;

9 June 2012      lady_tamo     29 Comments     Views 4341    
Category: Fun, Interesting

ბომჟმა სიკვდილის შემდეგ მილიონიანი მემკვიდრეობა დატოვა
ბომჟმა სიკვდილის შემდეგ მილიონიანი მემკვიდრეობა დატოვა


ეს ისტორია მოხდა შვედეთის ქალაქ სკელეფტეაში. ახლომდებარე ღარიბ გარეუბნებში დეგერმანი ცნობილი იყო როგორც მათხოვარი, ის არაფრით განსხვავდებოდა სხვა ბომჟებისგან: იკვებებოდა ფასტ-ფუდის ნარჩენებით, რომლებსაც სანაგვე ურნაში პოულობდა, იქვე პოულობდა ტანსაცმელსაც და ალკოჰოლური სასმელების ცარიელ ბოთლებსაც, რომლებსაც შემდგომ აბარებდა. თუმცა სხვა ბომჟებისგან დეგერმანს ის განასხვავებდა, რომ ბოთლების ჩაბარებისგან აღებულ ფულს არ ხარჯავდა სასმელში ან ნარკოტიკებში, არამედ ინახავადა საინვესტიციოდ. როგორც მისი გარდაცვალების შემდგომ აღმოჩნდა, დეგერმანი ფულს აბანდებდა შვეიცარიის საუკეთესო კომპანიებში.......
ბომჟმა სიკვდილის შემდეგ მილიონიანი მემკვიდრეობა დატოვა


კურტ დეგერმანი გარდაიცვალა 2008 წელს, 60 წლის ასაკში, გულის შეტევით. მან დატოვა ანდერძი, რომლის მიხედვითაც მთელ მის ქონებას უტოვებდა ბიძაშვილს,
რომელიც მას იშვიათად, მაგრამ მაინც სტუმრობდა ხოლმე. პრესა ბიძასვილის სახელს არ ააშკარავებს. აღმოჩნდა რომ შვედი ბომჟის ქონებას შეადგენდა: 8,8 მილიონი კრონის (1,1 აშშ დოლარის) თანხის აქციები და ფასიანი ქაღალდები, 124 ოქროს ზოდი, თანხით 300 000 დოლარი, ბანკის ანგარისზე ქონდა 6500 დოლარი, ხოლო მის სახლში ნაღდი ფულით აღმოჩნდა მხოლოდ 450 დოლარი.
ბომჟმა სიკვდილის შემდეგ მილიონიანი მემკვიდრეობა დატოვა


ბიძაშვილის განცხადებით კურტმა საბანკო საქმის შესახებ დეტალური ინფორმაცია ბიბლიოთეკიდან გაიგო "ის დადიოდა ბიბლიოთეკაში,სადაც კითხულობდა Swedish Business Daily და Dagens Industri, ასე რომ ის ერკვეოდა საბირჟო საქმეებში."

დეგერმანის სიკვდილის შემდეგ მისმა ბიძაშვილმა ვერ მიიღო მემკვიდრეობა, რადგან საქმეში ჩაერთო დეგერმანის ბიძა, რომელიც კურტით მხოლოდ მისი მემკვიდრეობის გამო დაინტერესდა. სასამართლო პროცესები მიმდინარეობდა 4 თვე, პრესა არ ამჟღავნებს სასამართლოს შედეგებს, მაგრამ დეგერმანის ნათესავების განცხადებით ორივე მხარე კმაყოილი დარჩა.

როგორც აღმოჩნდა კურტი საკმაოდ ნიჭიერი ბავშვი იყო და მას ნათელ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა პირადული კრიზისის გამო კურტი საზოგადოებისგან გაირიყა და აღმოჩნდა სოციალური კიბის ბოლო საფეხურზე.



Category: Fun, Interesting
Tags:

Share it
Comments

« 1 2 »


Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top