მიხედვით ყველა დროის საუკეთესო ფილმი, "გაქცევა შოუშენკიდან", კინგის რომანის მიხედვითაა გადაღებული.
* ასევე კინგის რომანების მიხედვითაა გადაღებული შემდეგი ფილმები: "მკვდარი ზონა", "მწვანე მილი", "საიდუმლო ფანჯარა", "გაყინული გულები", "ნათება" და "ტომარა ძვლებით".

სტივენ კინგი-ყველაზე რეიტინგული ამერიკელი მწერალი
* არც ერთი ამერიკელი მწერლის წიგნები არ გაყიდულა ისეთი დიდი ტირაჟით, როგორც სტივენ კინგის.

* კინგი ყოველდღე წერს და წელიწადში მხოლოდ 3 დღე ისვენებს: შობას, 4 ივლისს (აშშ-ს დამოუკიდებლობის დღე) და საკუთარ დაბადების დღეზე.

* მწერალი ჩვეულებრივ ორ ნაწარმოებზე მუშაობს ერთდროულად.

* 1999 წელს მწერალს სატვირთო მანქანა დაეჯახა. კინგს 3 ოპერაცია გაუკეთეს. ხალხი ფიქრობდა, რომ ის ვეღარ შეძლებდა კარიერის გაგრძელებას, მაგრამ კინგი მალევე გამოჯანმრთელდა და წერაც განაგრძო.

* სულ ცოტა ხნის წინ მწერალს ჰკითხეს თუ რას ფიქრობდა "ჰარი პოტერისა" და "ბინდის საგის" შესახებ. მან კი უპასუხა:"Harry Potter is all about confronting fears, finding inner strength, and doing what is right in the face of adversity. Twilight is about how important is to have a boyfriend".
(ჰარი პოტერი გვასწავლის როგორ დავუპირისპირდეთ ჩვენსავე შიშებს, ვიპოვოთ შინაგანი ძალა და მივიღით სწორი გადაწყვეტილება რთულ ვითარებაში. ბინდი კი გვასწავლის, თუ რა მნიშვნელოვანია მეგობარი ბიჭის ყოლა).


კატეგორია: საინტერესოა
Tags:

12


  • FuCk Off. თქვა:
    9 ივლისი 2013 14:19 - ID: 12,
    აი უმაგრესი კაცია, არ ვიცი როგორ ავხსნა რა სიტყვებით, ჯერ როცა ქმნი ისეთ შედევრებს როგორიცაა "მწვანე მილი", "გაქცევა შოუშენკიდან", "ნათება", "ის", "ბნელი კოშკი".. არვიცი საოცრებაა, შოკია ვაუ <3

  • Taamoo თქვა:
    14 ივნისი 2012 18:51 - ID: 11,
    მაგარი კაცია ძალიან love ინგლისურში მაქვს ნასწავლი ამის ბიოგრაფია love

  • aNn_♥_memi თქვა:
    13 ივნისი 2012 17:26 - ID: 10,
    საინტერესო იყოოო feel

  • McMurphy თქვა:
    13 ივნისი 2012 15:41 - ID: 9,
    სამი თუ ოთხი მოთხრობა წავიკითხე და კითხვის გაგრძელების სურვილი დავკარგე. კორპორაცია ”ნუ მოსწევთ” < ამ მოთხრობას არაუშავს.

  • BaaBaaIaaGaa :DD თქვა:
    13 ივნისი 2012 15:33 - ID: 8,
    აუ რა ჯიგარი კაცია ასეთი რომანები რო დაწერა love გაქცევა შოუშენკიდან love მწვანე მილი love

  • beonce თქვა:
    13 ივნისი 2012 14:10 - ID: 7,
    feel
    Watson
    მეც გეთანხმები

  • Hermione...♥ თქვა:
    13 ივნისი 2012 13:19 - ID: 6,
    kristi_,
    თუ ჯერ მისი არც ერთი რომანი არ გაქვს წაკითხული, მაშინ მთელი სიამოვნება წინ გქონია winked

  • marita_benidze თქვა:
    13 ივნისი 2012 13:07 - ID: 5,
    მაგარი კაციააა(განსაკუთრებით ის მმომეწონა ჰარი პოტერზე love რაც თქვა) კარგი ნიუსი იყო love

  • Ancho. თქვა:
    13 ივნისი 2012 13:03 - ID: 4,
    ძლიან კარგი ნიუსია
    მიყვარს ეს მწერალი

  • Sundaymorning თქვა:
    13 ივნისი 2012 11:53 - ID: 3,
    Watson,
    . . . lol . . . გეთანხმები . . .

  • Watson თქვა:
    13 ივნისი 2012 11:17 - ID: 2,
    ჰარი პოტერი love ბინდი არაფერსაც არ გვასწავლის !

  • kristi_ თქვა:
    13 ივნისი 2012 10:45 - ID: 1,
    ყოველთვის მინდოდა საშიში ისტორიებზე წიგნი და ეხლა უკვე ვიცი ვისი შევიძინო. მადლობა winked

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top